გასავარჯიშებელი პაემნები — რატომ ირჩევს Gen Z მიზანმიმართულად არამიმზიდველ პარტნიორებს?
ფოტო: Getty Images
Gen Z-ის წარმომადგენლებმა ახალი ტრენდი დაამკვიდრეს — იმ ადამიანებთან პაემნებზე სიარული, რომლებიც არ მოსწონთ, მენტალური კეთილდღეობის პრაქტიკად აქციეს.
ზოგიერთი მარტოხელა ახალგაზრდა მიზანმიმართულად თანხმდება შეხვედრებს მათთან, ვისთან ურთიერთობის სურვილი, ჩვეულებრივ, არც არასდროს გაუჩნდებოდა. ისინი ცხოვრების მეგზურს კი არ ეძებენ, არამედ ამ ყველაფერს უბრალოდ მომავალ პაემნებში გასავარჯიშებლად აკეთებენ.
ჩიკაგოელმა 26 წლის კრისტინა ფსარასმა New York Post-ს განუცხადა, რომ გაცნობის აპლიკაციებში პროფილების უსასრულო თვალიერება ყოველი პირველი პაემნის მიმართ არარეალურად მაღალ მოლოდინებს უჩენდა, რაც კრისტინას მუდმივად იმედგაცრუებულს ტოვებდა. მისი აზრით, იმ ადამიანთან შეხვედრა, რომელიც მხოლოდ ოდნავ გაინტერესებს, ამ პრობლემას აგვარებს.
"სავარჯიშო პაემანი მასთან, ვინც საერთოდ არ ჯდება ჩემს გემოვნებაში, მეხმარება, რომ გადაჭარბებული მოლოდინები გვერდზე გადავდო, სტანდარტები დაბლა დავწიო და წინასწარი ილუზიები აღარ შევიქმნა".
კრისტინამ ისიც აღიარა, რომ რაც უფრო მეტად იზიდავს ადამიანი, მით უფრო ხშირად ამჩნევს საკუთარ თავს, რომ იტყუება. მან დააზუსტა, რომ დიდ ტყუილებს არ გულისხმობს — ეს უფრო საკუთარი თავის მცირე "რედაქტირებაა", რაც მაშინ ემართება, როცა ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობს. მაგალითად, ყველაფერზე ნაჩქარევად დათანხმება, საკუთარი აზრების შერბილება და პიროვნების უფრო "მოსაწონი" ვერსიის ჩვენება მანამ, სანამ პაემანზე პირველ კერძს მოიტანენ.
ზოგიერთი ახალგაზრდა ამ ახალ ტრენდს კრიტიკულად უყურებს და თვლის, რომ "გასავარჯიშებელი პაემნები" ადამიანის ბოროტად გამოყენებაა.
ფოტო: Center For Mental Health
კლინიკური ფსიქოლოგი და შფოთვის სამკურნალო ცენტრის დამფუძნებელი დებრა კისენი აღნიშნავს, რომ ამ ტრენდს რეალური ფსიქოლოგიური საფუძველი აქვს. ის მიიჩნევს, რომ პაემნებზე სიარული სოციალური უნარია, და როგორც ნებისმიერი უნარი, თავდაჯერებულობაც ხშირად პრაქტიკასთან ერთად მოდის. დებრა კისენის თქმით, თანამედროვე ეპოქას სოციალური იზოლაცია და მარტოობა ახასიათებს. ეს ტრენდი შეიძლება იმდენად პაემნებს არ ეხებოდეს, რამდენადაც Gen Z-ის მცდელობას, დაიბრუნოს სოციალური თავისუფლება და კავშირის განცდა.
თუმცა, მისივე გაფრთხილებით, არსებობს ზღვარი უნარების განვითარებასა და ადამიანების ნივთებად ქცევას შორის და მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის გაუმჯობესების გზაზე სხვები პაიკებად არ გამოიყენონ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები