House of the Dragon-ის პრემიერამდე სულ ცოტა დრო რჩება — ყველაფერი, რაც მესამე სეზონზე ვიცით
ფოტო: HBO
სერიალი House of the Dragon, რომლის მთავარი რეჟისორები რაიან კონდალი და მიგელ საპოჩნიკი არიან, ეკრანებზე პირველად 2022 წლის 21 აგვისტოს გამოჩნდა. პროექტი საკულტო სერიალის, Game of Thrones პრიქველია. სერიალში მოვლენები Game of Thrones-მდე დაახლოებით 200 წლით ადრე ვითარდება.
მეორე სეზონში მოვლენები "მწვანეებისა" (ალისენტი, ეიგონი, ეიმონდი და ა.შ.) და "შავების" (რეინირა, ჯაკერისი, რეინისი) გარშემო ვითარდებოდა, რომლებიც ცალ-ცალკე ემზადებოდნენ ომისთვის. დეიმონი კი მთელი სეზონის განმავლობაში ჰარენჰოლში იყო გამოკეტილი და ჯარს აგროვებდა.
ფოტო: HBO
სანამ ყველანი მესამე სეზონის პრემიერას ველოდებით, მოდით, გადავხედოთ იმ ყველაფერს, რაც მესამე სეზონზე ვიცით:
რას უნდა ველოდოთ House of the Dragon-ის მესამე სეზონიდან?
მიუხედავად იმისა, რომ HBO-ს მესამე სეზონის ოფიციალური სინოფსისი ჯერ არ გამოუქვეყნებია, მეორე სეზონი ზუსტად იქ დასრულდა, სადაც წიგნის, ცეცხლი და სისხლის, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბრძოლა უნდა დაიწყოს. შოურანერმა რაიან კონდალმაც დაადასტურა, რომ ეს მოვლენები სერიალის მესამე სეზონის პრემიერიდან "ძალიან მალე" განვითარდება.
ფოტო: HBO
"ბრძოლა სერიალში ძალიან მალე მოხდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც აქამდე გაგვიკეთებია, ბრძოლა ყველაზე გრანდიოზული რამ უნდა იყოს, რაც კი ოდესმე გადაგვიღია. უბრალოდ გვინდოდა, გვქონოდა დრო და სივრცე, რათა ყველაფერი იმ დონეზე გაგვეკეთებინა, რაც ფანებს აღაფრთოვანებდა და მათ მოლოდინებს გაამართლებდა", — განაცხადა რაიან კონდალმა.
რომელი მსახიობები ითამაშებენ House of the Dragon-ის მესამე სეზონში?
მესამე სეზონში ნაცნობი მსახიობების უმრავლესობა კვლავ დაბრუნდება. მათ შორის, მეტ სმიტს, ემა დ’არსს, ოლივია ქუქს, სტივ ტუსენს და სხვა ცნობილ სახეებს მაყურებელი სერიალში კვლავ იხილავს.
გარდა ამისა, მესამე სეზონში რამდენიმე ახალ მსახიობსაც შევხვდებით:
- ჯეიმს ნორტონი — ლორდ ორმუნდ ჰაიტაუერის როლში;
- დენ ფოგლერი — სერ თორჰენ მანდერლის როლში;
- ტომი ფლანაგანი — ლორდ როდერიკ დასტინის როლში;
- ბარი სლოუნი — სერ ადრიან რედფორტის როლში;
- ტომ კალენი — სერ ლუთორ ლარჯენტის როლში;
- ჯოპლინ სიბტეინი — სერ ჯონ როქსტონის, მეტსახელად "მამაცის" როლში.
ჯეიმს ნორტონი House of the Dragon-ის მესამე სეზონში.
ფოტო: HBO
იმის გათვალისწინებით, რომ მეორე სეზონში რეინისი დაიღუპა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი როლის შემსრულებელი, ივ ბესტი, სერიალში რაიმე მნიშვნელოვანი სახით დაბრუნდეს.
როდის გამოვა და რამდენი სერიისგან შედგება მესამე სეზონი?
House of the Dragon-ის მესამე სეზონის პრემიერა კვირას, 21 ივნისს, HBO-ს ეთერში შედგება. ცნობილია, რომ სერიალის მესამე სეზონში სულ რვა სერიას ვიხილავთ.
მანამდე კი ნახეთ ტრეილერი:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები