შეხვედრის მიზანია, გამოსწორდეს გარემოებები, რომლებმაც უვიზოს შეჩერებამდე მიგვიყვანა — მარკუს ლამერტი 11 ივნისის შეხვედრაზე
11 ივნისს ევროკომისიისა და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს შორის დაგეგმილი შეხვედრა ტექნიკური და პროცედურული ხასიათისაა, — ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა Euroscope-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული მოლაპარაკებები სავიზო რეგულაციით გაწერილ სტანდარტულ წესს წარმოადგენს, რომელიც ავტომატურად მაშინ იწყება, როდესაც სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი უკვე ამოქმედებულია.
როგორც ლამერტი აღნიშნავს, ეს პროცედურა მიმდინარე წლის მარტში მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილების პირდაპირი შედეგია, რომლის მიხედვითაც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა 12 თვის ვადით შეუჩერდათ. სპიკერის თქმით, შეხვედრის მთავარი ტექნიკური მიზანია იმ გარემოებების განხილვა და გამოსწორება, რამაც ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა, რაც თავის მხრივ უკავშირდება საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული საკვანძო ვალდებულებების დარღვევას.
"შეხვედრა რომელიც გაიმართება ევროკომისიისა და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს შორის, არის სტანდარტული პროცესის ნაწილი, რომელიც სავიზო რეგულაციით არის გაწერილი. ის იმართება, როცა ამოქმედებულია სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი. ეს არის მარტში მიღებული გადაწყვეტილების შედეგი, რომელიც ითვალისწინებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას საქართველოში დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის, თავდაპირველად 12 თვის პერიოდის განმავლობაში. ამ შეხვედრის მიზანია, გამოსწორდეს გარემოებები, რომლებმაც ამ შეჩერებამდე მიგვიყვანა და შეხვედრაზე ეს საკითხი განიხილება. ეს გარემოებები საქართველოს მხრიდან ვალდებულებების დარღვევაა, რომელიც უვიზო რეჟიმის პირობებში ჰქონდა აღებული, დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების საკვანძო სფეროებში", — განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა მარკუს ლამერტმა.
- რიკარდ იოზვიაკი: 11 ივნისს საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართება
- ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა საბოლოოდ შეაჩერა
შეგახსენებთ, "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკარდ იოზვიაკის განცხადებით, 11 ივნისს ევროკავშირი საქართველოს უვიზო რეჟიმთან იმსჯელებს. მისივე თქმით, "ეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების საკითხზე".
ცნობისთვის, ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი საბოლოოდ მიმდინარე წლის 6 მარტს შეაჩერა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები