ლევან ავალიშვილი: საქართველოში პრორუსული ნარატივების გამავრცელებელმა ქსელებმა სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერა მიიღეს
ჟურნალისტ გიორგი ცხვიტავას იუთუბ-ინტერვიუების ახალი ეპიზოდის სტუმარმა — ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანადამფუძნებელმა, ლევან ავალიშვილმა პოდკასტში კრემლის საინფორმაციო ოპერაციების ევოლუციასა და იმ ნარატივებზე ისაუბრა, რომლებიც, მისი თქმით, დღეს ქართულ პოლიტიკურ და მედიასივრცეშიც აქტიურად გამოიყენება.
როგორც თავად განაცხადა, IDFI-მ ჯერ კიდევ 2014-2015 წლებში ჩატარებული კვლევების ფარგლებში გამოავლინა საქართველოში პრორუსული ნარატივების გამავრცელებელი ქსელის ფორმირების ნიშნები, რომელიც სხვადასხვა ვებგვერდის, ორგანიზაციისა და ექსპერტული პლატფორმის საშუალებით მუშაობდა.
"ჩვენ უკვე მაშინ შემოვუკარით, ასე ვთქვათ, ზარი და დავინახეთ, რომ ეს პროცესი რაღაცნაირად შეუქცევად ხასიათს იღებდა... დღესდღეობით ჩვენ ვხედავთ, რომ მათ არა მხოლოდ ფრთები შეისხეს, არამედ სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერა მიიღეს," — განაცხადა ავალიშვილმა.
მისი შეფასებით, თანამედროვე პროპაგანდა გაცილებით უფრო კომპლექსურ მექანიზმებზეა დაფუძნებული, ვიდრე ეს წარსულში იყო, ხოლო პროცესში მის გავრცელებას სოციალური ქსელები მნიშვნელოვნად აჩქარებს.
საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში "ომის თემის" გამოყენებასაც შეეხო. ავალიშვილის შეფასებით, საზოგადოების ისტორიული ტრავმები ამ მიმართულებით განსაკუთრებით მოწყვლად ნიადაგს ქმნის, რის გამოც მსგავსი გზავნილები ძლიერ ემოციურ ეფექტს იწვევს. მისი აზრით, წლების გასვლის შემდეგ, საზოგადოებამ თავად უნდა შეაფასოს, რამდენად გამართლდა ადრე გავრცელებული პროგნოზები.
"გავიდა ეს წლები და სად მოხდა ის, რასაც ჩვენთან ამ უზარმაზარი ბანერებით აჯერებდნენ მოსახლეობას, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას, საქართველო ომში უნდა ჩაერთოს?," — თქვა მან.
ევროკავშირთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიებზე საუბრისას ავალიშვილმა განაცხადა, რომ, ბოლო პერიოდში ახალი ნარატივებიც გაჩნდა, რომლებიც ევროპასთან ურთიერთობას უსაფრთხოების საკითხებს უკავშირებს.
"ვიზალიბერალიზაციის შეჩერება უდრის ომში არ ჩართვას. დაახლოებით, აი, ასეთი ფორმულირება შემოიტანეს. ანუ ან ომში უნდა ჩავერთოთ ან ვიზალიბერალიზაცია უნდა გვქონდეს, უვიზო მიმოსვლა ევროპასთან. ეს აბსოლუტური პროპაგანდაა," — აღნიშნა ექსპერტმა.
მისი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ეტაპი 2024 წელს "რუსული კანონის" მიღება იყო, რასაც ის ქვეყნის პოლიტიკური კურსის ცვლილების ინდიკატორად აფასებს.
საუბრის დასასრულს პოდკასტის სტუმარმა აღნიშნა, რომ საინფორმაციო ზეწოლის პირობებში მთავარ მნიშვნელობას საზოგადოების მედეგობა და კრიტიკული აზროვნება იძენს. მისი თქმით, წინააღმდეგობა შესაძლებელია როგორც კვლევებითა და მედიით, ისე ყოველდღიურ საინფორმაციო სივრცეში აქტიური ჩართულობით.
სრული ინტერვიუ ნახეთ აქ:
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები