შონ "დიდი" ქომბსს არასრულწლოვან მსახიობზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
ფოტო: abc7N
სკანდალებში გახვეულ შონ "დიდი" ქომბსს ახალი ბრალდებები წაუყენეს — მას ამჯერად არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.
სარჩელის თანახმად, მსახიობი, რომლის ვინაობაც ანონიმურია და რომელიც შემთხვევის დროს არასრულწლოვანი იყო, ქომბსს 2007 წლის მაისის ერთ-ერთი შეხვედრის დროს ჩადენილ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
ქომბსი ამჟამად სხვა დანაშაულებისთვის 50-თვიან სასჯელს იხდის. მისმა წარმომადგენელმა, ჯუდა ენგელმაიერმა, ბრალდებებს ცრუ და აბსურდული უწოდა: "ის უბრალოდ კიდევ ერთი არაკეთილმოსურნეა იმ ადამიანთა გრძელ სიაში, რომლებიც ცდილობენ ამ პროცესიდან ფინანსური სარგებელი მიიღონ. მისტერ ქომბსს არასდროს არავისზე უძალადია სექსუალურად — მათ შორის არც ბავშვზე! ეს ბრალდებები ისევე გაბათილდება, როგორც ყველა დანარჩენი".
ფოტო: Frazer Harrison/Getty Images
სარჩელი იმ ათობით სხვა სამოქალაქო დავას ემატება, რომლებიც 2024 წელს ქომბსის დაკავების შემდეგ აღიძრა.
გასულ წელს გამართული რვაკვირიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა ქომბსი გაამართლეს მძიმე ბრალდებებში, როგორებიცაა სექსუალური ტრეფიკინგი და გამოძალვა, თუმცა დამნაშავედ ცნეს ორ შედარებით ნაკლებად მძიმე მუხლში.
ამჟამინდელი მონაცემებით, ქომბსი საპატიმროს 2028 წელს დატოვებს, თუმცა მისი განაჩენის გასაჩივრების პროცესი აშშ-ის სააპელაციო სასამართლოში ჯერ კიდევ მიმდინარეობს. სანამ ქომბსი გათავისუფლებას ელოდება, მომღერლის ადვოკატები მის წინააღმდეგ მიმართულ სამოქალაქო სარჩელების ტალღას ებრძვიან.
ფოტო: AP, FILE
ახალ დავაში მოსარჩელე მსახიობი აცხადებს, რომ საქმიანი ღონისძიების მიმდინარეობისას ქომბსმა ის ცალკე ოთახში გაიყვანა "პოტენციურ შესაძლებლობებზე პირისპირ სასაუბროდ", მათ შორის მომავალ პროექტზე, რომლის პროდიუსერიც თავად ქომბსი იყო. მსახიობის თქმით, მას შემდეგ, რაც "დიდის" მიერ შეთავაზებული სასმლის ზემოქმედება იგრძნო, ქომბსი ფიზიკურად შეეხო, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანმა მკაფიოდ გამოხატა დისკომფორტი ამგვარი შეხების გამო.
"ამის შემდეგ, მოპასუხე ქომბსმა მოსარჩელეს შარვალი და საცვალი ჩაუწია და მისი სასქესო ორგანოს შეხება დაიწყო, პარალელურად კი საკუთარ თავსაც ეხებოდა. შემდეგ, მოპასუხე ქომბსმა არასრულწლოვან მოსარჩელეზე ორალური სქესობრივი აქტი განახორციელა", — ნათქვამია სარჩელში.
უცნობია, ზუსტად რამდენი წლის იყო მსახიობი სავარაუდო ინციდენტის დროს, სარჩელში აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ იგი ჯერ 18 წლის არ ყოფილა.
კაცმა სასამართლოში თავის ყოფილ აგენტებსაც უჩივლა, რადგან ღონისძიების დროს მისი უსაფრთხოება ვერ უზრუნველყვეს — არ დაუნიშნეს თანმხლები პირი, არ გადაამოწმეს, დაესწრებოდნენ თუ არა პროცესს მისი მეურვეები და არ იზრუნეს იმაზე, რომ ის შოუბიზნესის ზრდასრულ წარმომადგენლებთან ერთად იზოლირებულ სივრცეებში მარტო არ დაეტოვებინათ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები