სტივ ნიკანდროსი, რომელმაც "MEGOBARI აქტი" დაბლოკა, ჯო უილსონს წერილს უგზავნის და შეხვედრას სთხოვს
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის დონორმა, სტივ ნიკანდროსმა, რომელიც ერთ-ერთია, ვინც "MEGOBARI აქტს" მხარი არ დაუჭირა, კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვედრა სთხოვა. ამის შესახებ THE HILL-ის ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს და ნიკანდროსის წერილს ავრცელებს.
"გწერთ, რათა გთხოვოთ შეხვედრა, რომ განვიხილოთ საქართველო და აშშ-საქართველოს ურთიერთობები. როგორც მთელი ცხოვრების განმავლობაში რესპუბლიკელი, დიდი ხანია პატივს ვცემ თქვენს სახელმწიფო სამსახურს, თქვენს კონსერვატიულ ხმას და თქვენს ლიდერობას ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში. სწორედ ამ პერსპექტივიდან გამომდინარე, ჩემთვის დიდი პატივი იქნება თქვენთან სტუმრობა", — აღნიშნულია წერილში.
სტივ ნიკანდროსი თავის წერილში ხაზს უსვამს იმას, რომ მას საქართველოში ოპერირების გამოცდილებიდან გამომდინარე, ჯო უილსონისთვის კერძო სექტორის უნიკალური პერსპექტივის შეთავაზება შეუძლია. ნიკანდროსი უილსონს "შუა დერეფანში" საქართველოს როლის განხილვასაც სთავაზობს.
"საქართველოში ოპერირების თითქმის სამათეულ წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, მჯერა, რომ შემიძლია შემოგთავაზოთ კერძო სექტორის უნიკალური პერსპექტივა ამ ქვეყანაზე, მის ამჟამინდელ საინვესტიციო კლიმატსა და იმ პრაქტიკულ შედეგებზე, რაც აშშ-ის პოლიტიკასა და საჯარო გზავნილებს შეიძლება ჰქონდეს ჩემი ტიპის კომპანიებზე და მთლიანად აშშ-ის კერძო სექტორის საქმიანობაზე ამ ქვეყანაში. გარდა ამისა, მივესალმებოდი შესაძლებლობას, განგვეხილა საქართველოს როლი "შუა დერეფანში", რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოება და გზები, რომლებითაც აშშ-საქართველოს ძლიერ ურთიერთობას შეუძლია ხელი შეუწყოს ამერიკის უფრო ფართო სტრატეგიულ და ეკონომიკურ ინტერესებს აშშ-ის კერძო სექტორის მეშვეობით.
მჯერა, რომ მოსაზრებების პირდაპირი გაცვლა იქნება კონსტრუქციული და სასარგებლო, და სწორედ ამ კონტექსტშია წარმოდგენილი ჩემი შეხედულებები, როგორც ჩემი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, საქართველოში ჩვენი ინვესტიციების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით", — აღნიშნულია წერილში.
შეგახსენებთ, იანვარში The Hill წერდა, რომ სტივ ნიკანდროსმა, ჰიუსტონში დაფუძნებული ენერგეტიკული კომპანიის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც საქართველოში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტის ოდენობის ინვესტიციებს აანონსებს, სულ მცირე ერთ რესპუბლიკელ კონგრესმენს წერილი გაუგზავნა და მოუწოდა, წინააღმდეგობა გაეწია "MEGOBARI აქტისთვის".
ნიკანდროსის წერილში აღნიშნულია, რომ მისი კომპანია მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოში 100 მილიონი დოლარის ოდენობის ახალ საინვესტიციო პროგრამას ამზადებს. მისი მტკიცებით, "MEGOBARI აქტი" და თბილისზე სანქციების დაწესების სხვა მცდელობები საქართველოში მოქმედ ამერიკულ ბიზნესებს ზიანს მიაყენებს.
ცნობისთვის ჯო უილსონის ინიცირებულმა "მეგობარი აქტის" კანონპროექტმა პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა. 2025 წლის მაისში ის კონგრესის ქვედა პალატამ ხმათა უმრავლესობით მიიღო (349 — მომხრე, 42 — წინააღმდეგი), საბოლოოდ დასამტკიცებლად კი ზედა პალატაში, სენატში გადავიდა.
სენატში "მეგობარი აქტი" ორჯერ შეფერხდა — 2025 წლის სექტემბერსა და დეკემბერში. როგორც ამერიკული გამოცემა The Hill წერდა, კანონპროექტი ორივეჯერ სენატორმა ჯონ ტუნმა დაბლოკა. მის ამ გადაწყვეტილებას კი ლობირებდა ყოფილი სენატორი მარკვეინ მალინი. მან სენატი 2026 წლის მარტში დატოვა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.
ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ აქ.
- მარკვეინ მალინი, რომელიც სენატში "MEGOBARI აქტის" მიღებას ბლოკავდა, ტრამპმა შიდა უსაფრთხოების მდივნად დაასახელა
- ჯო უილსონი: ქართულმა ოცნებამ, საქართველოს ინფრასტრუქტურა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა და თავისი ქვეყანა ვალებით მონობაში გაყიდა
- The Hill: ტეხასელი ნავთობინდუსტრიის ხელმძღვანელი "MEGOBARI აქტის" წინააღმდეგ ლობირებს
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები