დაიმსხვრა ნარატივი, რომ მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაცია აღიქვამდა მძიმედ საქართველოში არსებულ ვითარებას — ნიკოლოზ ხატიაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე
ინიციატივა "ჯერ საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკოლოზ ხატიაშვილი ამერიკელი კონგრეზმენის, ჯო უილსონის კითხვაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს პასუხს გამოეხმაურა. ხატიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სახელმწიფო მდივნის პოზიციამ ნათლად აჩვენა, რომ ვაშინგტონში საქართველოსთან მიმართებით მიდგომები არ შეცვლილა და არსებული პრობლემები ახალი ადმინისტრაციისთვისაც შეშფოთების საგანია.
- მარკო რუბიო: ჩვენ მკაფიოდ განვუმარტეთ [ქართულ მხარეს] რა პირობების შესრულებაა საჭირო აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
- ჯო უილსონი: მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ გარიყული სახელმწიფოსგან ქცევის შეცვლას მოითხოვს!
ხატიაშვილი აღნიშნავს, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენა მთლიანად მმართველი გუნდის ნაბიჯებზეა დამოკიდებული, რადგან არსებობს კონკრეტული წინაპირობები (დათქმები), რომლებიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს. ის ასევე მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში, მმართველი პარტიის გარდა, სერიოზული პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციასაც საკუთარ მომავალ ნაბიჯებთან დაკავშირებით.
"ჯო უილსონის კითხვაზე, რომელიც ეხებოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის საქართველოსა და ირან-ჩინეთის კავშირებს და 2024 წლის არჩევნების საკითხს, რუბიო თავისი პასუხით დაეთანხმა ამ პათოსს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაცია ინფორმირებული და შეშფოთებული იყო ამ მოვლენების შესახებ. ამ განცხადებით დაიმსხვრა არსებული ნარატივი, თითქოს მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაცია აღიქვამდა მძიმედ საქართველოში არსებულ ვითარებას.
რუბიომ დაადასტურა, რომ ბურთი ახლა ქართული ოცნების მოედანზეა და არსებობს კონკრეტული დათქმები, რომელთა შესრულება განაპირობებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენას.
რაც შეეხება დათქმებს, სავარაუდოდ ეს არ იქნება მხოლოდ საქართველოს შიდა პოლიტიკა. დიდი ალბათობით დათქმები მოიცავს გეოპოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებულ საკითხებსაც, რაზეც ჩვენს გუნდს ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ უსაუბრია.
ვფიქრობ, რომ ამ პროცესში ქართული ოცნების გარდა, ოპოზიციასაც მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ექნება თავის მომავალ ნაბიჯებთან დაკავშირებით", — დაწერა ხატიაშვილმა.
შეგახსენებთ,ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ საქართველოზე დასმული კითხვის საპასუხოდ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ქართულ მხარეს "მკაფიოდ განუმარტეს, რა არის საჭირო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და იმედოვნებენ, რომ შეძლებენ საქართველოში არსებული მოვლენების განვითარების ტრაექტორიის შეცვლას.
- ირანის ელჩი: ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავისი შეხედულება სამყაროზე
- "პოლიტიკის ტრაექტორიის ცვლილება დღის წესრიგში არ გვიდგას" — დავით მათიკაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე
- "ბურთი "ქართული ოცნების" მოედანზეა და სწორედ მათ უნდა გადადგან ნაბიჯები" — ლევან გოგიჩაიშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე
- "საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს" — ირაკლი კობახიძე მარკო რუბიოს განცხადებაზე
- კახა კალაძე: მნიშვნელოვანია, ამერიკასთან განახლებული ურთიერთობები სამართლიანობას ეფუძნებოდეს
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები