კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილის როლი განსაკუთრებულია იმაში, რომ მისი გადაწყვეტილებებით მოვახერხეთ გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება
"2012 წლიდან მოყოლებული მიდის პირდაპირი შეტევა ქართულ სახელმწიფოზე, ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახზე. გადახედეთ, რა განცხადებები კეთდება, რა გზავნილები ჟღერდება, სანქციებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე, ტყუილზე იყო დაფუძნებული" — განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული როლი აქვს, ვინაიდან მისი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ "სრულიად საქართველო გაერთიანდა" და ნაციონალური მოძრაობის "სისხლიანი რეჟიმიც" დამარცხდა.
"ქვეყანას რომ ებრძვიან, ამას საზოგადოება ხედავს და ეს გუშინ არ დაწყებულა. 2012 წლიდან მოყოლებული მიდის პირდაპირი შეტევა ქართულ სახელმწიფოზე, ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახზე. გადახედეთ, რა განცხადებები კეთდება, რა გზავნილები ჟღერდება, სანქციებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე, ტყუილზე იყო დაფუძნებული. შანტაჟი დღესაც გრძელდება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
უნდა აღინიშნოს, რომ ბიძინა ივანიშვილის როლი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ჯერ დავიწყოთ 2012 წლის პირველი ოქტომბრით. ამ ადამიანმა გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როდესაც პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. სრულიად საქართველო გაერთიანდა მის ირგვლივ და არჩევნებით დამარცხდა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენდა. დროთა განმავლობაში, ხალხმა დაინახა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა. ეს იყო ძალა, რომელიც იმართებოდა გარედან, გარე აქტორების ჩართულობით, მათი უშუალო დავალებებით და თუ რაიმე სიბინძურე, საშინელება შეიძლება იკადროს ადამიანმა, ყველაფერი გააკეთეს და აკადრეს ქართველ ხალს.
ბიძინა ივანიშვილის ჩართულობით, ჩვენ მშვიდობიანად დავამარცხეთ ეს ძალა. ხედავთ, რომ ქვეყანას დაუბრუნდა დემოკრატიული განვითარების გზას. ქვეყანაში დაცულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. ისე, როგორც არასდროს, განმტკიცებულია სუვერენიტეტი, ვიცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობას. ეს ცხადია, მარტივი არ არის. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ მარტივად ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან დიდი შემოტევები და ზეწოლა მიდის, რომელიც დღესაც გრძელდება. ხედავთ, თუ რა ტიპის განცხადებები კეთდება სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან და როგორია შემოტევა, თუმცა დღეს საზოგადოებამ ისიც ძალიან კარგად იცის, რატომ აქვთ ამხელა ინტერესი, რა დგას ამ ყველაფრის უკან, რა მოწოდებები კეთდებოდა და რას გვეუბნებოდნენ კაბინეტებში. ბიძინა ივანიშვილის როლი განსაკუთრებულია იმაში, რომ მისი მონაწილეობით, გადაწყვეტილებებით მოვახერხეთ გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება. ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში", — განაცხადა კალაძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები