EU მიგრანტების დეპორტაციის პროცესს ამკაცრებს
ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები მიგრანტების დაბრუნების ახალ წესებზე შეთანხმდნენ, რომლებიც დეპორტაციის პროცესის დაჩქარებასა და გამკაცრებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
ახალი რეგულაციების თანახმად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შესაძლებლობა ექნებათ, ევროკავშირის ტერიტორიის დატოვების ვალდებულების მქონე პირები ე.წ. "დაბრუნების ცენტრებში" გაგზავნონ, რომლებიც ევროკავშირის ფარგლებს გარეთ იქნება განთავსებული.
ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში, მაგნუს ბრუნერი აცხადებს, რომ შეთანხმება ევროკავშირს მიგრაციის პროცესებზე უფრო ეფექტიანი კონტროლის საშუალებას მისცემს. მისი თქმით, ამჟამად უარყოფილი თავშესაფრის მაძიებლების მხოლოდ დაახლოებით 27% ტოვებს ევროკავშირის ტერიტორიას.
"ეს შეთანხმება ევროკავშირს დაეხმარება, დაიბრუნოს კონტროლი იმაზე, ვინ შემოდის ევროკავშირში და ვინ უნდა დატოვოს ის.
ხალხს უნდა დავუბრუნოთ განცდა, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ იმას, რაც ხდება", — აღნიშნა მან.
Politico-ს ცნობით, შეთანხმება ასევე ითვალისწინებს უფრო მკაცრ ზომებს იმ პირების მიმართ, რომლებიც უსაფრთხოების მიმართულებით საფრთხეს წარმოადგენენ. დოკუმენტში გათვალისწინებულია საცხოვრებელი სახლების შემოწმების შესაძლებლობა, ხანგრძლივი დაკავება, ევროკავშირში შესვლის აკრძალვა და სანქციები იმ პირებისთვის, რომლებიც დეპორტაციის პროცესში არ თანამშრომლობენ.
მოლაპარაკებებში მონაწილე ფრანგმა ევროპარლამენტარმა, ფრანსუა ქსავიე ბელამიმ განაცხადა, რომ ახალი წესები ევროკავშირის მიგრაციულ პოლიტიკაში გარდამტეხ ცვლილებას წარმოადგენს.
"წლების განმავლობაში ევროპა ყველაზე ცუდ სიგნალს აგზავნიდა — მაშინაც კი, თუ ქვეყანაში დარჩენის უფლება არ გქონდათ, დიდი შანსი იყო, არაფერი მომხდარიყო. ეს ეპოქა დასრულდა. თუ ევროპაში დარჩენის უფლება არ გაქვთ, მისი დატოვება მოგიწევთ", — თქვა ბელამიმ.
თუმცა შეთანხმებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებისა და ევროპარლამენტის მემარცხენე და მწვანე ჯგუფების მხრიდან.
ევროპარლამენტარმა, მელისა ქამარამ დოკუმენტს "ქსენოფობიური იდეოლოგიის სამსახურში ჩაყენებული სამართლებრივი არსენალი" უწოდა.
მისი თქმით, შეთანხმება ევროკავშირის გარეთ დაბრუნების ცენტრების შექმნას, არასრულწლოვანთა დაკავებასა და "აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის (ICE) პრაქტიკებით შთაგონებულ სახლის შემოწმებებს" უშვებს.
კრიტიკულად აფასებს შეთანხმებას ასევე ლტოლვილთა უფლებების დამცველი ორგანიზაციაც. ორგანიზაციის ევროკავშირის ადვოკატირების დირექტორის, მარტა ველანდერის თქმით, ინიციატივა ევროკავშირის მიგრაციულ პოლიტიკაში "შემაშფოთებელი ახალი ეტაპია".
"ეს შეთანხმება მთავრობებს ადამიანების დაკავებისა და დეპორტაციის გაცილებით ფართო უფლებამოსილებას მისცემს. არსებობს საფრთხე, რომ ნორმად იქცეს საიმიგრაციო რეიდები, გაიზარდოს დაკავებების შემთხვევები ევროკავშირის ტერიტორიის გარეთ მდებარე, ციხის მსგავსი დაწესებულებებში და მოიმატოს იმ ადამიანების დეპორტაციის რისკმა, რომლებიც შესაძლოა დევნის, წამების ან კიდევ უფრო მძიმე საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ", — განაცხადა ველანდერმა.
Politico-ს ინფორმაციით, შეთანხმების ძალაში შესასვლელად ევროკავშირის საბჭოს და ევროპარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება. ზოგიერთი დებულება ერთ წელიწადში ამოქმედდება, თუმცა ე.წ. "დაბრუნების ცენტრების" შექმნის შესაძლებლობა წევრი ქვეყნებისთვის დაუყოვნებლივ გახდება ხელმისაწვდომი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები