ჩუბინაშვილის ცენტრი: მთლიანად განადგურებულია VI საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა ზღუდერის ეკლესია
ფოტო: თამთა დოლიძე
13 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მთლიანად განადგურებულია ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარე VI საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა ზღუდერის ეკლესია. მის ნაფუძარზე კი თანამედროვე მასალებით ახალი ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "მოხდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოს მოთხოვნისა თუ მითითებების სრული უგულებელყოფა, რასაც შეეწირა მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი".
მათივე ცნობით, ფაქტის შესახებ ერთი წელია საქმის კურსშია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, "მაგრამ ვერაფერი გააწყო აშკარა უკანონობის აღსაკვეთად".
ზღუდერის ეკლესია
ფოტო: თამთა დოლიძე
"შაბათს, 13 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ მთლიანად განადგურებულია ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარე ზღუდერის ეკლესია — VI საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა, გადაკეთებული X და შემდეგ XIV საუკუნეებში და ნაწილობრივ დანგრეული საბჭოთა პერიოდში. შენობა წარმოადგენდა ადრეული შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის მნიშვნელოვან ნიმუშს და მინიჭებული ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. მის ნაფუძარზე თანამედროვე მასალებით ახალი ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს.
როგორც ახლა ირკვევა, ძველი ეკლესია ჯერ კიდევ შარშან დაუნგრევიათ, მაგრამ ამის შესახებ საჯაროდ არაფერი თქმულა. რომ არა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული კვლევითი ცენტრის თანამშრომლის, თამთა დოლიძის ჩასვლა ზღუდერში, ეს აღმაშფოთებელი ფაქტი ალბათ კიდევ კარგა ხანს დარჩებოდა უცნობი საზოგადოებისათვის.
კვირას, 14 ივნისს გავრცელდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ძეგლის დანგრევა და მის ადგილას ახალი მშენებლობის დაწყება მოხდა უნებართვოდ. განცხადებიდან ჩანს, რომ სააგენტო უკვე ერთი წელია საქმის კურსშია, მაგრამ ვერაფერი გააწყო აშკარა უკანონობის აღსაკვეთად. მოხდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოს მოთხოვნისა თუ მითითებების სრული უგულებელყოფა, რასაც შეეწირა მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი.
ეს ამბავი ცხადად გვიჩვენებს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში შექმნილ საგანგაშო ვითარებას. ბუნებრივია, სააგენტოს აქვს პასუხისმგებლობის თავისი წილი, მაგრამ ვითარება ვერ გამოსწორდება ვერც მარტოოდენ ამ ორგანიზაციის სისტემური რეფორმით (რომელიც თავისთავად აუცილებელია) და ვერც საკადრო ცვლილებებით, თუ კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პოლიტიკის ერთმნიშვნელოვანი პრიორიტეტი არ გახდება ისტორიული ძეგლების დაცვა ხელყოფის მცდელობებისაგან — დამოუკიდებლად იმისა, თუ ვისგან მოდის ეს მცდელობა.
ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია მსგავსი უხეში დარღვევების შესახებ დაუყოვნებლივ სრულად მიაწოდოს ექსპერტთა წრესა და საზოგადოებას, რათა მათზე დროულად მოხდეს ფართო რეაგირება," — წერს ჩუბინაშვილის ცენტრი.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ სააგენტომ წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევებზე ახალი ტაძრის უნებართვო მშენებლობის ფაქტი გასულ წელს გამოავლინა, რეაგირებაც მოახდინეს, მაგრამ ძეგლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"სააგენტომ რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა და სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, წერილობით მიმართა სამუშაოების უშუალოდ განმახორციელებელ, რუის-ურბნისის ეპარქიას. ვითარების თაობაზე, ასევე ეცნობა საქართველოს საპატრიარქოს, როგორც ძეგლის მესაკუთრეს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახური ადგილზე ვითარებას კიდევ ერთხელ შეაფასებს, რის შემდეგაც განხორციელდება კანონით განსაზღვრული ქმედებები".
14 ივნისს სოციალურ ქსელში ზღუდერის ეკლესიის დანგრევას გამოეხმაურა ხელოვნებათმცოდნე ნიკა ვაჩეიშვილი. მისი თქმით, ადრექრისტიანული ტაძარი იყო ზღუდერი, გამორჩეული ბურჯებიანი ბაზილიკა.
ზღუდერის ეკლესია
ფოტო: ნიკა ვაჩეიშვილი
"მნიშვნელოვანი ტაძარი იყო ზღუდერი. ადრექრისტიანული, ჩვენთან პირველი მნიშვნელოვანი და სახოვანი მშენებლობა როცა ჩნდება, იმ ტალღის. ტიპოლოგიითაც ძველი, ბურჯებიანი ბაზილიკა. ცნობილი გერმანელი მეცნიერი, ფრიდრიხ დაიხმანი წერდა, რომ ადრექრისტიანული ეპოქის საქართველოს, კონკრეტულად კი ქართლის საჩუქარი იყო საქრისტიანოსთვის, ჯვროვანი ბურჯები, ჩვენთან პირველად გამოჩენილი. სწორედ ასეთი ბურჯები ჰქონდა ზღუდერს, მერე სამეკლესიიან ტაძრად გადაკეთებულს. ბედი არ ჰქონდა ამ მნიშვნელოვან ეკლესიას. ჯერ კომუნისტებმა დაანგრიეს 1940 წელს, თითქმის სრულად მდგარი და მისი გამორჩეული თლილი ქვით ყინწვისში სკოლა ააშენეს, წარწერები სადღაც მინდორში დაყარეს, ემძიმათ. ახლახან კი სულ დაუნგრევიათ და ზედ ბლოკის მშენებლობა დაუწყიათ. სამწუხაროა და ტრაგიკული. მრავალმხრივ.
ფოტოები ლევან რჩეულიშვილის პირველი პუბლიკაციიდან,
ასევე თამთა დოლიძის", — წერს ნიკა ვაჩეიშვილი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები