თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ უწყვეტ წარმატებას — მიხეილ ყაველაშვილი სი ძინპინს წერილს უგზავნის
მიხეილ ყაველაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს, სი ძინპინმა წერილს უგზავნის და საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავს ულოცავს. ყაველაშვილი წერს, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანა "მეტ სარგებელს მოუტანს ორივე ერს".
"თქვენო აღმატებულებავ, მსურს, გულწრფელად მოგილოცოთ და გადმოგცეთ ჩემი საუკეთესო სურვილები თქვენ და მეგობარ ჩინელ ხალხს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით.
ეს მნიშვნელოვანი ეტაპი შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევს, გავიაზროთ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ურთიერთობებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და კმაყოფილებით აღვნიშნოთ ის მტკიცე მეგობრობა, რომელიც ურთიერთპატივისცემით, ნდობითა და კონსტრუქციული თანამშრომლობით განვითარდა.
დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ საქართველომ და ჩინეთმა სტაბილურად განამტკიცეს პარტნიორობა და გააფართოვეს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის, ინვესტიციების, დაკავშირებადობის, კულტურის, განათლებისა და ხალხთა შორის კავშირების სფეროში. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც ქმნის ხელშესახებ შედეგებს და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს.
საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობას და ერთგული რჩება ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების მიმართ, ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის კეთილდღეობის, განვითარების და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად.
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით გვაქვს პატივი, გამოვაცხადოთ ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილების შესახებ, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანის თაობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი შექმნის უფრო ფართო შესაძლებლობებს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის, რაც უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ორივე ერს და კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობასა და კავშირებს.
თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ უწყვეტ წარმატებას, ხოლო მეგობარ ჩინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას. გთხოვთ, მიიღოთ, თქვენო აღმატებულებავ, ჩემი ღრმა პატივისცემა", — ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის წერილში.
ცნობისათვის, 9 ივნისს ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები