თამაზ მეჭიაური

25 Oct. 2017, 00:03

[ზაქარია ქუცნაშვილი] ოროთახიანი ხრუშოვკიდან წამოვიყვანე, მაგან კი არ მიმიყვანა, მე მივიყვანე პარლამენტში. 1995 წელს, როდესაც პირველად გავხდი პარლამენტარი ქაღალდების დამტარებლად მყავდა საოლქო კომისიაში და ისიც ბოლომდე ვერ მიიყვანა. მაჟორიტარ ფრაქციაში იმიტომ შევედი, რომ ოთხი კაციდან, მაგისთვის იურისტის ადგილი გამეკეთებინა. ვახტანგ რჩეულიშვილს რომ დავუპირისპირდი, იქ გამყიდა და დაარქვეს "პავკა მაროზოვი" მაგისთვის. ორჯერ ვიყავი ზედიზედ დეპუტატი და უკვე მეორე დეპუტატობაზე ჩემი მოწინააღმდეგის შტაბის უფროსად მომევლინა იმის სანაცვლოდ, რომ სიაში ჩაწერეს. მაგის მისაყვანი ვის სჭირს? ჯერ ერთი და სად მნახა მთვრალი? მე ქეიფიც ვიცი და კაპოტზეც მიქეიფია, დადიოდა და დაჭორაობდა, რომ კაპოტზე მოქეიფეების დრო წავიდაო, ეგ კურდღელი, რაღაცა მთიელობას რომ იბრალებს, რისი მთიელია ეგ წარაკუა? ცუილა დაარქვეს მაგას თიანეთში იმის გამო, რომ შემოიპარებოდა და გაიპარებოდა. 

საქართველოს პარლამენტის მე-8 მოწვევის დეპუტატმა, თამაზ მეჭიაურმა, რუსთავი 2-ზე, გადაცემა არჩევანის ეთერში მოქმედ დეპუტატზე, ზაქარია ქუცნაშვილზე ისაუბრა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  4. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  5. საქართველოში მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?

მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.…