თეგეტა მოტორსი კამპანია გაიარე მეტის ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
ფოტო: თეგეტა
თეგეტა მოტორსი კამპანია — გაიარე მეტის ფარგლებში ავტო და მოტომიმართულებით არაერთ სპორტსმენსა და ენთუზიასტს უჭერს მხარს. ინიციატივა აერთიანებს, როგორც პროფესიონალურ შეჯიბრებებს, ისე ინდივიდუალურ ტურებსა და საქველმოქმედო აქტივობებს. კომპანიის მიზანია, საზოგადოებას ამ გზითაც შეახსენოს, რომ უსაფრთხოდ მეტის გავლა მხოლოდ გამართული ტრანსპორტით არის შესაძლებელი. სწორედ ამ იდეის ირგვლივ ერთიანდება მხარდაჭერილი სპორტული და სათავგადასავლო ტურები, რომელთა განმავლობაშიც მოტოებისა და ავტომობილების ტექნიკურ გამართულობაზე თეგეტა მოტორსი თავის პარტნიორ ფრანგულ ბრენდ Motul-თან ერთად ზრუნავს.
ავტომიმართულებით თეგეტა მოტორსი და Motul წელს წრიულ რბოლაში გიორგი ბეჟიტაშვილის მხარდამჭერები არიან, რომელსაც სხვადასხვა რბოლაზე საპრიზო ადგილი არაერთხელ აქვს მოპოვებული. სეზონის პირველი ეტაპი სპორტსმენმა მეორე ადგილით დაასრულა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას თეგეტა მოტორსთან ერთად განაგრძობს. გაიარე მეტის ფარგლებში კომპანია მხარს უჭერს ბელა ბურძენიძის ევროტურსაც. ბელა მოყვარული ავტომრბოლელი და ოფროუდერია, რომელიც თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, ტურის ფარგლებში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანას შემოივლის. ინიციატივა, უსაფრთხო მოგზაურობის იდეასთან ერთად, ქალების მხარდაჭერის მიმართულებასაც აერთიანებს.
ფოტო: თეგეტა
ელენე კოხრეიძე, თეგეტა ჰოლდინგის მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: “წელს გადავწყვიტეთ, რომ გაიარე მეტის ფარგლებში სპორტისა და ინდივიდუალური ტურების მიმართულებით სხვადასხვა პროექტისთვის დაგვეჭირა მხარი. მათ შორის ავტოსპორტში ვასპონსორებთ გიორგი ბეჟიტაშვილს, რომელმაც წრიული რბოლის პირველი ეტაპი საპრიზო ადგილით დაასრულა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს. ჩვენ მას არ მივატოვებთ სეზონის არც ერთ ეტაპზე.
ამასთან, მხარს ვუჭერთ ბელა ბურძენიძის ევროტურსაც. კამპანიის კონცეფციიდან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმ ადამიანების გვერდით დგომა, რომლებიც მუდმივად ახალ გზებსა და გამოცდილებებს ეძებენ. გაიარე მეტიც ხომ ამ იდეას აერთიანებს — მეტი იმოგზაურო უსაფრთხოდ და ამისთვის ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზე იზრუნო. სწორედ ამიტომ სხვადასხვა სპორტული და შემეცნებითი აქტივობის საშუალებით ვცდილობთ, ავტომობილის მოვლის კულტურა ყოველდღიურ ჩვევად ვაქციოთ“.
ფოტო: თეგეტა
თეგეტა მოტორსი და Motul პროექტებს მხარს მოტომიმართულებითაც უჭერენ და წრიულ რბოლაში გიორგი მიხანაშვილის სპონსორები არიან, რომელიც ერთ-ერთი გამოცდილი და წარმატებული ქართველი რაიდერია. გარდა ამისა, ისინი პროფესიონალი მოტომრბოლელის, ლადო გუდაძის მსოფლიო ტურების მხარდამჭერებიც არიან. ლადო პიტსტოპ აკადემიის დამფუძნებელი და მოტოსამყაროში ერთ-ერთი ცნობილი ენთუზიასტია. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გამართულ ტურებში მასთან ერთად თეგეტა მოტორსიც იმოგზაურებს.
ფოტო: თეგეტა
გაიარე მეტის ფარგლებში გაიმართება საქველმოქმედო Moto მარათონიც. მისი ორგანიზატორი მოტოკლუბი Black Bells-ია. ინიციატივის ფარგლებში, რომელსაც თეგეტა მოტორსთან ერთად Motul-იც უერთდება, მონაწილეები ოთხი თვის განმავლობაში, საერთო ჯამში, 300 000 კილომეტრის გავლას შეეცდებიან. მიღწეული შედეგის შემთხვევაში, სიმბოლური თანხა ბავშვთა სახლს გადაეცემა. ამასთანავე, სხვადასხვა კილომეტრაჟის კატეგორიაში გამარჯვებულები ინდივიდუალურ სიმბოლურ პრიზებსაც მიიღებენ.
ნინა მამაცაშვილი, თეგეტა მოტორსის მარკეტინგის უფროსი მენეჯერი: “მოტომიმართულებით გვინდოდა, მხარი დაგვეჭირა იმ პროექტებისთვის, რომლებიც მოგზაურობას უკავშირდება, აგრეთვე ახალი გზების აღმოჩენის მსურველი ადამიანებისთვის. ამ მიზნით ვაფინანსებთ გიორგი მიხანაშვილს წრიულ რბოლაში, რომელიც წლებია, წარმატებით ასპარეზობს მოტორბოლებში და არაერთი საპრიზო ადგილი აქვს მოპოვებული. ასევე, გაიარე მეტის ფარგლებში ვუჭერთ მხარს ლადო გუდაძეს, რომელიც მოტოტურებს გეგმავს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ლადო ამ სფეროში ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალია და გვინდოდა, მისი პროექტის ნაწილი თეგეტა მოტორსიც გამხდარიყო.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროექტია Moto მარათონიც, რომელსაც საქველმოქმედო დატვირთვა აქვს. მონაწილეები ოთხი თვის განმავლობაში, საერთო ჯამში, 300 000 კილომეტრის გავლას შეეცდებიან და თუ ეს მაჩვენებელი შესრულდება, ბავშვთა სახლს სიმბოლური თანხა გადაეცემა. გვინდა, თითოეულ მონაწილეს ჰქონდეს განცდა, რომ კეთილ საქმეშიც შეაქვს წვლილი. დადებითი უკუკავშირის შემთხვევაში, ვფიქრობთ, გაიარე მეტის ფარგლებში ეს აქტივობა მომავალშიც გავაგრძელოთ და მიზნად მეტი და მეტი კილომეტრის გავლა დავისახოთ“.
ფოტო: თეგეტა
უკვე 30 წელზე მეტია, თეგეტა მოტორსი მომხმარებლების უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნავს და ამ მიზნით მათ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პროდუქციასა და სერვისებს სთავაზობს, მათ შორის Motul-ს გამორჩეული ადგილი უჭირავს. ფრანგული ბრენდი, რომელიც საავტომობილო და მოტოტექნიკური ზეთების მიმართულებით ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევა, პროფესიონალური ავტო და მოტოსპორტის მხარდაჭერაშიც აქტიურად არის ჩართული. გაიარე მეტი კომპანიების თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობაა, მისი საშუალებით ისინი ავტომობილისა თუ მოტოტექნიკის გამართულობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და ერთად უჭერენ მხარს სპორტულ, სათავგადასავლო თუ საქველმოქმედო ინიციატივებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები