ეს ქრისტიანული კულტურის წინააღმდეგ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულია — ზელენსკი კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმას ეხმიანება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ გასულ ღამეს განხორციელებულ მასშტაბურ საჰაერო იერიშს ეხმაურება, რომლის სამიზნეც უკრაინის არაერთი რეგიონი, მათ შორის დედაქალაქი გახდა. პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კიევ-პეჩერის ლავრაზე მიტანილ იერიშზე, რომელიც მისი შეფასებით, ისტორიული და რელიგიური ძეგლის წინააღმდეგ მიმართული მძიმე დანაშაულია. მან ასევე ისაუბრა ხარკოვში დაფიქსირებულ რუსეთის "ტაქტიკაზე", როდესაც ოკუპანტები მაშველებზე განმეორებით დარტყმებს ახორციელებენ.
პრეზიდენტის თქმით, თავდასხმები განხორციელდა კიევის, დნიპროს, დონეცკის, ზაპოროჟიეს, სუმისა და მიკოლაევის ოლქებში. ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის აგრესია კიდევ ერთხელ ადასტურებს ომის გაგრძელების განზრახვას, რაზეც "დიდი შვიდეულის" (G7) ლიდერებმა, რომლებიც სამიტისთვის იკრიბებიან, ადეკვატური და გადამწყვეტი რეაგირება უნდა მოახდინონ.
- რუსეთმა კიევ-პეჩერის ლავრა დაბომბა — დაიღუპა 4 ადამიანი, 30 დაშავდა
- ანდრეი სიბიჰა: კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმით პუტინმა თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ისტორიის ყველაზე საშინელი ბარბაროსების სიაში
"რუსული დარტყმების შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება როგორც კიევში, ისე ხარკოვში. გასულ ღამეს რუსებმა მხოლოდ დედაქალაქის მიმართულებით 60-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. ჯამში, უკრაინის წინააღმდეგ 70 რაკეტა და 611 დრონი გამოიყენეს. ამ დროის მონაცემებით, დედაქალაქში 28 ადამიანია დაღუპული. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. კიევ-პეჩერის ლავრაზე განხორციელებულმა რუსულმა დარტყმამ ხანძარი გაუჩინა მიძინების ტაძარს, ეკლესიას, რომლის ისტორიაც XI საუკუნიდან იწყება. ეს არის ქრისტიანული კულტურის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დღემდე ჩადენილი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა ტაძრის სახურავზე ხანძარი უკვე ჩააქრო. ხარკოვში რუსებმა განმეორებითი დარტყმა მიაყენეს ჩვენს მაშველებს, რომლებიც ინდუსტრიულ ობიექტზე წინა დარტყმის შედეგად გაჩენილ ხანძარს აქრობდნენ. სამწუხაროდ, ამ დროისთვის დადასტურებულია ხუთი ადამიანის დაღუპვა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. დაშავებულია ცხრა ადამიანი. დნიპროში რუსეთმა რკინიგზის სადგურის ტერიტორიას, კოლეჯსა და რამდენიმე საწარმოს დაარტყა .
თავდასხმის სამიზნე გახდა სხვა ქალაქები და დასახლებებიც. დარტყმის ქვეშ მოჰყვა კიევის, დნიპროს, დონეცკის, ზაპოროჟიეს, სუმისა და მიკოლაევის ოლქები. აი, ასე უჩვენებს რუსეთი მსოფლიოს თავის განზრახვას, გააგრძელოს ომი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამაზე პასუხი გასცენ "დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნებმა, რომლებიც ახლა სამიტზე იკრიბებიან — და ეს პასუხი იყოს გადამწყვეტი და არსებითი: მეტი ზეწოლა აგრესორზე და მეტი მხარდაჭერა უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის, განსაკუთრებით ანტიბალისტიკური შესაძლებლობების კუთხით. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება სიცოცხლის დაცვაში", — დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 15 ივნისის ღამეს რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, უკრაინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და კულტურული ძეგლი, კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული მიძინების ტაძარი დაზიანდა.
ოფიციალური პირების განცხადებით, რუსული თავდასხმის შედეგად კიევში რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიც დაზიანდა. დედაქალაქში სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი და ორი ბავშვი (5 და 6 წლის). ეს თავდასხმა რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში ამ ძეგლზე განხორციელებული მეორე დარტყმაა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები