ანდრეი სიბიჰა: კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმით პუტინმა თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ისტორიის ყველაზე საშინელი ბარბაროსების სიაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსეთის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, ლავრაზე თავდასხმით "პუტინმა თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ისტორიის ყველაზე საშინელი ბარბაროსების სიაში". უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქმე რუს ტერორისტებთან აქვთ, რომლებმაც კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებით ISIS-საც კი გადაასწრეს. მინისტრმა განმარტა ისიც, რომ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და დედაქალაქებისგან მკაცრ რეაქციას ელოდებიან.
"ქრისტიანობის ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდეზე, კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმით, პუტინმა თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ისტორიის ყველაზე საშინელი ბარბაროსების სიაში.
ის საუკუნეების განმავლობაში უნდა შეჩვენონ. ის წააგებს ამ ომს.
XIII საუკუნის (მონღოლთა) ურდოდან მოყოლებული, გასული საუკუნის ნაცისტების ჩათვლით, კიევის წმინდა მონასტრებს არაერთი ბარბაროსული თავდასხმა გადაუტანიათ.
ახლა კი საქმე გვაქვს რუს ტერორისტებთან, რომლებმაც კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებით უკვე გადაასწრეს ISIS-საც კი. მხოლოდ რუს ნაძირლებს, რომლებისთვისაც წმინდა არაფერია, შეეძლოთ განზრახ დაეზიანებინათ კიევ-პეჩერის ლავრა — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლი, რომელიც სპეციალური დაცვის ქვეშაა.
ჩვენ სასწრაფოდ დავიწყებთ ყველა შესაბამის პროცედურას იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში და მოვითხოვთ დაუყოვნებელ და ადეკვატურ რეაგირებას ამ სახელმწიფოებრივ ბარბაროსობაზე.
ველოდებით მკაცრ რეაქციას საერთაშორისო ინსტიტუტებისა და დედაქალაქებისგან. არავითარი ბუნდოვანი სიტყვები, დუმილი ან სუსტი ნაბიჯები. ჩვენ გვჭირდება მოქმედება ახლავე, რათა შევაჩეროთ რუსული ბარბაროსობა", — დაწერა სიბიჰამ.
შეგახსენებთ, 15 ივნისის ღამეს რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, უკრაინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და კულტურული ძეგლი, კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული მიძინების ტაძარი დაზიანდა.
ოფიციალური პირების განცხადებით, რუსული თავდასხმის შედეგად კიევში რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიც დაზიანდა. დედაქალაქში სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი და ორი ბავშვი (5 და 6 წლის). ეს თავდასხმა რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში ამ ძეგლზე განხორციელებული მეორე დარტყმაა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები