ქალი მართავს — თეგეტას კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგის მასშტაბურმა საგაზაფხულო კამპანიამ — ქალი მართავს საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. უკრაინის პრესტიჟულ კრეატიულ დაჯილდოებაზე Kyiv International Advertising Festival (KIAF), რომელიც გამორჩეულ და ინოვაციურ სარეკლამო პროექტებს ასაჯაროებს, თეგეტას კამპანიამ სარეკორდო რაოდენობის ჯილდო — 1 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო დაიმსახურა.
კამპანია, კრეატიულ სტუდია JoyBoy-სთან კოლაბორაციით შეიქმნა, მიზნად ისახავს იმ მრავალმხრივი უნარის ხაზგასმას, რომლებითაც ქალები ნებისმიერ, მათ შორის სტერეოტიპულად მასკულინურ პროფესიებსა და საქმეებს წარმატებით ართმევენ თავს. პროექტის მთავარი საიმიჯო ვიდეორგოლი სხვადასხვა სფეროს 27 ძლიერ ქალს აერთიანებს: მექანიკოსებს, სატვირთოს მძღოლებს, მეშახტეებსა თუ ექიმებს — მათ, ვინც თავიანთი საქმით ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ მართვა არა გენდერის, არამედ შინაგანი ძალის, ცოდნისა და მონდომების საკითხია.
ფოტო: თეგეტა
ელენე კოხრეიძე, თეგეტა ჰოლდინგის მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: “საერთაშორისო ასპარეზზე, კერძოდ კი, Kyiv International Advertising Festival-ზე ასეთი აღიარება ჩვენთვის ძალიან საამაყოა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, ნათლად გვეჩვენებინა, რომ არ არსებობს ბარიერი, რომლის გადალახვაც ქალებს არ შეუძლიათ. ეს კამპანია განსაკუთრებით ავთენტიკურია, რადგან თეგეტას 30-წლიან ისტორიაში მას პირველად მართავს ქალი. მოპოვებული საერთაშორისო აღიარება გვაძლევს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას, გავაგრძელოთ გენდერულად თანასწორი გარემოს შენება“.
თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი: “ქალების მხარდაჭერა თეგეტასთვის არა მხოლოდ მარტის კამპანია, არამედ ჩვენი ყოველდღიური სტრატეგიისა და კორპორაციული კულტურის განუყოფელი ნაწილია. KIAF-ზე 11 ჯილდოს მოპოვება კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ გზავნილი, რომელიც ამ კამპანიაში ჩავდეთ, უნივერსალური და ძლიერია. მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა იდეამ და კრეატიულმა შესრულებამ საერთაშორისო ჟიურის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. გვჯერა, რომ სტერეოტიპების მსხვრევა და რეალური ცვლილებების მოტანა მხოლოდ ასეთი თანმიმდევრული, სისტემური მიდგომით არის შესაძლებელი.“
ფოტო: თეგეტა
კამპანიის კრეატიულ კონცეფციასა და შემოქმედებით პროცესზე საუბრობს JoyBoy-ს ქოფირაითერი სოფო ლომინეიშვილი: “ამ პროექტზე მუშაობა ჩვენთვის უდიდესი შემოქმედებითი და ემოციური გამოწვევა იყო. გვინდოდა, შეგვექმნა რაღაც იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ სარეკლამო რგოლია — მიზნად ვისახავდით რეალური, ძლიერი ქალების ავთენტიკური ისტორიების ჩვენებას ყოველგვარი შელამაზების გარეშე. ვიდეოში მონაწილე 27-ვე ქალი საკუთარი სფეროს ნამდვილი გმირია. უკრაინის კრეატიულ დაჯილდოებაზე მიღებული 1 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო არის იმის დასტური, რომ გულწრფელ იდეებსა და სწორ ემოციურ ვიზუალს საზღვრები არ აქვს. ვამაყობთ თეგეტასთან პარტნიორობით, რომელმაც მოგვცა სრული თავისუფლება ამ თამამი იდეის განსახორციელებლად.“
თეგეტა ჰოლდინგისთვის, როგორც ავტოინდუსტრიის ლიდერისთვის, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდაჭერა არა ერთჯერადი აქტივობა, არამედ გრძელვადიანი CSR სტრატეგიის ნაწილია. კამპანია ქალი მართავს ზუსტად პასუხობს კომპანიის შიდა კორპორაციულ კულტურასა და ღირებულებებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები