სემ ლევინსონის თქმით, ზენდეიას პერსონაჟისთვის სხვაგვარი ფინალი ჰქონდა ჩაფიქრებული
ფოტო: HBO
სტატია შეიცავს სპოილერებს Euphoria-ს მესამე სეზონიდან.
სემ ლევინსონს ზენდეიას პერსონაჟისთვის, რუსთვის, სულ სხვაგვარი ფინალი ჰქონდა ჩაფიქრებული, თუმცა გეგმები მსახიობ ანგუს კლაუდის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ შეცვალა. კლაუდი, რომელიც პირველ ორ სეზონში ნარკოდილერ ფეზკოს როლს ასრულებდა, 2023 წელს, 25 წლის ასაკში, ფენტანილის ზედოზირებით გარდაიცვალა. სწორედ ამ პერიოდში მუშაობდა ლევინსონი მესამე, ფინალურ სეზონზე.
ანგუს კლაუდი ფეზკოს როლში.
ფოტო: HBO
მესამე სეზონის ფინალურ სერიაში In God We Trust, რუ ბენეტი სწორედ ფენტანილით გაზავებული პერკოცეტით კვდება. ეს ყველაფერი კი ალამომ დაგეგმა, რადგან ეგონა, რომ რუ პოლიციასთან, კერძოდ კი ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოსთან თანამშრომლობდა.
რეჟისორმა, რომელსაც თავად არასოდეს დაუმალავს, რომ წარსულში ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა და ახლა რეაბილიტაციის გზაზეა, პოდკასტში ფენტანილის კრიზისზე ისაუბრა:
"ფენტანილის ასეთი ფართო გავრცელება ყოველთვის ძალიან მაშფოთებდა. ეს არის თემა, რომელსაც სერიალის სხვადასხვა სეზონში შევეხე. მაგრამ მას შემდეგ, რაც ანგუსი გარდაიცვალა, სცენარის ხელახლა გადააზრება მომიწია. მივხვდი, რომ დღეს შეუძლებელია დაწერო ამბავი დამოკიდებულებაზე იმ რეალური და სასტიკი შედეგების ჩვენების გარეშე, რომლებიც მას აუცილებლად მოჰყვება. ადამიანების უმრავლესობას მეორე შანსი უბრალოდ არ ეძლევა. ფენტანილს შეუძლია თვალის დახამხამებაში გამოგასალმოს სიცოცხლეს", — ამბობს სემ ლევისონი.
რუ და ფეზკო სერიალის ფინალურ ეპიზოდში.
ფოტო: HBO
"იმ ამბის კონტექსტში, რომლის მოყოლაც თავიდანვე გვქონდა განზრახული და რომელიც დამოკიდებულებასა და მის შედეგებზე მოგვითხრობს, ეს ჩემთვის დასასრულს ჰგავს", — აღნიშნა სემ ლევინსონმა, — "Euphoria-ის ფინალი ტრაგიკულია, თუმცა ეს ყველაფერი რეალურია. თუ დღეს ნარკოტიკებს მოიხმარ, ძალიან დიდია შანსი, რომ ამან მოგკლას".
მაყურებელს დარტყმა იმანაც მიაყენა, რომ ამ სეზონში რუს დამოკიდებულება ყურადღების ცენტრში აღარ ყოფილა. ფსონები სიცოცხლესა და სიკვდილს შორის მას შემდეგ გაიზარდა, როდესაც სასკოლო დრამის სიუჟეტი დასრულდა.
"გვინდოდა, გაგვექარწყლებინა ილუზია, რომ თითქოს სიყვარული, ფული, დიდება და ნარკოტიკები გამოსავალია. ვიგრძენი, რომ თუ მართლაც რაღაც მნიშვნელოვნის თქმა გვინდოდა, მაყურებელი იმ ოჯახის წევრის პოზიციაში უნდა ჩაგვეყენებინა, რომელიც საყვარელ ადამიანს კარგავს", — განაცხადა რეჟისორმა, რითაც მიანიშნა სხვა მთავარი პერსონაჟების სიუჟეტურ ხაზებზე.
ფოტო: HBO
"დამოკიდებულების სხვადასხვა ფაზა არსებობს: ხანდახან ნივთიერებებს ყოველ წამს მოიხმარ, ხან კი გგონია, რომ ცხოვრება მეტ-ნაკლებად დაალაგე — შესაძლოა ცოტა მარიხუანა მოწიო, დალიო, მაგრამ ეს შენს მთავარ პრობლემად არ მიგაჩნდეს. თუმცა, მიდრეკილება ყოველთვის იქვეა", — განმარტა ლევინსონმა მესამე სეზონში რუს ნარკოდამოკიდებულებაზე საუბრისას.
მიუხედავად რუს ტრაგიკული სიკვდილისა, სემ ლევინსონი მიიჩნევს, რომ დასასრული პესიმისტური არ არის. მისი თქმით, მთავარი პერსონაჟის გარდაცვალების შემდეგ ალის პერსონაჟში დაგროვილი ბრაზი აბსოლუტურად ბუნებრივია, რადგან ბავშვებისთვის შხამის მიყიდვა ბოროტებაა. რეჟისორი თვლის, რომ ფინალი მაინც იმედისმომცემია.
ასევე იხილეთ:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები