ტოიოტა ცენტრი თეგეტამ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
ფოტო: თეგეტა
ტოიოტა ცენტრი თეგეტამ საერთაშორისო მასშტაბით კიდევ ერთი აღიარება დაიმსახურა — ზედიზედ მეორედ კომპანია Toyota Ichiban-ის ჯილდოს მფლობელი გახდა. პორტუგალიის ალგარვის რეგიონში გამართულ Toyota-ს ყოველწლიურ ცერემონიაზე ქართული კომპანია ევროპის საუკეთესო დილერებს შორის დაასახელეს. ტოიოტა ცენტრი თეგეტა 2 200-ზე მეტ ევროპულ სადილეროს შორის გამოარჩიეს და 34 ქვეყნის 47 საუკეთესო დილერთან ერთად დაჯილდოვდა.
იოშიჰირო ნაკატა, Toyota Motor Europe-ის პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი: “Ichiban-ის გამარჯვებულები ყოველდღიურად აჩვენებენ, რას ნიშნავს მომხმარებლის ნდობის დამსახურება. ისინი არ შემოიფარგლებიან მოლოდინების დაკმაყოფილებით — უსწრებენ ამ მოლოდინებს, თავად აყალიბებენ მათ და მთელი ჩვენი ქსელისთვის უფრო მაღალ სტანდარტს აწესებენ. სწორედ მათი უნარი, მოერგონ ცვლილებებს, ითანამშრომლონ და განუწყვეტლივ ისწრაფონ გაუმჯობესებისკენ, განსაზღვრავს Toyota-ს მომავალს ევროპაში“.
ფოტო: თეგეტა
იჩიბანი იაპონური სიტყვაა და ქართულად ნომერ პირველს ნიშნავს. ეს ჯილდო ენიჭებათ მხოლოდ იმ დილერებს, რომლებიც მომხმარებელს უფრო მეტს სთავაზობენ, ვიდრე უბრალოდ სერვისია. წლევანდელი ღონისძიება ერთგვარი პლატფორმა გახდა გამოცდილების გაზიარების, პარტნიორობის განმტკიცებისა და ინდუსტრიის მომავლის ერთობლივად განსაზღვრისთვის.
მარიამ მელიაშვილი, ტოიოტა ცენტრი თეგეტას გენერალური დირექტორი: “იჩიბანის ჯილდოს ზედიზედ მეორედ მოპოვება ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. ეს აღიარება ადასტურებს ჩვენი გუნდის ერთგულებას, პროფესიონალიზმსა და იმ მაღალი სტანდარტის დაცვას, რომელსაც Toyota მსოფლიოს მასშტაბით აწესებს. განსაკუთრებით საამაყოა, რომ რეგიონში მოქმედ დილერებს შორის სწორედ საქართველოდან ტოიოტა ცენტრი თეგეტამ შეძლო ამ პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება. ეს არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული გუნდის შესაძლებლობებს საერთაშორისო დონეზე. მადლობას ვუხდი თითოეულ თანამშრომელს, რომელთა ყოველდღიური შრომაც ამ წარმატების საფუძველია, ჩვენს მომხმარებლებს კი — ნდობისა და ერთგულებისთვის“.
ტოიოტა ცენტრი თეგეტა ერთადერთი ქართული კომპანიაა გამარჯვებულთა შორის, რომელიც, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის წამყვან დილერებთან ერთად, საქართველოს წარმოადგენდა ცერემონიაზე. ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მომხმარებლის კმაყოფილების მაღალი მაჩვენებლები, მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება და თანამშრომელთა აქტიური ჩართულობა კომპანიის გუნდის ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.
Toyota Ichiban-ის ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა ევროპის საუკეთესო დილერებს, რომლებიც მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი მაჩვენებლებით, მომსახურების უწყვეტი გაუმჯობესებითა და თანამშრომელთა აქტიური ჩართულობით გამოირჩევიან. ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის ზედიზედ მეორედ მოპოვებული ჯილდო არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ რეგიონულ ბაზარზე ლიდერობის კიდევ ერთ დასტურია და ცხადყოფს, რომ ხარისხი, ინოვაცია და მომხმარებელზე ზრუნვა ბრენდის ძირითად ღირებულებებად რჩება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები