საქართველოს ბანკსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women) შორის ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და მეწარმეობის მხარდაჭერის მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პარტნიორობის ფარგლებში, ბანკი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მეწარმე ქალებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას.
ინიციატივა ხორციელდება UN Women-ის პროგრამა — ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის ფარგლებში, რომელიც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მას UN Women-ის ოფისები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ ოფისთან ერთად ახორციელებენ.
პარტნიორობის მიზანია მეწარმე ქალებისთვის ბაზარზე წვდომის, გაყიდვების შესაძლებლობების, ბიზნეს-კავშირებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით, 2025 წელს UN Women-სა და — ბაზარი ორბელიანის შორის თანამშრომლობა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ყოველთვიურად იმართებოდა მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვები. ინიციატივამ წლის განმავლობაში დაახლოებით 300 მეწარმე ქალს უმასპინძლა.
პროექტის წარმატების საფუძველზე, თანამშრომლობა 2026 წელსაც გაგრძელდა, ხოლო მიმდინარე წელს ინიციატივას საქართველოს ბანკიც შეუერთდა.
თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი UN Women-ს არამატერიალურ, პრო ბონო და სხვადასხვა სახის მხარდამჭერ აქტივობებს შესთავაზებს, რომლებიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ქალთა მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.
საქართველოს ბანკსა და UN Women-ს შორის თანამშრომლობა საერთო ღირებულებებსა და მიზნებს ეფუძნება და ქალებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას, ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და მდგრად განვითარებას ისახავს მიზნად.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა: “მეწარმე ქალებისთვის ბაზრებსა და ფინანსურ რესურსებზე წვდომის მძლავრი შესაძლებლობების შექმნა ერთობლივ, ინკლუზიურ და ქმედებაზე ორიენტირებულ ძალისხმევას მოითხოვს. გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე (WEPs) ხელმომწერი კომპანიებისა და მეწარმეების გაერთიანებით, შეგვიძლია შევქმნათ შესაძლებლობები, რომლებიც ქალების მიერ მართულ ბიზნესებს ზრდის, ინოვაციისა და საკუთარი პოტენციალის მდგრად ეკონომიკურ განვითარებად გარდაქმნის საშუალებას მისცემს“.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ანა კოსტავა: “საქართველოს ბანკისთვის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს — ვატარებთ ტრენინგებს, სამუშაო შეხვედრებს, ვქმნით კურსებს — რაც დაეხმარება მათ ცოდნის მიღებასა და საკუთარი იდეების განხორციელებაში. შესაბამისად, სხვადასხვა პროგრამით მიზნად ვისახავთ, მივცეთ ადამიანებს განვითარების და საკუთარი პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობა. გვჯერა, რომ ქალთა მეწარმეობის განვითარება ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, მოხარულები ვართ, რომ UN Women-თან ერთად ვიმუშავებთ საზოგადოებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაზე“.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები