შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, პარლამენტში მედიისთვის აკრედიტაციის შეჩერების ვადა ერთ წლამდე გაიზრდება
"დავაახლოებთ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპულ სისტემასთან. პირველ ჯერზე იქნება 1 თვე, მეორე ჯერზე, 1 წლამდე აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობა", — ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ევროპარლამენტში კიდევ უფრო მკაცრი წესები არსებობს. ამას გარდა, მისივე თქმით ჟურნალისტთან ერთად პასუხისმგებლობა მედიაკომპანიასაც დაეკისრება.
"საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევის დროს პირველ ჯერზე არის 1 თვე აკრედიტაციის შეჩერება, განმეორებით შემთხვევაში არის 6 თვე. ვნახეთ, რომ ევროპარლამენტში 1-წლიანი შეჩერებაც არსებობს. ამიტომ, დავაახლოებთ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპულ სისტემასთან. პირველ ჯერზე იქნება 1 თვე, მეორე ჯერზე, 1 წლამდე აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობა.
საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოიყენებოდა სანქცია 1 თვე, ან 6 თვე და ვნახეთ ჩვენ, რომ ევროპარლამენტში ვნახეთ, რომ არამხოლოდ ჟურნალისტის, მედიის მიმართაც შესაძლებელია სანქციის გამოყენება, ამიტომ დავაახლოებთ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპულ სისტემასთან და აქაც დარღვევის სიმძიმის და სიხშირის გათვალისწინებით შესაძლებელი იქნება რომ გაუუქმდეს მთლიანად მედიას აკრედიტაცია 1 წლამდე ვადით. არსებითად, ეს 2 საკითხია, რომელიც ჩვენ ვნახეთ ევროპარლამენტის გამოცდილებით და გვაქვს სურვილი რომ გადმოვიღოთ ეს გამოცდილება.
...რაც შეეხება პარლამენტში მუშაობას, ამას აქვს თავისი წესები. აკრედიტაციის წესები კრიტიკის ქვეშ იყო დიდი ხნის განმავლობაში და ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ თურმე, ევროკავშირის პარლამენტში კიდევ უფრო მკაცრი წესები და სტანდარტები არსებობს ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით. ასე რომ, ჩვენ მაშინაც ვთქვით კიდევაც, რომ გავეცნობით ევროპარლამენტის პრაქტიკას და ის, რაც შეიძლება საინტერესო ყოფილიყო საქართველოს პარლამენტისთვის, ამას დავამკვიდრებთ", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დარღვევად არ ითვლება კითხვის დასმა და ჟურნალისტის ტონი, თუმცა პარლამენტის წევრის სამუშაო ოთახში ნებართვის გარეშე შესვლა და გადაღება დარღვევაა. მისი თქმით, პროექტი უკვე მომზადებულია და დღესვე შეძლებენ ბრძანებაში ცვლილების შეტანას.
"კითხვის დასმა დარღვევა არ არის, ტონი დარღვევა არ არის, შეურაცხყოფა დარღვევა იქნება. დარღვევებია მაგალითად, ნებართვის გარეშე პარლამენტის წევრის სამუშაო ოთახში შესვლა და გადაღება... აკრედიტაციის წესი დადგენილი არის პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით და ამ ბრძანებაში შევა ცვლილებები. მომზადებულია უკვე პროექტი და ვფიქრობ, დღეს უკვე საბოლოო ვერსიას დავასრულებთ და დღესვე შევძლებთ ამ ბრძანებაში ცვლილების შეტანას", — თქვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მსგავსი განცხადება მანამდეც გააკეთა. მან 14 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ პარლამენტში აკრედიტაციის წესების გამკაცრებაზე იფიქრებს. მან ევროპარლამენტში მოქმედ წესებთან გაავლო პარალელი და თქვა, რომ შესაძლოა საქართველოშიც მხოლოდ რესპონდენტის თანხმობის შემთხვევაში შეძლონ ჟურნალისტმა კომენტარის ჩაწერა და აკრედიტაციის აკრძალვის ვადებიც გამკაცრდეს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები