Amnesty International მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ავტორიტარული პრაქტიკის დასასრულებლად
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა საქართველოს შესახებ ახალი საგანგაშო ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისს ასახავს. ორგანიზაციის დასკვნით, საქართველო ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო სივრცის ყველაზე სერიოზული ეროზიის წინაშე დგას, რადგან მმართველი პარტია, მზარდი საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ავტორიტარულ პრაქტიკას მიმართავს.
ანგარიში დეტალურად მიმოიხილავს ბოლო პერიოდის მოვლენებს და ხაზს უსვამს საზოგადოების უპრეცედენტო წინააღმდეგობას. დოკუმენტის თანახმად, ორი წლის წინ ქვეყანაში დაწყებული უწყვეტი საპროტესტო მოძრაობიდან მოყოლებული, ათასობით ადამიანი თვითნებურად დააკავეს და დააჯარიმეს, ასობით დაექვემდებარა წამებასა და სხვაგვარ არასათანადო მოპყრობას, ხოლო 150-ზე მეტი პირი დააპატიმრეს უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული პროცესების შედეგად. თუმცა, Amnesty International-ის შეფასებით, რეპრესიული ზომების მიუხედავად, მოქალაქეები უკან არ იხევენ: მიუხედავად ამისა, 500-ზე მეტი დღის განმავლობაში, მომიტინგეები მთელ საქართველოში კვლავ ბრუნდებიან ქუჩებში და უარს ამბობენ უფლებების, ღირსებისა და უკეთესი მომავლის შესახებ თავიანთი მოთხოვნების დათმობაზე.
უფლებადამცველები მიუთითებენ, რომ ქვეყანაში მოქმედებს კარგად ორგანიზებული მექანიზმი, რომელიც მიზანმიმართულად ებრძვის თავისუფალ აზრს. ანგარიში — "რეპრესიების ანატომია: საქართველოს პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე" — იკვლევს იმ კოორდინირებულ სისტემას, რომელიც ამ დარბევას მართავს.
- დეზინფორმაციას, რომელიც კრიტიკოსებს მტრებად აქცევს;
- შემზღუდველ კანონებს, რომლებიც განსხვავებულ აზრს კრიმინალად წარმოაჩენს და ავიწროებენ სამოქალაქო სივრცეს;
- საპოლიციო კონტროლს, რომელიც პროტესტს ფიზიკურად სახიფათოს ხდის;
- და სასამართლოებს, რომლებიც ამკვიდრებენ უსამართლობის ციკლს და, ამავდროულად, რეპრესიებს კანონიერების იერსახეს აძლევენ.
ორგანიზაცია მკაფიო მოთხოვნებს აყენებს როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ისე უცხოელი პარტნიორების მიმართ. Amnesty International მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს, სასამართლოს, ასევე საერთაშორისო და კერძო აქტორებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ავტორიტარული პრაქტიკის დასასრულებლად, რომელიც მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის ჩახშობას, სამოქალაქო სივრცის, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების შესუსტებას.
ორგანიზაციის კონკრეტული მოთხოვნები ასე გამოიყურება:
- რეჟიმმა უნდა შეწყვიტოს თავდასხმები დამოუკიდებელ მედიაზე, ჟურნალისტებზე, სამოქალაქო ლიდერებზე, ოპოზიციონერებსა და აქტივისტებზე. "ისეთ შემთხვევებში, როცა ასეთმა ცილისწამებამ გამოიწვია შევიწროება, ქონების დაზიანება, ფიზიკური თავდასხმები, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა ან გავლენა მოახდინა სამართლებრივ პროცესებზე, ყველა დაზარალებულმა სრული კომპენსაცია უნდა მიიღოს".
- უნდა დასრულდეს საგადასახადო და დაფინანსების წყაროების შესახებ გამოძიებების, როგორც მედიების შევიწროებისა და დელეგიტიმიზაციის ინსტრუმენტების ბოროტად გამოყენება.
- რეჟიმმა დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს ე.წ. გამჭვირვალობის რუსული კანონი, გრანტების შესახებ კანონი, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონი და მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები.
- ჩატარდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება აქციებზე პოლიციის მხრიდან ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და ხელკეტების უკანონო გამოყენებაზე, ასევე 2024 წელს დაკავებულთა წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.
- დამოუკიდებლად გადაიხედოს 2024 წლის აპრილიდან გამოტანილი ყველა სისხლისსამართლებრივი განაჩენი. "ყველა გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც უსამართლო სამართალწარმოების შედეგია, უნდა გაუქმდეს და დაპატიმრებულები გათავისუფლდნენ იქამდე, სანამ მათ წინააღმდეგ დასაბუთებულ ბრალდებებს არ წარმოადგენენ".
ანგარიში სრულად წაიკითხეთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები