შალვა პაპუაშვილის ბრძანებით პარლამენტში მედიააკრედიტაციის წესები გამკაცრდა
შალვა პაპუაშილის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებულ "საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში" ცვლილებები შევიდა.
საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევის დროს პირველ ჯერზე 1 თვით ხდება აკრედიტაციის შეჩერება, განმეორებით შემთხვევაში ვადა 1 წლამდე გაიზარდა. აქამდე საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოიყენებოდა სანქცია, ახალი წესით სანქცია მედიის მიმართაც იქნება გამოყენებული. როგორც 8 ივნისს გამართულ შალვა პაპუაშვილმა თქვა, დ"არღვევის სიმძიმის და სიხშირის გათვალისწინებით შესაძლებელი იქნება, რომ მთლიანად მედიას გაუუქმდეს აკრედიტაცია 1 წლამდე ვადით.
- შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, პარლამენტში მედიისთვის აკრედიტაციის შეჩერების ვადა ერთ წლამდე გაიზრდება
საქართველოს პარლამენტის ცნობით, აღნიშნული ცვლილებები ევროპარლამენტში მედიის წარმომადგენლებისთვის დადგენილი წესების მაგალითზე შემუშავდა.
აკრედიტაციის წესის მე-3 მუხლში ცვლილება საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადების მიღების წესს ადგენს.
ცვლილების თანახმად, საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადის წარდგენის ვადები არ გავრცელდება იმ მედიასაშუალებაზე, რომელსაც მისი აკრედიტებული ჟურნალისტის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების განმეორებით დარღვევისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით აკრედიტაცია ვადამდე გაუუქმდა და განსაზღვრული ვადით შეეზღუდა საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადის წარდგენის უფლება. შეზღუდვის ვადის გასვლის შემდეგ კი აღნიშნული მედიასაშუალება უფლებამოსილი იქნება საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართოს ნებისმიერ დროს, მაგრამ არაუგვიანეს სააკრედიტაციო წლის 1 ნოემბრისა.
ევროპარლამენტში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, ცვლილება შეეხო აკრედიტაციის წესის მე-11 მუხლს, რომლითაც აკრედიტებული მედიასაშუალების აკრედიტაციის ვადამდე გაუქმების საფუძვლებია განსაზღვრული. კერძოდ, მედიასაშუალების აკრედიტებული ჟურნალისტის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების განმეორებით დარღვევისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, შესაძლებელია შესაბამის მედიასაშუალებას ვადამდე გაუუქმდეს აკრედიტაცია და არაუმეტეს 1 წლის ვადით შეეზღუდოს ამავე წესით გათვალისწინებული აკრედიტაციების მიღების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვის უფლება.
ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ არა აკრედიტებული მედიასაშუალების ჟურნალისტის მიერ მოხდება ამავე წესით დადგენილი მოთხოვნების განმეორებით დარღვევა, დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, მას, აგრეთვე, შეიძლება არაუმეტეს 1 წლის ვადით შეეზღუდოს აკრედიტაციის მიღების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვის უფლება.
ასევე, აკრედიტებული მედიასაშუალების აკრედიტაციის ვადამდე გაუქმების საფუძვლებს დაემატა შემთხვევა, როდესაც აკრედიტებული მედიასაშუალების საქმიანობა აღარ უკავშირდება საქართველოს პარლამენტის საქმიანობის გაშუქებას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, ცვლილება შევიდა აკრედიტაციის წესის მე-12 მუხლშიც. ცვლილების თანახმად, აკრედიტებული ჟურნალისტის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების განმეორებით დარღვევისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, მას აკრედიტაცია ვადამდე გაუუქმდება და შესაბამის მედიასაშუალებას არაუმეტეს 1 წლის ვადით შეეზღუდება აღნიშნული ჟურნალისტის საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მისაღებად წარდგენილი ჟურნალისტების სიაში შეყვანის უფლება. ამასთანავე, იმ მედიასაშუალებას, რომელიც არ არის აკრედიტებული, არაუმეტეს 1 წლის ვადით შეეზღუდება ამ ჟურნალისტისთვის ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის თაობაზე განაცხადით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვის უფლება. აღნიშნული ნორმა აგრეთვე, ევროპარლამენტში მოქმედი რეგულაციების ანალოგიურია.
ცვლილება შეეხო აკრედიტაციის წესის მე-13 მუხლსაც, რომლითაც აკრედიტებული ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერების წესია განსაზღვრული. ცვლილების თანახმად, აკრედიტებული ჟურნალისტის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების განმეორებით დარღვევისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით მოხდება მისთვის აკრედიტაციის ვადაზე ადრე გაუქმება, რამაც, ასევე, შეიძლება გავლენა იქონიოს მისი მედიასაშუალების აკრედიტაციის მოქმედებაზეც.
ევროპარლამენტის გამოცდილების გათვალისწინებით, ცვლილებები შევიდა აკრედიტაციის წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტში, სადაც აკრედიტებული ჟურნალისტის ვალდებულებების პუნქტს დაემატა შემდეგი შინაარსის ნორმა: ჟურნალისტი ვალდებულია სათანადო პატივისცემა გამოიჩინოს საქართველოს პარლამენტის სასახლეში მყოფი ყველა პირის ღირსებისა და პირადი სივრცის მიმართ, აგრეთვე გაუფრთხილდეს პარლამენტის ქონებას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით "საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში" შეტანილი ცვლილებების მსგავსი წესები მოქმედებს ევროპარლამენტშიც, რომელიც ევროპარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებითაა მიღებული და ევროპის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შენობებში მედიის წარმომადგენლების მიერ მუშაობის განხორციელების წესებს ადგენს.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები