ICC-ს მთავარი პროკურორს, კარიმ ხანს სექსუალური ძალადობის გამოძიების გამო, უფლებამოსილება შეუჩერდა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორს, კარიმ ხანს, სექსუალური ხასიათის არასათანადო ქცევის შესახებ ბრალდებებთან დაკავშირებული დისციპლინური პროცესის დასრულების გამო, უფლებამოსილება შეუჩერეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
სასამართლოს მმართველმა ორგანომ გადაწყვეტილება ორშაბათს საღამოს მიიღო. ორგანიზაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა საქმე ICC-ის წევრი 125 სახელმწიფოს სპეციალურ სესიას გადასცა, სადაც კარიმ ხანის მომავალი განიხილება.
The Guardian-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, სასამართლოს წევრი სახელმწიფოების 21-კაციანმა კომიტეტმა კვალიფიციური უმრავლესობით დაადგინა, რომ ხანმა სექსუალური ძალადობის ბრალდებებთან დაკავშირებით "სერიოზული გადაცდომა" ჩაიდინა.
კარიმ ხანი, რომელიც ცნობილი ბრიტანელი იურისტია, კატეგორიულად უარყოფს ყველა ბრალდებას. საქმე 2024 წელს გახდა საჯარო და მნიშვნელოვნად შეაფერხა მისი საქმიანობა სასამართლოს პროკურატურის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ბრალდებები ჰააგაში მდებარე ICC-ის შტაბ-ბინაში დასაქმებულმა ქალმა თანამშრომელმა წამოაყენა.
საქმის წევრ სახელმწიფოებთან გადაგზავნა სასამართლოს ისტორიაში უპრეცედენტო ნაბიჯად მიიჩნევა. პროცესის საბოლოო ეტაპზე შესაძლოა გაიმართოს კენჭისყრა, რომელიც განსაზღვრავს, დარჩება თუ არა ხანი თანამდებობაზე.
ICC-ის მმართველი ორგანოს განცხადებით, მისი დროებითი ჩამოშორება "არ მიუთითებს საქმის საბოლოო შედეგზე". ხანს მანამდეც ჰქონდა დროებით შეჩერებული სასამართლოს იმ განყოფილების ხელმძღვანელობა, რომელიც ომისა და სხვა მძიმე დანაშაულების საქმეებს იძიებს.
ორგანიზაციის ცნობით, გადაწყვეტილება გაეროს დამოუკიდებელი ზედამხედველობის ორგანოს ანგარიშის, სასამართლო ექსპერტთა პანელის რეკომენდაციებისა და მხარეთა წერილობითი პოზიციების საფუძველზე მიიღეს.
ბრალდებები ეხება 2023-2024 წლებში მომხდარ სავარაუდო ფაქტებს. ქალის განცხადებით, ხანი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ახორციელებდა იძულებით სექსუალური ხასიათის ქმედებებს. მისი მტკიცებით, შემთხვევები სამუშაო მივლინებების დროს სასტუმროებში, ხანის ოფისსა და მის საცხოვრებელ სახლში ხდებოდა.
ხანის ადვოკატებმა აქამდე განაცხადეს, რომ ის "კატეგორიულად უარყოფს" რომელიმე პირის შევიწროებას ან არასათანადო მოპყრობას, თანამდებობის ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ან რაიმე ქმედებაში მონაწილეობას, რომელიც შეიძლება განიმარტოს, როგორც იძულებითი, ექსპლუატაციური ან პროფესიულად შეუფერებელი.
ცნობისთვის, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორი, ბრიტანელი კარიმ ხანი პირველი ადამიანია, ვინც დონალდ ტრამპმა ეკონომიკური და სამგზავრო სანქციებით დასაჯა სასამართლოს წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში.
- აშშ-მა, აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ქმედებების გამო, ICC-ის 2 მოსამართლესა და 2 პროკურორს სანქციები დაუწესა
- ტრამპმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი დაასანქცირა
- კარიმ ხანი აცხადებს, რომ წარსულში დიდი ძალაუფლების მქონდე ადამიანები საბრალდებო სკამზე ჯდებიან
- აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები