ჰუმანიტარული კატასტროფა ავღანეთში — მშობლები შვილებს გადასარჩენად ყიდიან
ფოტო: Imogen Anderson/BBC
გაეროს მონაცემებით, დღეს ავღანეთში ყოველი ოთხი ადამიანიდან სამს ელემენტარული პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებაც კი არ შეუძლია. უმუშევრობა გაიზარდა, ჯანდაცვის სისტემა მოშლილია, ჰუმანიტარული დახმარება კი, რომელიც ოდესღაც მილიონობით ადამიანს ეხმარებოდა, წინანდელთან შედარებით მინიმუმამდე შემცირდა.
სამუშაოს მოლოდინში მოედანზე შეკრებილი ავღანელი კაცები, ღურის პროვინცია.
ფოტო: Imogen Anderson/BBC
ბოლო პერიოდში ქვეყანაში შიმშილის დონემ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დაახლოებით 4.7 მილიონი ადამიანი — ავღანეთის მოსახლეობის მეათედზე მეტი — შიმშილის ზღვარზეა.
"დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემს შვილებს ორი დღეა არაფერი უჭამიათ. ვიგრძენი, რომ თავი უნდა მომეკლა. მაგრამ მერე ვიფიქრე, ამით ჩემს ოჯახს რაში დავეხმარები-მეთქი? ასე რომ, აქ ვარ და სამუშაოს ვეძებ", — ამბობს ავღანეთის ერთ-ერთი მოქალაქე.
"ვშიმშილობთ. ჩემი უფროსი შვილები გარდაიცვალნენ, ამიტომ უნდა ვიმუშაო, რომ ოჯახი გამოვკვებო. მაგრამ მოხუცი ვარ და ჩემი დასაქმება არავის უნდა", — ამბობს აჰმადი BBC-სთან ინტერვიუში.
აბდულ რაშიდ აზიმი თავის ტყუპ გოგოებთან და ბიჭთან ერთად.
ფოტო: Imogen Anderson/BBC
"მზად ვარ, ჩემი ქალიშვილები გავყიდო. ღარიბი ვარ, ვალებში ჩაფლული და უმწეო. სამუშაოდან სახლში მშიერი, მწყურვალი და გონებააბნეული ვბრუნდები. ჩემი შვილები მორბიან და მეუბნებიან, რომ პური მოგვეციო. მაგრამ მე რა უნდა მივცე? სად არის სამუშაო? ერთი შვილიც რომ გავყიდო, დანარჩენ შვილებს სულ მცირე ოთხი წელი მაინც გამოვკვებავ" — ამბობს აბდულ რაშიდ აზიმი BBC-სთან ინტერვიუში თავის 7 წლის ტყუპებზე.
ბიჭი შვილების ნაცვლად გოგოების გაყიდვის გადაწყვეტილება იმითაა განპირობებული, რომ კულტურულად ბიჭები მომავალ ოჯახის მარჩენლებად ითვლებიან. ავღანეთში, თალიბანის მიერ ქალებისა და გოგოებისთვის განათლებისა და მუშაობის აკრძალვის ფონზე, ეს ტენდენცია კიდევ უფრო აშკარა გახდა.
საიდ აჰმადი ინტერვიუში ამბობს, რომ მას უკვე მოუწია თავისი 5 წლის გოგოს, შაიკას გაყიდვა მას შემდეგ, რაც ბავშვს აპენდიციტი და ღვიძლზე კისტა აღმოაჩნდა.
საიდ აჰმადი და მისი 5 წლის შვილი.
ფოტო: Imogen Anderson/BBC
"სამედიცინო ხარჯების გადასახდელად ფული არ მქონდა, ამიტომ ჩემი გოგო ნათესავს მივყიდე. ფული რომ მქონოდა, ამ გადაწყვეტილებას არასდროს მივიღებდი. მაგრამ მერე ვიფიქრე, რა მოხდება, თუ ოპერაციის გარეშე მოკვდება-მეთქი? ბავშვის ასეთ ადრეულ ასაკში გაშვებას უდიდესი შფოთვა ახლავს. არასრულწლოვანთა ქორწინებას თავისი პრობლემები აქვს, თუმცა, რადგან მკურნალობის საფასურს ვერ ვიხდიდი, ვფიქრობდი, რომ ჩემი გოგო ცოცხალი მაინც გადარჩებოდა", — ამბობს ის.
სულ რაღაც ორი წლის წინ საიდი გარკვეულ დახმარებას იღებდა. მაშინ ის და მისი ოჯახი — მილიონობით სხვა ავღანელის მსგავსად — იღებდნენ სასურსათო დახმარებას: ფქვილს, ზეთს, ოსპსა და ბავშვთა კვების დანამატებს. თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჰუმანიტარული დახმარების მასშტაბურმა შემცირებამ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა წაართვა.
45 წლის ჯუმა ხანი, რომელმაც ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში მხოლოდ სამი დღით იპოვა სამუშაო. მას დღეში 150-დან 200 ავღანამდე ($2.35-$3.13) უხდიდნენ.
ფოტო: Imogen Anderson/BBC
აშშ-მა და ბევრმა სხვა უმსხვილესმა დონორმა გასულ წელს ქვეყნისთვის განკუთვნილი თითქმის მთელი დახმარება შეაჩერა. გაეროს მიმდინარე მონაცემების მიხედვით, წელს მიღებული დახმარება 2025 წელთან შედარებით 70%-ით ნაკლებია. ქალთა მიმართ დაწესებული შეზღუდვები და თალიბანის ძალადობრივი პოლიტიკა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც დონორებმა ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუწყვიტეს. პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს ძლიერი გვალვა, რომელმაც ქვეყნის პროვინციების ნახევარზე მეტი დააზარალა.
თალიბანის მთავრობა, რომელმაც ძალაუფლება 2021 წელს ხელში ჩაიგდო, ბრალდებებს უარყოფს და პასუხისმგებლობას ავღანეთის წინა ადმინისტრაციას აკისრებს.
"ოცწლიანი ოკუპაციის დროს, აშშ დოლარის შემოდინების გამო ეკონომიკური მდგომარეობა ხელოვნურად გაუმჯობესდა. ოკუპაციის დასრულების შემდეგ კი სიღარიბე, გაჭირვება, უმუშევრობა და სხვა პრობლემები მემკვიდრეობით მივიღეთ", — განუცხადა BBC-ს თალიბანის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, ჰამდულა ფიტრატმა.
ადგილობრივი უხუცესი ამბობს, რომ ბავშვთა სიკვდილიანობა, ძირითადად არასათანადო კვების (შიმშილის) გამო, ბოლო ორი წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა. ავღანეთში სიკვდილიანობის ოფიციალური რეგისტრაციის ბაზა არ არსებობს. სასაფლაო ერთადერთი ადგილია, სადაც ბავშვთა სიკვდილიანობის ზრდის მტკიცებულება შეიძლება იპოვო. სწორედ ამიტომ BBC-მ ცალ-ცალკე დათვალა პატარა და დიდი ადამიანების საფლავები. პატარა საფლავები დაახლოებით ორჯერ მეტი აღმოჩნდა, ვიდრე დიდი — რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ბავშვები ორჯერ უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე ზრდასრულები.
საავადმყოფოებში ახალშობილთა განყოფილება ყველაზე გადატვირთულია. ყველა საწოლი დაკავებულია, ზოგიერთში ორი ჩვილიც კი წევს. მათი უმეტესობა დღენაკლული და წონაში საგრძნობლად დაკლებულია, უმრავლესობა კი დამოუკიდებლად სუნთქვასაც კი ძლივს ახერხებს.
ფოტო: Imogen Anderson/BBC
ავღანეთის სახელმწიფო საავადმყოფოებში მედიკამენტების მწვავე დეფიციტის გამო, კლინიკებს პაციენტებისთვის ელემენტარული წამლებიც კი არ გააჩნიათ, რის გამოც ოჯახებს მათი ყიდვა საკუთარი სახსრებით, გარე აფთიაქებში უწევთ.
გარდა ამისა, სამედიცინო დაწესებულებებს არ აქვთ საჭირო აპარატურა მძიმე, თუმცა განკურნებადი დაავადებების სრულფასოვანი დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. რესურსებისა და აღჭურვილობის ამგვარი არარსებობის ფონზე, ახალშობილთა სიკვდილიანობა საგანგაშო ნიშნულს აღწევს — არის დღეები, როდესაც კლინიკაში სამამდე ჩვილიც კი იღუპება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები