დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას
"საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა, ანუ ამერიკა ამარცხებს მას", — ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან მოურავმა გადაცემა "სტუდია N8-ში" საუბრისას განაცხადა.
მისი განცხადებით, რუსეთი დასავლეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ყველა მიმართულებით არის შევიწროებული და დამარცხებული, საქართველო კი რეალურად ამერიკული გავლენის ქვეყანაა, რაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დაგეგმვისას აუცილებლად გასათვალისწინებელია. თარხან-მოურავმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-მა რუსეთს პოზიციები ბევრ რეგიონში, მათ შორის მეზობელ სომხეთშიც შეუსუსტა, სადაც მოსახლეობა და ბიზნესი სრულად რუსეთზეა დამოკიდებული.
"არსებობს კავშირი რუსეთი-ბელორუსი-ყაზახეთი-სომხეთი. ამ კავშირს აქვს ფულადი ბრუნვა და ამ მთელი ფულადი ბრუნვის 0.18% საჩუქრად მიდის სომხეთთან. ეს უზარმაზარი თანხაა, დღესაც სომხეთი ამ ფულით ცხოვრობს. სომეხი ბიზნესმენების 90%-ის ბიზნესი რუსეთს უკავშირდება. დღეში 5, 6, 7 რეისია ყოველდღე თვითმფრინავის მარტო ერევანი-მოსკოვი, აი, რომ დააკვირდეთ, როგორი ინტენსივობაა.
სომხები მთლიანად რუსეთზე არიან დამოკიდებული თავისი ბიზნესითაც და ყველაფრით. და აი, ამ პირობებში ბუნებრივია, რომ პრორუსული განწყობები აბსოლუტური უმრავლესობაა სომხეთში და ამ დროს ეს განწყობები მარცხდება და პროამერიკული ფაშინიანი იმარჯვებს, ვითომ იმარჯვებს. რაზე მეტყველებს ეს? იმაზე, რომ ამერიკა ართმევს რუსეთს სომხეთს, აი, ამაზე. იმაზე, რომ რუსეთი ამერიკამ და დასავლეთმა ყველა მხრიდან შეავიწროვა. გინდა ირანი, სადაც გავლენა აქვს დიდი რუსეთს, ირანი დამარცხებულია... გინდა სომხეთი, რომელსაც ახლა ართმევს.
ამიტომ ვამბობ, საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, გავიგოთ ეს ჩვენ, რომ რუსეთი დამარცხდა, ანუ ამერიკა ამარცხებს მას. დაამარცხა ვენესუელაში, ლიბიაში, სირიაში, ირანში, სომხეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში და გამოჩნდა კვლავ, რომ ამერიკა არის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოში. ეკონომიკის ერთი მესამედი მსოფლიოსი ამერიკაა, ამერიკას და ევროპას ეკონომიკის 56% მაინც ეკუთვნის მთელი მსოფლიოსი და ამერიკას მარტო ძალუძს, აი, ამდენი რამ გააკეთოს.
ეს უნდა დავინახოთ ჩვენ და რატომაა მნიშვნელოვანი ეს ანალიზი: რომ ჩვენი მომავალი, საქართველოდი... გონივრულობა უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან, ჩვენი ურთიერთობა ამერიკასთან, ევროპასთან, თურქეთთან, ირანთან თუ ჩინეთთან, უნდა ავაგოთ ამის გათვალისწინებით, რომ ჩვენ არ დავმარცხდეთ. რომ ჩვენი ინტერესი დავიცვათ ყველგან. ამიტომ, აი, ასეთი ლანძღვა-გინება, ჭიდაობა და ფურთხება ამერიკის, არაფერს არ იძლევა, ეს კატასტროფამდე მიგვიყვანს ჩვენ. ეს უნდა გავაანალიზოთ", — განახხადა თარხან-მოურავმა.
პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა გადაცემაში ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში დასავლური პარტნიორების გავლენა და ფინანსური თუ ინსტიტუციური მხარდაჭერა აშკარაა და ამ რეალობის უარყოფა თავის მოტყუება იქნებოდა.
"ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ კიდევ ერთხელ, რომ საქართველო ამერიკული ქვეყანაა სინამდვილეში. საუბარი იმაზე, რომ არ არის ამერიკული ქვეყანა — თავის მოტყუებაა. ყველა სახელმწიფო უწყებაში ზის ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი, აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უწყებაში. ამერიკა დღესაც ეხმარება საქართველოს, არა მარტო ამერიკა — ამერიკაც, ევროპაც, ფულითაც, უამრავი სხვა ბერკეტებით", — თქვა დავით თარხან-მოურავმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები