გია ვოლსკი: პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს, ევროკავშირში სომხეთი მიისწრაფვის და საქართველო არა
საქართველოს გაცილებით მეტი პოზიტიური მაჩვენებელი აქვს, გაცილებით მეტ ევროპულ სტანდარტს აჩვენებს, ვიდრე სომხეთში ან ნებისმიერი კანდიდატი ქვეყანა" — ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომლის თქმითაც მცდარია შეფასება, თითქოს სომხეთი ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, ხოლო საქართველო — არა. კომენტარს IPN ავრცელებს.
როგორც ვოლსკიმ განაცხადა, ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ რიგ შემთხვევებში ნეგატიურია და ეს განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის საკითხებში იკვეთება.
"პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს, ევროკავშირში სომხეთი მიისწრაფვის და საქართველო არა. უბრალოდ, ევროკავშირს აქვს სხვადასხვა დამოკიდებულება სომხეთთან და საქართველოსთან მიმართებაში. რიგ შემთხვევებში, საკვანძო საკითხებთან, საქართველოსთან ევროკავშირის დამოკიდებულება არის საკმაოდ ნეგატიური. მოთხოვნებს რომ გადავხედოთ, ვხვდებით, რომ საქართველო საზარბაზნე ხორცის როლში წარმოუდგენიათ, მაშინ, როცა საგარეო კურსზეა საუბარი. მაგალითად, დაპირისპირება რუსეთთან, იქნება ეს ეკონომიკური თუ სამხედრო. ჩვენი პოლიტიკის განსხვავება არის ერთადერთი, როდესაც ვლაპარაკობთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე. ეს გაცილებით უფრო ნათელი გახდა ბოლო პერიოდში," — განაცხადა მან.
მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით არაერთი უპირატესობა აქვს და ქვეყანა ევროპულ სტანდარტებს ბევრ კანდიდატ სახელმწიფოზე უკეთესად აკმაყოფილებს.
"ევროკავშირისკენ სწრაფვა როგორც სომხეთს, ასევე, საქართველოს მსგავსი გააჩნია. საქართველოს გაცილებით მეტი პოზიტიური მაჩვენებელი აქვს, გაცილებით მეტ ევროპულ სტანდარტს აჩვენებს, ვიდრე სომხეთში ან ნებისმიერი კანდიდატი ქვეყანა. ჩვენ სომხეთს წარმატებას ვუსურვებთ. მზად ვართ, ყველანაირი გამოცდილება გავუზიაროთ, თუმცა "მზად ვართ" არასწორი სიტყვაა. ჩვენ მუდმივად ურთიერთკავშირში ვართ. ევროკავშირისკენ სწრაფვა მსგავსი გვაქვს ყველა მიმართულებით, თუმცა ბრიუსელს გააჩნია გარკვეული ინტერესები, რომელიც ხშირ შემთხვევაში, არ შეესაბამება საქართველოს სტრატეგიულ ინტერესს," — აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელიც კვირას, 7 ივნისს გაიმართა. გავრცელებული მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე ფაშინიანის მმართველი პარტია სამოქალაქო კონტრაქტი გავიდა ხმების 49.81%-ით.
- სომხეთის არჩევნების ხმების 100% დათვლილია — მმართველმა პარტიამ ხმების 49.81% მიიღო
- ირაკლი კობახიძე: გულითადად ვულოცავ პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და მის პარტიას არჩევნებში წარმატებას
- სომხეთმა მტკიცედ აირჩია თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული მომავალი — სალომე ზურაბიშვილი ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
- ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენ ვაფასებთ პარტნიორობას დემოკრატიულ სომხეთთან, რომელიც სულ უფრო უახლოვდება ევროპას
- ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი გააგრძელებს ევროკავშირთან დაახლოებას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობის შენარჩუნებით
- მაკრონი ფაშინიანს: მოხარული ვარ, რომ თქვენს გვერდით გავაგრძელებ სამუშაოს ევროპასთან დაახლოების პროცესის მხარდასაჭერად
- ვოლოდიმირ ზელენსკი: ვულოცავ სომხეთს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, ხოლო ნიკოლ ფაშინიანს — გამარჯვებას
- მარტა კოსი: გილოცავთ სომხეთის არჩევნებში მიღწეულ წარმატებას, სომხეთში რაც შეიძლება მალე ჩამოვალ
- ანტონიო კოშტა: ევროკავშირი და სომხეთი ერთად აშენებენ უფრო მტკიცე კავშირებს ადამიანებს შორის და ქმნიან ახალ შესაძლებლობებს
- შალვა პაპუაშვილი: ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ნიკოლ ფაშინიანს და მის პარტიას
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები