პორშე ცენტრი თბილისი წიგნის ჩიკატაის ამბავი პირველი გამოცემის მხარდამჭერია
ფოტო: თეგეტა
პორშე ცენტრი თბილისი საბავშვო წიგნის ჩიკატაის ამბავი პირველი გამოცემის მხარდამჭერი გახდა. ეს არის ისტორია პატარა წეროზე, რომელიც ოცნებობს, ერთ დღეს დიდი მისიები შეასრულოს, სწავლობს ფრენასა და საკუთარი თავის რწმენას. ის გვიყვება ოცნებებზე, მეგობრობაზე, სიკეთეზე, გარემოზე ზრუნვაზე და იმ პატარა ნაბიჯების მნიშვნელობაზე, რომლებსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია.
პორშე ცენტრი თბილისისა და ჩიკატაის თანამშრომლობაც სწორედ ამ საერთო იდეას ეფუძნება — რწმენას, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები ხშირად პატარა ნაბიჯებით იწყება. ბავშვობაში მოსმენილ ამბებს განსაკუთრებული ძალა აქვს, ჩიკატაის ამბავი კი ბავშვებს, ჯადოსნურ თავგადასავალში მოგზაურობასთან ერთად, გარემოსდაცვითი ცნობიერების განვითარებაშიც ეხმარება.
ფოტო: თეგეტა
ეს პროექტი პორშეს ღირებულებებს სრულად ეხმიანება — ერთი მხრივ, იქმნება საგანმანათლებლო და შემოქმედებითი რესურსი, რომელიც ბავშვებს გარემოსდაცვით ცნობიერებას ადრეული ასაკიდანვე ჩამოუყალიბებს, მეორე მხრივ კი, ამ პროექტის საშუალებით პორშე ცენტრი თბილისი მხარს უჭერს ადგილობრივ, ქალების მიერ დაარსებულ სოციალურ საწარმოს, რომელიც მდგრად განვითარებას ემსახურება.
თათო ხოსროშვილი, პორშე ცენტრი თბილისის მარკეტინგის ხელმძღვანელი: „წიგნის მხარდაჭერის მთავარი მოტივაცია იმ ღირებულებების გაზიარება და თანხვედრა იყო, რომელსაც ჩიკატაი, როგორც ბრენდი, და უშუალოდ ეს პროექტი ეფუძნება: გარემოზე ზრუნვა, განათლება, პასუხისმგებლობა და მომავალი თაობის შთაგონება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო და გარემოსდაცვითი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ბავშვებში ადრეული ასაკიდანვე აყალიბებს პასუხისმგებლობის, ემპათიისა და გარემოზე ზრუნვის კულტურას.
გვჯერა, რომ ცნობიერების ამაღლება სწორედ განათლებით იწყება, ხოლო ბავშვები ის თაობაა, რომელიც მომავალ სამყაროს ქმნის. სწორედ ამიტომ ამ პროექტში დავინახეთ არა მხოლოდ საინტერესო წიგნი, არამედ მნიშვნელოვანი სოციალური და საგანმანათლებლო ინიციატივა, რომლის მხარდაჭერაც სრულად შეესაბამება პორშე ცენტრი თბილისის ხედვასა და ღირებულებებს“.
ფოტო: თეგეტა
ჩიკატაი 2017 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. სწორედ ამ ბრენდმა შექმნა პირველი სათამაშო, რომელიც ქართველი კომპოზიტორების მუსიკას უკრავს. ჩიკატაის მთავარი ფილოსოფიაა — ვმეგობრობთ, ვზრუნავთ, ვიცავთ ბუნებასა და მის ბინადრებს. მათი ყველა სათამაშო ცხოველი, ფრინველი ან წყლის ბინადარია. ბრენდი მუდმივად ცდილობს, საკუთარი ფილოსოფია რეალურ პროექტებში ასახოს. გარდა ამისა, ჩიკატაი არის მდგრადი საწარმო, რომელიც გაეროს გლობალური შეთანხმების კავკასიის ქსელის წევრიც გახდა. კომპანია საქართველოში ქმნის მაღალი ხარისხის ხელნაკეთ პროდუქტს და სათამაშოების უსაფრთხოების კუთხით იცავს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტანდარტებს.
თამარა ბუიღიშვილი, ჩიკატაის დამფუძნებელი: „ბრენდის დაბადებასთან ერთად უკვე ვიცოდით, რომ ჩიკატაის თავისი ზღაპარიც უნდა მოეყოლა, რომელიც საკუთარ ღირებულებებს პატარა მკითხველს მათთვის გასაგებ ენაზე უამბობდა. ჩიკატაის პირველი მეგობრები უკვე სწორედ იმ ასაკში არიან, როცა მათთვის კარგად ნაცნობ გმირებზე შეუძლიათ წაიკითხონ ზღაპარი და ცოტა უფრო სიღრმისეულად გაიაზრონ მისი მთავარი გზავნილები.
გვჯერა, რომ დიდი ცვლილებები მაშინ იწყება, როდესაც ღირებულებები სწორ ნიადაგს პოულობს. პასუხისმგებლობაც და ცნობიერებაც ბავშვობიდან მოდის, ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ მიმართულებით ერთი პატარა მარცვალი ჩვენც დაგვეთესა.
მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში, პორშე ცენტრი თბილისის მხარდაჭერით გამოცემული ჩიკატაის ამბავი ბავშვებს ბუნების სიყვარულზე, ეკოლოგიურ პასუხისმგებლობასა და პატარა ნაბიჯების დიდ ძალაზე უყვება. იმედი გვაქვს, პატარა მკითხველს ეს ამბავი ცოტათი მაინც დააფიქრებს და ნათლად დაანახებს გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას“.
ფოტო: თეგეტა
წიგნში 80-ზე მეტი ილუსტრაციაა, რომლებზეც მხატვარმა თეკლა კიღურაძემ იმუშავა, სტუდია Knock on Wood Works-თან პარტნიორობით. პორშე ცენტრი თბილისთან ერთად, წიგნი საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანებისა და პარტნიორების მხარდაჭერით შეიქმნა, მათ შორის, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
ჩიკატაი თეგეტა ჰოლდინგის დონაციის პლატფორმის Tegeta Care-ის პარტნიორია. პლატფორმა აერთიანებს სოციალურ და გარემოსდაცვით საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციებს, საქველმოქმედო ფონდებს, სოციალურ საწარმოებსა და პროექტებს და უნიკალური შესაძლებლობაა საზოგადოებასა და გარემოზე მზრუნველი ადამიანებისთვის, გაერთიანდნენ სასიკეთო ცვლილებებისთვის.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები