მაკდონალდს საქართველოს შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა | გამარჯვებული გოთუას რესტორანი გახდა
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
მაკდონალდს საქართველოში თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვა, მათი მოტივაციის გაძლიერება და ძლიერი კორპორატიული კულტურის შექმნა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მაკდონალდს საქართველოს შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც უკვე მრავალწლიანი ტრადიციაა და თანამშრომლებს საერთო ინტერესის, გუნდურობის და პოზიტიური ემოციების გარშემო აერთიანებს.
წლევანდელი ჩემპიონატი 1 მაისს დაიწყო და 31 მაისს დასრულდა. ტურნირი მთელი თვის განმავლობაში, ყოველ კვირა დღეს იმართებოდა და თანამშრომლების განსაკუთრებული ჩართულობით და მაღალი ინტერესით გამოირჩეოდა.
ფოტო: მაკდონალდსი საქართველო
ჩემპიონატში მონაწილეობას 24 გუნდი იღებდა, ჯამში კი 76 შეხვედრა გაიმართა.
წელს ჩემპიონატი განსაკუთრებით დაძაბული და კონკურენტული აღმოჩნდა. ნახევარფინალში ერთმანეთს სპორტის სასახლის, გოთუას, ისნის და კახეთის გზატკეცილზე არსებული რესტორნის გუნდები დაუპირისპირდნენ. ფინალურ შეხვედრაში კი გოთუასა და სპორტის სასახლის გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს, გამარჯვება გოთუას რესტორანმა მოიპოვა და ჩემპიონატის მთავარი თასიც აიღო.
“გასულ წელს ერთი ნაბიჯიღა დაგვაკლდა ფინალამდე, თუმცა ეს მარცხი დამატებით მოტივაციად იქცა. საოცარი ემოციაა, როდესაც შენს გუნდთან ერთად ზეიმობ გამარჯვებას და ხედავ, რამდენად ფასდება თითოეული ადამიანის შრომა და ენერგია. ეს არის ერთიანობის, საერთო სიხარულისა და სიამაყის განცდა, რომელიც დაუვიწყარ გამოცდილებად რჩება“. — ამბობს სალომე დელიბაშვილი, გოთუას რესტორნის დირექტორი.
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
ფეხბურთის შიდა ჩემპიონატი მაკდონალდსისთვის მხოლოდ სპორტული აქტივობა არ არის, ეს არის თანამშრომლების გაერთიანების, ურთიერთობების გაღრმავებისა და გუნდური სულისკვეთების გაძლიერების მნიშვნელოვანი პლატფორმა. ტურნირის მიმდინარეობისას პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი არა მხოლოდ გუნდების წევრები და თანამშრომლები არამედ გულშემატკივრებიც, რაც კიდევ უფრო ამყარებდა საერთო კორპორატიულ კულტურას.
"მაკდონალდსი მრავალი წელია ატარებს შიდა ჩემპიონატს ფეხბურთში, რასაც უპირობოდ მივესალმებით. მსგავსი ტურნირები მნიშვნელოვანია გუნდურობისთვის, ჯანსაღი კონკურენციისა და ერთმანეთის მეტი პატივისცემისა და დაფასებისთვის. თითოეული თანამშრომელი მთელი წელი ელოდება ამ პერიოდს და ცდილობს საკუთარი ფილიალი საუკეთესოდ წარმოაჩინოს“. — აღნიშნავს სალომე დელიბაშვილი.
მაკდონალდს საქართველო მსგავსი პროექტებით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ წარმატებული ბიზნესის საფუძველი მოტივირებული, ერთიანი და ბედნიერი გუნდია. შიდა ჩემპიონატი კი სწორედ იმ გარემოს ქმნის, სადაც თანამშრომლები არა მხოლოდ ერთად მუშაობენ, არამედ საერთო გამოცდილებებს და წარმატებებსაც ერთად იზიარებენ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები