ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა
ფოტო: Pics-xl / Shutterstock
სებ-მა საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების უმაღლესი სინჯის (999.9) LBMA სტანდარტის ოქროს ზოდები შეიძინა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მიმდინარე შესყიდვის შედეგად, მონეტარული ოქროს წილი საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში 15.5%-ს მიაღწევს. აღსანიშნავია საერთაშორისო რეზერვების ზრდის ტრენდი, რის შედეგადაც რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს — 7.0 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო მათი მოცულობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის (ARA) მაჩვენებლის 114.8%-ს შეადგენს.
აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მართვის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილს და მიზნად ისახავს სარეზერვო აქტივების შემდგომ დივერსიფიკაციას, რეზერვების მდგრადობის გაუმჯობესებასა და მათი ინფლაციური რისკებისაგან დაცვას. მონეტარული ოქრო მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მიერ ფართოდ აღიარებული სარეზერვო აქტივია, რომელიც ხელს უწყობს პორტფელის გეოპოლიტიკური რისკების მიმართ მდგრადობის გაზრდასა და რისკების შემცირებას.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ძლიერმა მაკროეკონომიკურმა ფუნდამენტურმა ფაქტორებმა მისცა ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა 2025 წელს მნიშვნელოვნად შეევსო საერთაშორისო რეზერვები. კერძოდ, გასულ წელს სებ-მა 2.4 მლრდ დოლარი შეისყიდა და რეზერვები წლის ბოლოსათვის 6.16 მლრდ დოლარამდე, ხოლო 2026 წლის თებერვალში ისტორიულად მაღალ მაჩვენებლამდე, 6.65 მლრდ-მდე გაზარდა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ცენტრალური ბანკები კვლავ განაგრძობენ ოქროს შესყიდვის მიღებულ პრაქტიკას და მხოლოდ 2026 პირველ კვარტალში 970 ტონაზე მეტი შეისყიდეს, რაც დაახლოებით 80%-ია მთელ 2025 წლის შესყიდვებთან მიმართებაში (1235 ტონა). ცენტრალური ბანკების მთლიანი შესყიდვები ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში (2022-2025) 1000 ტონაზე მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. აღსანიშნავია, ისიც, რომ ცენტრალური ბანკების მხრიდან მოთხოვნა ნაკლებად არის ოქროს ფასზე დამოკიდებული, რაც ძირითადად ოქროს ფასის ქვედა ზღვრის სტაბილურობას უზრუნველყოფს. უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელება, შუა აღმოსავლეთში ესკალაცია, აშშ-ის და ჩინეთის სავაჭრო დაძაბულობა, ასევე 2026 წლის თებერვალში დაწყებული აშშ-ის და ირანის კონფლიქტი - ყველა ეს ფაქტორი თანმიმდევრულად ქმნიდა და აძლიერებდა სტრუქტურულ რისკის პრემიას ოქროს ფასში და ზრდიდა მისი, როგორც უსაფრთხო და დაცული აქტივის ღირებულებას.
ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები