SpaceX-ის წყალობით ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ტრილიონერი ხდება
ფოტო: Washington Post
ილონ მასკის რაკეტების, თანამგზავრული ინტერნეტისა და ხელოვნური ინტელექტის კომპანიამ, SpaceX-მა, აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) ფასი გამოაცხადა, რაც თითო აქციაზე $135-ს შეადგენს. ეს ნაბიჯი ისტორიაში უმსხვილეს, $75 მილიარდად შეფასებულ IPO-ს უხსნის გზას.
Bloomberg-ისა და Forbes-ის რეიტინგების მიხედვით, მასკი აქამდეც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი იყო. გარდა ამისა, თუ კომპანია Tesla-ში გარკვეულ მიზნებს მიაღწევს, მას ტრილიონდოლარიანი პაკეტის მიღებაც შეუძლია. თუმცა, მანამდე, ტრილიონერის სტატუსის მისაღწევად მასკს SpaceX-ის IPO დაეხმარება.
SpaceX-ის მიერ გასაჯაროებული მონაცემებით, მასკი კომპანიის აქციების დაახლოებით ნახევარს ფლობს. მათ შორისაა ის აქციებიც, რომლების ღირებულებაც შეიძლება შორეულ მომავალში სხვადასხვა მიღწევისთვის გამოიმუშაოს (როგორიცაა კოსმოსში მონაცემთა ცენტრების გაშვება და მარსზე ადამიანთა დასახლების შექმნა). ახალი IPO-ს ფასის მიხედვით, მასკის ეს აქციები SpaceX-ში დაახლოებით $867 მილიარდადაა შეფასებული.
ილონის კუთვნილ Tesla-ს წილთან ერთად, მასკის აქციების ღირებულება ამ ორ კომპანიაში ჯამურად $1.1 ტრილიონზე მეტს შეადგენს.
მასკის ქონება ამ ყველაფრის გათვალისწინებით მსოფლიოს მომდევნო 3 უმდიდრესი ადამიანის ერთად აღებულ ქონებას გაუტოლდება:
ფოტო: Reuters
თუმცა, მისი ტრილიონერობის სტატუსს განმარტება სჭირდება: SpaceX-მა მასკს კომპანიის აქციების მსხვილი პაკეტები გადასცა, რომლებიდანაც ბიზნესმენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს თანხას, თუ ის კომპანიის ღირებულებას გრანდიოზულად გაზრდის და თუ SpaceX მიაღწევს მასკის მიზანს — მარსზე დასახლებულ ადამიანთა კოლონიის შექმნას. ამ აქციების გარეშე, მასკს ჯერჯერობით ცოტა აკლია ტრილიონერის სტატუსამდე.
ამის მიუხედავად, Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, Tesla-სა და SpaceX-ში მასკის აქციების ღირებულება 10-ჯერ აღემატება Microsoft-ის თანადამფუძნებლის, ბილ გეითსის ქონებას.
$1 ტრილიონად შეფასებული ქონებით, ილონ მასკის სიმდიდრე ათობით ქვეყნის წლიურ მთლიან შიდა პროდუქტს გადააჭარბებს. ეს ქვეყნებია: საბერძნეთი, შვედეთი, არგენტინა, ნორვეგია, ირანი, საქართველო, პორტუგალია და ა. შ. (იხილეთ რუკაზე).
ფოტო: Reuters
SpaceX-ის აქციების ყიდვა-გაყიდვა პარასკევს დაიწყება. თუ SpaceX-ის აქციის ფასი პარასკევს $140-მდე გაიზრდება, მასკი მხოლოდ ამ აქციების ღირებულებითაც ტრილიონერი გახდება, იმ აქციების გამოკლებითაც კი, რომლებიც მარსისა და კოსმოსურ მონაცემთა ცენტრების პროექტებზეა დამოკიდებული.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები