1 ამპერი = 2 ლარი — თეგეტა მოტორსის უპრეცედენტო შეთავაზება ენერჯაიზერის აკუმულატორებზე
ფოტო: თეგეტა
თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს უპრეცედენტო შეთავაზება მოუმზადა —ამერიკული პრემიუმ ბრენდის ენერჯაიზერის აკუმულატორის შეძენა ბაზარზე არსებული საუკეთესო პირობით არის შესაძლებელი. შეთავაზების იდეა შემდეგია: მომხმარებელი, რომელიც თეგეტა მოტორსში ენერჯაიზერის ახალ აკუმულატორს შეიძენს, ძველს კი ჩააბარებს, დამატებით ფასდაკლებას მიიღებს — ჩაბარებული აკუმულატორის თითოეულ აპმერზე 2 ლარს. სწორედ აქედან მომდინარეობს კამპანიის ლაკონიური და დასამახსოვრებელი მესიჯიც — 1 ამპერი = 2 ლარი, რაც პროდუქტის საბოლოო ღირებულებას მნიშვნელოვნად ამცირებს. მაგალითად, 60-ამპერიანი აკუმულატორის ჩაბარება 120 ლარის ფასდაკლებას ნიშნავს, ხოლო 100 ამპერიანის — 200 ლარის. შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა:
- ჩააბაროთ ძველი აკუმულატორი;
- შეიძინოთ ენერჯაიზერის ახალი აკუმულატორი, რომლის ამპერაჟი ძველის ტოლი ან მასზე მეტია.
მარიამ ჩხეიძე, თეგეტა მოტორსის აკუმულატორების მიმართულების პროდუქტის უფროსი ოფიცერი: “ეს არის შეთავაზება, რომელსაც დღეს ქართულ ბაზარზე ანალოგი არ აქვს. 1 ამპერი = 2 ლარი — ასეთი პირობით ძველი აკუმულატორის ჩაბარების შესაძლებლობას მომხმარებელი ვერსად მიიღებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა თეგეტა მოტორსში არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი მიიღოს, არამედ რეალური, ხელშესახები ფინანსური სარგებელიც. ენერჯაიზერი ამერიკული პრემიუმ ბრენდია, რომელიც წლების განმავლობაში საიმედოობითა და გამძლეობით გამოირჩევა. ამიტომაც სწორედ ამ პროდუქტზე ვთავაზობთ ბაზარს უკონკურენტო პირობას. აღნიშნული პირობებიდან გამომდინარე, ეს საუკეთესო დროა მომხმარებლისთვის ახალი აკუმულატორის შესაძენად“.
შეთავაზებით მიღებული სარგებელი ენერჯაიზერის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელის მაგალითზე ამგვარია: ENERGIZER EP74L3 74 Ah R+ მოდელის საცალო ფასი თეგეტა მოტორსში 399 ლარია, ხოლო ანალოგიური ამპერაჟის ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში მისი ღირებულება 251 ლარამდე მცირდება. შესაბამისად, ერთ შენაძენზე მომხმარებელი 148 ლარს ზოგავს.
მომხმარებლისთვის ფინანსური სარგებლის გარდა, თეგეტა მოტორსის შეთავაზება ეკოლოგიურ სარგებელსაც მოიცავს. ძველი აკუმულატორი საფრთხის შემცველი ნარჩენია, რომელიც სათანადო უტილიზაციის გარეშე გარემოს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. თეგეტა წლების განმავლობაში უზრუნველყოფს ძველი აკუმულატორებისა და საბურავების სტანდარტების შესაბამის უტილიზაციას, ხოლო მიმდინარე შეთავაზება მომხმარებლებს დამატებით სტიმულს აძლევს, გარემოზე ნეგატიური გავლენის ნაცვლად ძველი აკუმულატორი პროფესიულ სერვისცენტრში ჩააბარონ.
შეთავაზება — 1 ამპერი = 2 ლარი შეზღუდული ვადით, მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს და მისით სარგებლობა თეგეტა მოტორსის ფილიალებში 1 ივნისიდან არის შესაძლებელი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები