როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი
გიორგი ცხვიტავას იუთუბ-ინტერვიუების ახალი ეპიზოდის სტუმარმა, IO Consulting-ის თანადამფუძნებელმა, დირექტორმა და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტმა, ანზორ მეხრიშვილმა რუსული არმიის პირველ სამიზნე უკრაინულ "დელტაზე" ისაუბრა. მისი თქმით, "დელტა" ფრონტის მართვის უახლესი სისტემაა, რომელიც სხვადასხვა წყაროდან — დრონების ვიდეონაკადებიდან, თანამგზავრებიდან, რადარებიდან და მოქალაქეების მიერ ჩატბოტებში გამოგზავნილი შეტყობინებებიდან — ინფორმაციას ერთ ელექტრონულ რუკაზე, რეალურ დროში კრებს. სისტემის გამართულ მუშაობას კი დიდწილად "სტარლინკის" ქსელი უზრუნველყოფს.
ანზორ მეხრიშვილის თქმით, პლატფორმა უკრაინას აძლევს საშუალებას, მინიმალური ადამიანური რესურსითა და დისტანციურად მართვადი მოწყობილობებით დაიცვას ტერიტორია, რაც ბევრად უფრო იაფი და ეფექტურია, ვიდრე ტრადიციული ტანკები თუ ავიაცია. სწორედ ამიტომ, სისტემა რუსული ჰაკერების მუდმივი თავდასხმის ობიექტია, თუმცა მისი დაცვის მექანიზმები დასავლური სტანდარტების დონეზეა და მასობრივ გაჟონვას გამორიცხავს.
კიბერუსაფრთხოების სპეციალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა ჰიბრიდული ომის წარმოება ჯერ კიდევ 2007 წელს ესტონეთში დაიწყო, ხოლო 2008 წელს, საქართველოში სამხედრო ინტერვენციამდე ორი-სამი კვირით ადრე განხორციელდა მასშტაბური კიბერშეტევები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
მეხრიშვილის შეფასებით, 2008 წელთან შედარებით, დღეს საქართველოში კიბერსივრცე უფრო განვითარებულია, თუმცა საფრთხეც ბევრად დიდია საზოგადოების მასობრივი გაციფრულების გამო.
"2008 წელს არ იყო მზად საერთოდ საქართველოს კიბერსივრცე მსგავსი ტიპის ოპერაციების წინააღმდეგ და შეგვიძლია ვთქვათ რომ საკმარისი ზიანიც მიიღო თუმცა იქიდან გამომდინარე რომ არც მოსახლეობა იყო მაინცდამაინც გაციფრულებული, ნაკლებად იგრძნო. იგივე რომ დღეს მოხდეს, რაც 2008-ში მოხდა, გაცილებით დიდი პანიკა იქნება. საზოგადოებაში თუ გაითიშება სახელმწიფო სექტორის სერვისები, გაითიშება ვებგვერდები, ელექტრონული სისტემები, რომელსაც დღეს ვიყენებთ აქტიურად," — განაცხადა მან გადაცემაში.
ანზორ მეხრიშვილის თქმით, თანამედროვე კონფლიქტებში მთავარი მიზანი კრიტიკული ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანა და საზოგადოებაში პანიკისა და ხელისუფლებისადმი უნდობლობის დათესვაა.
საქართველოში მოქმედებს კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებს IT სისტემების დაცვას ავალდებულებს, თუმცა, ბიზნესის მენეჯმენტს ხშირად უჭირს ამ ხარჯების გაღება. ექსპერტმა გადაცემაში კონკრეტული ქართული კომპანიის მაგალითიც ახსენა, რომელიც ფულის გამოძალვის მიზნით მიტანილი შეტევის მსხვერპლი გახდა.
"...ერთი სოციალური ინჟინერიის შეტევის, რომელიც არ იყო მიზანმიმართული ქვეყნის და საზოგადოების დასაზიანებლად, ანუ ვიღაცას უნდოდა ფულის გამოძალვა, მსხვერპლი გახდა ქართული კომპანია და, აი, ამ ერთმა პატარა შეცდომამ იქონია ის გავლენა, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილს, რომელიც მის პროდუქციას მოიხმარს, გაუძვირდა ღირებულება იმიტომ, რომ მან ის დაკარგული თანხა უნდა ამოიღოს. ანუ კიბერშეტევამ, რომელიც შეიძლება არ ხორციელდებოდეს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენ ჯიბესა და ჩვენ კეთილდღეობაზე შეიძლება იქონიოს გავლენა," — აღნიშნა მან.
მისივე თქმით, რუსული საინფორმაციო ჯგუფები მასობრივად იყენებენ დეზინფორმაციასა და "ტროლბოტებს" საზოგადოებრივი აზრის შესაცვლელად და არჩევნებზე გავლენის მოსახდენად.
ანზორ მეხრიშვილის თქმით, ამის ნათელი მაგალითი ახლა სომხეთის არჩევნებია, სადაც მოსკოვი პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ მასშტაბურ პროპაგანდას აწარმოებს, მანიპულირებს რელიგიური თემებითა და ყარაბაღის ომის მტკივნეული ჭრილობებით. ამ გამოწვევების საპასუხოდ, ის მთავარ გამოსავალს საზოგადოებაში კრიტიკული აზროვნების გაძლიერებაში, მედიაწიგნიერების განვითარებასა და არგუმენტირებული, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელებაში ხედავს.
სრული ინტერვიუ ნახეთ აქ:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები