რუსეთის ბაზარზე აკრძალული სომხური პროდუქცია ევროკავშირში გაიყიდება
სომხეთის ეკონომიკის სამინისტრომ მთავრობას წარუდგინა პროგრამა, რომელიც ადგილობრივი კომპანიების მიერ პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამის შესახებ, Armenpress-ის ცნობით, ჟურნალისტებთან საუბრისას სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორგ პაპოიანმა განაცხადა.
მთავრობამ გადაწყვეტილება რუსეთის მიერ სომხური საქონლის იმპორტის შეზღუდვების ფონზე მიიღო.
მინისტრის განმარტებით, სომხური სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ევროკავშირის ბაზარზე გასვლის რეალური შესაძლებლობა აქვთ, რადგან ექსპორტზე ორიენტირებული ხილი და ბოსტნეული ფლობს Global GAP-ის სერტიფიკატს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების ერთ-ერთ უმაღლეს ნიშნად ითვლება.
მისი თქმით, მთავარი გამოწვევა ლოჯისტიკური ხარჯებია.
პაპოიანმა მაგალითად მარწყვის წარმოება მოიყვანა და აღნიშნა, რომ ევროპელ ფერმერებთან შედარებით სომეხ მწარმოებლებს გაცილებით მაღალი სატრანსპორტო ხარჯების გაწევა უწევთ, რასაც დამატებით ევროკავშირის საბაჟო მოსაკრებლები ემატება.
"ჩვენი პროდუქცია აკმაყოფილებს როგორც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის, ისე ევროკავშირის უმაღლეს სტანდარტებს. ახლა მთავარ პრობლემად ტრანსპორტირება რჩება, რის გამოც ექსპორტიორების მხარდაჭერის პროგრამა შევიმუშავეთ", — განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, სახელმწიფო სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტიორებს მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას გაუწევს. პროგრამის ფარგლებში, წლის ბოლომდე ყვავილების ექსპორტისთვის დაახლოებით 5,5 მილიონი დოლარის, ხოლო პომიდვრისა და წიწაკის ექსპორტისთვის — თითოეულ შემთხვევაში 3,5 მილიონი დოლარის კომპენსაციაა გათვალისწინებული.
პაპოიანის განცხადებით, სომხურ კომპანიებს პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ყველა ქვეყანაში შეეძლებათ — საბერძნეთიდან გერმანიამდე.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. მისი თქმით, მხარეები პრობლემების მოგვარებით არიან დაინტერესებული და არსებული სავაჭრო შეზღუდვების საკითხი უახლოეს პერიოდში შეიძლება გადაიჭრას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები