ჯაშუშობაში ბრალდებულ ირაკლი ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა
მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს და სხდომა დახურულ ფორმატში ჩატარდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 30 მაისს, საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობისთვის, ირაკლი ჩიხლაძე და გულბაათ რცხილაძე დააკავა. ჯერ-ჯერობით უცნობია დაკავშირებულია, თუ არა ჩიხლაძის და რცხილაძის საქმეები ერთმანეთთან. სუს-ის განცხადებით, რცხილაძე ორი ქვეყნის სასარგებლოს ჯაშუშობდა, ხოლო ჩიხლაძე — ერთი. განსხვავებით რცხილაძისგან, რომელსაც ბრალად რუსეთის და ირანის სასარგებლოდ ედება ბრალი, ჩიხლაძეზე ეს დეტალი უცნობია.
"პროკურორმა მოხსნას გრიფი "საიდუმლო" და მერე ყველა მასალაზე ვისაუბრებ რასაც ედავებიან ირაკლი ჩიხლაძეს," — განაცხადა რცხილაძის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა.
ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ეტაპისთვის დუმილის უფლებით სარგებლობს. გელხაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ მიიღო ინფორმაცია, თუ რის საფუძველზე ედავებიან ჩიხლაძეს.
"კითხვები დავსვი, რა საიდუმლო ინფორმაცია ან შემცველი დოკუმენტი მიაწოდა საკონტაქტო პირს, ეს მაინტერესებდა. ან ქვეყნის ინტერესების დაზიანება რაში გამოიხატებოდა? პასუხები ვერ მივიღე. არცერთი პუნქტი, რომლებსაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლი — ჯაშუშობა არ დარღვეულა ირაკლი ჩიხლაძის მიერ, შესაბამისად ეს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და უკანონო.
მე ვკითხე, ირაკლი, რა შეიძლება იყოს, რისთვისაც ისჯები, მაგრამ ის გაოგნებულია და არ იცის, ის სახელმწიფოს საზიანოდ არაფერს არ აკეთებდა და არც ახლა გაუკეთებია და მისთვის გაუგებარია რისთვის ისჯება," — თქვა ადვოკატმა.
ირაკლი ჩიხლაძის ძმა, ჟურნალისტი გიგა ჩიხლაძე 2008 წლის ომში მოკლეს. ირაკლი ჩიხლაძე პროფესიით ჟურნალისტი და "სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. 30 მაისს სუს-ის ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ჩიხლაძე ონლაინ პლატფორმის საფარით "სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს" მართავდა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები