საქართველოს ბანკსა და თეგეტა ჰოლდინგს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკსა და თეგეტა ჰოლდინგს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პარტნიორობის ფარგლებში მხარეები RECSOL-ის საბურავების გადამმუშავებელი საწარმოს პროექტის განვითარებაზე ითანამშრომლებენ.
დოკუმენტს ხელი საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი კუკულაძემ და თეგეტა ჰოლდინგის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ეკატერინე ქავთარაძემ მოაწერეს.
თანამშრომლობის მიზანი საქართველოში მდგრადი და ინოვაციური ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების განვითარებაა.
RECSOL-ის საბურავების გადამუშავების ქარხანა საქართველოს ბანკისა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მხარდაჭერით შენდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რთულად სამართავი ნარჩენის — გამოყენებული საბურავების ეფექტიან მართვასა და მათ გარდაქმნას ეკონომიკური ღირებულების მქონე რესურსად. გადამუშავების შედეგად მიღებული მასალები სხვადასხვა ინდუსტრიაში იქნება გამოყენებული.
საწარმოს ამოქმედება მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი და ის ყოველწლიურად 25-30 ათასი ტონა საბურავის გადამუშავებას შეძლებს.
“საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ეკონომიკურ ღირებულებასთან ერთად გარემოსდაცვით და სოციალურ სარგებელსაც ქმნის. მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ კომპანიასთან, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვისა და გადამუშავების მიმართულებით თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას უწყობს ხელს და ინდუსტრიის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. გვჯერა, რომ აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ახალი ინდუსტრიული მიმართულების განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და საქართველოს, როგორც ნარჩენების მართვისა და გადამუშავების რეგიონული ჰაბის, პოტენციალის გაძლიერებას. საქართველოს ბანკი კი აქტიურად აგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც მდგრად განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიან გაძლიერებას ემსახურება“, — აღნიშნა საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი კუკულაძემ.
RECSOL ეკო სერვის ჯორჯიასთან პარტნიორობით შენდება და საქართველოში ნარჩენების მართვის სრულიად ახალი მოდელის დანერგვას ისახავს მიზნად. საწარმო ევროპულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება და CE და ISO მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
“RECSOL ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სტრატეგიული პროექტია თეგეტა ჰოლდინგისთვის. გამოყენებული საბურავები ათწლეულების განმავლობაში საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე რთულად სამართავ ნარჩენად მიიჩნევა და სერიოზული გარემოსდაცვითი საფრთხეა. ჩვენი მიზანია, ეს ნარჩენი ეკონომიკურ ღირებულებად გარდავქმნათ და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპები თეორიული კონცეფციიდან რეალურ, მოქმედ სისტემად ვაქციოთ.
ამ მასშტაბის ინიციატივის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერის გარეშე. ბანკი ჩვენთვის არა მხოლოდ ფინანსური პარტნიორია, არამედ იზიარებს ჩვენს ხედვას მდგრადი განვითარების, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებლის შესახებ. სწორედ ასეთი თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, შევქმნათ სრულიად ახალი ინდუსტრიული მიმართულება, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, ტექნიკურ ექსპერტიზას გააძლიერებს და საქართველოს ნარჩენების მართვისა და გადამუშავების რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს“, — აღნიშნა თეგეტა ჰოლდინგის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ეკატერინე ქავთარაძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები