რა ეტაპზეა ახალი სტადიონის პროექტი?
2025 წლის ივნისში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "ახალი სტადიონის პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა" და, მისი ვარაუდით, სამშენებლო სამუშაოები სექტემბერში დაიწყებოდა. როგორც "ფლანგვის დეტექტორი" წერს, 2026 წლის ბიუჯეტში ახალი სტადიონის თავი გამქრალია და შესაბამისად, აღარც პროექტისთვის დასახარჯი თანხებია გაწერილი.
ერთი წლის წინ ირაკლი კობახიძის მერ გაკეთებულ განცხადებას განცხადებას წინ უძღოდა ნიდერლანდური კომპანია "სტადიუმ კონსულტანსის" (TSC) დაქირავება, რომელსაც პროექტის დაგეგმვაში, განხორციელებასა და საჭირო კვლევების მომზადებაში უნდა მიეღო მონაწილეობა. TSC-ის წარმომადგენლებს მაშინდელი ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძეც შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, "სტადიუმ კონსულტანსთან" გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 755,000 ევრო იყო.
ახალი სტადიონის მშენებლობის პროექტი მთავრობის განკარგულებით მუნიციპალური განვითარების ფონდს ჩაბარდა. 2025 წლის აგვისტოში ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტებიდან გაირკვა, რომ სტადიონის აშენება აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლუგარის კვლევით ცენტრსა და აეროპორტის გადასახვევს შორის იგეგმება. დოკუმენტების მიხედვით, სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიას უნდა შეესაბამებოდეს.
ამასთან, ობიექტი მხოლოდ საფეხბურთო მატჩებისთვის არ იქნება განკუთვნილი. დაგეგმილია მისი გამოყენება რაგბისა და სხვა მასშტაბური ღონისძიებებისთვისაც.
ტენდერის საწყის ღირებულებად 876 მილიონი ლარი განისაზღვრა. შეთავაზებები სამმა პრეტენდენტმა წარადგინა:
შპს "ანაგი" – 850 მილიონი ლარი;
"მაქრო ქონსთრაქშენი" და შპს "ინშაათჩი 3" —789.4 მილიონი ლარი;
YDA İNŞAAT — 744.9 მილიონი ლარი.
მიუხედავად მიღებული შეთავაზებებისა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი ანულირებულად გამოაცხადა. შპს "ანაგის" გარდა, ორმა პრეტენდენტმა დისკვალიფიკაცია მიიღო სატენდერო დოკუმენტებთან შეუსაბამობის გამო. საბოლოოდ, ფონდმა განმარტა, რომ სატენდერო კომისიამ იმსჯელა და დაადგინა "სატენდერო დოკუმენტის დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების გადახედვის საჭიროება"“.
მიწების ექსპროპრიაცია
სატენდერო პროცედურების გადახედვის პარალელურად, დღის წესრიგში დადგა მშენებლობისთვის საჭირო მიწების მობილიზების საკითხიც. პროექტის არეალში, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, ლუგარის ლაბორატორიის მიმდებარედ მდებარეობს, კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთებიც მოხვდა. ვინაიდან მესაკუთრეებთან ნებაყოფლობითი შეთანხმება ვერ შედგა, სახელმწიფომ სამართლებრივ მექანიზმებს მიმართა.
კერძოდ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანებებით, მუნიციპალური განვითარების ფონდს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის მიწების ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა. ეს პროცესი ორ ეტაპად წარიმართა: პირველად ფონდს ექსპროპრიაციის უფლება 2025 წლის 12 დეკემბრის ბრძანებით გადაეცა, მოგვიანებით კი, სამუშაოების შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, პროცესი 2026 წლის 29 მაისის ბრძანებით გაგრძელდა. ამ ბრძანებით ფონდს ანალოგიური უფლებამოსილება მშენებლობის არეალში მოქცეულ დამატებით კერძო მიწის ნაკვეთებზეც მიენიჭა.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო ტენდერი შეფერხდა, ხელისუფლება პროექტისთვის საჭირო მიწების მომზადებას სამართლებრივ დონეზე აგრძელებს.
2026 წლის ბიუჯეტი
საინტერესოა, რომ 2026 წლის ბიუჯეტის კაპიტალური პროექტების თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, ახალი სტადიონის მშენებლობისთვის მიმდინარე წელს 6.5 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, ხოლო თანხები 2029 წლის ჩათვლით იყო გაწერილი — 2027-2028 წლებში 240-240 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმებოდა, ხოლოდ 2029 წელს 189.5 მილიონი ლარის. ჯამურად ასათვისებელი თანხა 876 მილიონ ლარს შეადგენდა.
თუმცა, კაპიტალური პროექტების საბოლოო ვერსიის დოკუმენტში, ახალი სტადიონის თავი გამქრალია და შესაბამისად, აღარც პროექტისთვის დასახარჯი თანხებია გაწერილი.
სტატია სრულად წაიკითხეთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები