"მივედი მე თვითონ ამ ბავშვთან და როგორ ხარ-თქო და კარგადო, გამიღიმა" — ლიზა ბაგრატიონი 10 წლის ბავშვის ოჯახს ბოდიშს უხდის
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო "პირველი არხის" ეთერში სიმღერის დროს 10 წლის ბავშვის წაქცევის ფაქტთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს, სადაც სამეურვეო საბჭოს წევრები და შუადღის ეთერის თანამშრომლები არიან შეკრებილი და დეტალურად იხსენებენ "სიმღერის აკადემიის" მუსიკალური ნომრის ჩაწერის ეპიზოდს.
საზმაუს თანამშრომლები და გადაცემის წამყვანი ლიზა ბაგრატიონი მომხდარის გამო ბოდიშს უხდიან 10 წლის ბავშვს და მის ოჯახს. ლიზა ბაგრატიონი ამბობს, რომ სანამ ბავშვის დაცემის კადრი არ ნახეს, "ძალიან მარტივად გაიარეს".
"მინდა გულწრფელად ბოდიში მოვუხადო არა მხოლოდ იმ საოცარ გოგონას თავისი ოჯახით, არამედ ყველა იმ ბავშვს და მათ ოჯახებს, ვინც იქ იდგა, იმიტომ, რომ ჩვენ დიდებმა მოვახერხეთ და მათ საოცარი სტრესი მივაყენეთ ამ დღეების განმავლობაში. ასევე ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა ჩემს თანამშრომელს, ყველა ჩემს კოლეგას, ჩემს საყვარელ არხს და ყველას, ვინც იყო იქ თუ არ იყო იქ, იმიტომ, რომ "პირველი არხს" ამ დღეების განმავლობაში ძალიან სერიოზული დარტყმა მიანიჭა ამ ფაქტმა და, რა თქმა უნდა, თითოეულ ადამიანს, ვინც ეს გულთან მიიტანა, ვინც წარმოიდგინა თავისი თავი, თავისი შვილი და საერთოდ, რაღაცა ეჭვი შეეპარა ადამიანის ჰუმანურობაზე, ყველას გულწრფელი ბოდიში მოვუხადო. ეს არის ერთადერთი, რაც მე შემიძლია ვთქვა", — განაცხადა ლიზა ბაგრატიონმა.
ამის შემდეგ ლიზა ბაგრატიონს კითხვით მიმართა სამეურვეო საბჭოს წევრმა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ. მისი თქმით, ერთ-ერთი მშობლის მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერის ბოლოს, როგორც მშობლები ამბობენ, ლიზა ბაგრატიონი ამბობს, რომ "აქ ბავშვი წაიქცა" და სთხოვ განმარტოს ვისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ სიმღერის დროს ბავშვი წაიქცა.
"შენი ხმა ისმის კადრის ბოლოს, აი ამ ჩანაწერში. შენ კითხვას სვამ, რომ აქო ბავშვი დავარდაო? რა იყო ეს, რა რა ეპიზოდი იყო", — ჰკითხა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ.
ლიზა ბაგრატიონის თქმით, ბავშვის დავარდნის შესახებ მისთვის არავის არაფერი უთქვამს.
რუსუდან მანჯგალაძემ დაამატა, რომ ჩანაწერის დასრულების შემდეგ იკითხა ლიზა ბაგრატიონმა — რა მოხდა? — "ბავშვები თვითონ შემოეხვევიან ამ ბავშვს და რა მოხდა, კითხულობს [ლიზა ბაგრატიონი], რა ხდებაო?", — თქვა რუსუდან მანჯგალაძემ. მისივე თქმით, ეს შესაძლოა მშობლის ხმა იყოს.
"მე ჩემ ვერსიას ვიტყვი, ძაან სამწუხარო იქნება, თუ არ იქნება ეს დასაჯერებელი. და მერე მივედი მე თვითონ ამ ბავშვთან და როგორ ხარ-თქო და კარგადო, გამიღიმა. ადგა ჩვეულებრივად, იყო ეს ბავშვები ჟივილ-ხივილი, როგორც ხდება ხოლმე და მერე რაღაცნაირად ეს, ანუ, სანამ ეს კადრი არ ვნახეთ [დაცემის] ჩვენ თვითონ, რაღაცნაირად ისე ძაან მარტივად გავიარეთ, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს გამოცდილებები "რანინასი", ამისი, იმისი. ეს ბავშვები, ეს, სხვათა შორის, გუშინაც ამ ქუთაისში შეშინებულებს, სამი ბავშვი გაგვიხდა სცენაზე ცუდად", — თქვა ლიზა ბაგრატიონმა.
- არ მჯერა, რომ აქ ჯალათები მუშაობენ, რომლებისთვისაც მთავარი ეთერის დამთავრებაა — რუსუდან მანჯგალაძე საზმაუს ეთერში მომხდარზ
- ქვეყანაში ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს ბავშვებთან დაკავშირებით — ელენე ჯაფარიძე საზმაუს ეთერში მომხდარზე
- საჩივრით მივმართე დირექტორს, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს — ლაშა ტუღუში პირველი არხის ეთერში სიმღერისას ბავშვის წაქცევაზე
- "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
- პირველი არხი: "არასრულწლოვანის გულისწასვლა პავილიონში მყოფმა პირველი არხის თანამშრომლებმა ვერ დააფიქსირეს"
- ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები