ავეჯის ერგონომიკა: როგორ შევრჩიოთ ავეჯი, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
თანამედროვე ცხოვრების სტილი ბევრ ჩვენგანს საშუალებას აძლევს სახლიდან გაუსვლელად, კომპიუტერისა და ინტერნეტის დახმარებით იმუშაოს. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების ამგვარი სტილი ბევრისთვის სანატრელიც შეიძლება იყოს, საათების განმავლობაში მჯდომარე მდგომარეობაში ყოფნამ ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ჩვენს ჯანმრთელობას რისკის ქვეშ განსაკუთრებით მაშინ ვაყენებთ, როდესაც ავეჯი, რომელშიც თან მთელ დღეს ვატარებთ, არასწორადაა შერჩეული.
ბაზარზე ავეჯის მწარმოებელთა უზარმაზარი არჩევანია, მომხმარებელს ათასგვარი ფერის, მასალისა და დიზაინის პროდუქტს სთავაზობენ. ავეჯის შერჩევისას ხშირად ჩვენი მთავარი კრიტერიუმი სწორედ ვიზუალური მხარეა. სამწუხაროდ, ესთეტიკური მიმზიდველობა ხშირად გვავიწყებს ხოლმე მთავარს — ავეჯი არა მხოლოდ დეკორაციაა, არამედ ჩვენი სხეული მასთან უშუალო შემხებლობაში ხშირად მთელი დღის განმავლობაში არის ხოლმე. არასწორად შერჩეულმა ავეჯმა კი შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ჩვენს ჯანმრთელობაზე.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს QUIS, რომლის ერთ-ერთი მიზანია არასასურსათო პროდუქტისა და სერვისის უსაფრთხოების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება. ამ სტატიაში ვსაუბრობთ თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია არასწორად შერჩეულ ავეჯს ჩვენს ჯანმრთელობაზე.
რას ნიშნავს ერგონომიული ავეჯი
ერგონომიკა არის მეცნიერება, რომელიც მიზნად ისახავს პროდუქტებისა და გარემოს ისე დაპროექტებას, რომ ისინი მაქსიმალურად მოერგოს ადამიანის ფიზიოლოგიასა და საჭიროებებს. მისი მთავარი მიზანია სივრცის ისეთი ოპტიმიზაცია, სადაც ადამიანის სხეული ბუნებრივ მდგომარეობაშია, დატვირთვა სახსრებსა და კუნთებზე მინიმალურია, ხოლო ეფექტიანობა — მაქსიმალური.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
მარტივად რომ ვთქვათ, ერგონომიკა არის ხიდი ესთეტიკასა და ჯანმრთელობას შორის. ის გვასწავლის, რომ სკამი ან მაგიდა არ არის მხოლოდ ნივთი, ის არის ინსტრუმენტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ორგანიზმის გამართულ მუშაობას და დაგვიცვას ხანგრძლივი ჯდომით გამოწვეული უარყოფითი შედეგებისგან.
რატომ უნდა გვაინტერესებდეს ერგონომიკა?
არასწორი ჯდომა მხოლოდ დროებით წელის ტკივილს არ ნიშნავს. არასწორად შერჩეულმა ავეჯმა შესაძლოა გამოიწვიოს:
- ქრონიკული წელის ტკივილი
- კისრისა და მხრების დაძაბულობა
- კონცენტრაციისა და პროდუქტიულობის შემცირება
- კუნთოვან-ჩონჩხოვანი სისტემის გრძელვადიანი პრობლემები
ისეთი პატარა დეტალებიც კი, როგორებიცაა სიმაღლე, საყრდენი ან სხეულის პოზიცია, დროთა განმავლობაში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე.
კუნთოვან-ჩონჩხოვანი პრობლემები (MSD) სამუშაოსთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული ჯანმრთელობის პრობლემებია. კვლევები აჩვენებს, რომ დასაქმებულთა დაახლოებით 60%-ს აწუხებს ზურგის, კისრის ან კიდურების ტკივილი. განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ სამუშაო გარემოში ერთ-ერთ მთავარ რისკ ფაქტორად სწორედ ხანგრძლივი ჯდომა (64%) სახელდება, რაც პირდაპირ უკავშირდება არაერგონომიულ ავეჯსა და არასწორ პოზაში მუშაობას.
ერგონომიკის მნიშვნელობა გლობალურ დონეზე იმდენად მაღალია, რომ მსოფლიოს წამყვანმა ორგანიზაციებმა ის შრომის უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილად აქციეს. როდესაც ავეჯის შერჩევისას ეტიკეტზე სპეციალურ კოდებსა და აბრევიატურებს ვხედავთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი წლების განმავლობაში ჩატარებულ სამედიცინო და საინჟინრო კვლევებს ეფუძნება.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ამ მხრივ, უმთავრესი ორიენტირი ISO 9241 სერიის საერთაშორისო სტანდარტია. მისი მეხუთე ნაწილი (ISO 9241-5) პირდაპირ ადგენს მოთხოვნებს სამუშაო სივრცისა და ავეჯის მიმართ.
ეს სტანდარტი ამბობს, რომ ავეჯი არ უნდა იყოს სტატიკური, პირიქით — მან ხელი უნდა შეუწყოს მომხმარებელს პოზის ხშირ ცვლაში იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ კუნთების გადაღლა და სისხლის მიმოქცევის შეფერხება. ამასთან, კონკრეტული ტიპის ავეჯთან დაკავშირებული სტანდარტებიც შესაძლოა მოიცავდეს ერგონომიურ მოთხოვნებს.
მაგალითად, EN 1335 (საოფისე სკამების ოქროს სტანდარტი): ეს დოკუმენტი არეგულირებს ყველაფერს — სკამზე ჯდომის სიღრმიდან დაწყებული, მისი მდგრადობით დამთავრებული. თუ სკამი ამ სტანდარტს აკმაყოფილებს, ეს ნიშნავს, რომ ის გათვლილია ხანგრძლივ (8+ საათიან) მუშაობაზე, არ ყირავდება გადახრისას და მაქსიმალურად იცავს წელის მალებს დატვირთვისგან.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
აღნიშნული ნაბიჯები მხოლოდ კომფორტზე ზრუნვა არ არის. ეს მიდგომა ამცირებს პროფესიული დაავადებების რისკს და ზრდის შრომისუნარიანობას. შესაბამისად, როდესაც მომხმარებელი ირჩევს სერტიფიცირებულ ავეჯს, ის არა მხოლოდ ლამაზ ნივთს ყიდულობს, არამედ იღებს გარანტიას, რომ მისი სამუშაო თუ საცხოვრებელი სივრცე მეცნიერულად დასაბუთებული ნორმების მიხედვითაა მოწყობილი ანუ მისი ჯანმრთელობა არ დგება რისკის ქვეშ.
რჩევები ერგონომიული ავეჯის შესარჩევად
1. მიაქციეთ ყურადღება რეგულირებად ფუნქციებს
ერგონომიული ავეჯის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი მოძრაობის თავისუფლება და კომფორტული გამოყენებაა. სკამების, ბალიშებისა თუ საწოლების არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ მოდელებს, რომლებიც ზურგის, კისრისა და წელის თავისუფალ მოძრაობას უზრუნველყოფს. რეგულირების მექანიზმები, რომლებიც მხარს უჭერს ხერხემლის ბუნებრივ სიმრუდეს, ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პროდუქტს.
მაგალითად, სამუშაო სკამს უნდა ჰქონდეს სიმაღლის რეგულირების შესაძლებლობა, ჯდომისას ტერფები სრულად უნდა ეხებოდეს იატაკს, ხოლო მუხლები უნდა ქმნიდეს 90 გრადუსიან კუთხეს. მისი საზურგე უნდა იმეორებდეს ხერხებლის S-ებრი ფორმას, სახელურები ისე უნდა იყოს განთავსებული ან რეგულირებადი, რომ მხრები იყოს მოდუნებული და არა ზემოთ აწეული ან პირიქით.
მაგიდის შერჩევისას მაგიდის სიმაღლე უნდა უზრუნველყოფდეს იდაყვის დაახლოებით 90°-იან პოზიციას; ფეხებისთვის უნდა იყოს საკმარისი სივრცე.
2. ორიენტირდით გრძელვადიან გამოყენებაზე
თითქმის ყველა მწარმოებელი გვპირდება გამძლეობას, თუმცა რეალურად ხარისხიან პროდუქტს მხოლოდ მცირე მათგანი ქმნის. ერგონომიულ ავეჯში განსაკუთრებული ყურადღება მასალებს უნდა მიაქციოთ. როგორც წესი, გამოიყენება ანტიბაქტერიული თვისებების მქონე ხის მასალა, ხოლო ტექსტილში — ბამბუკის, ბამბისა და ლატექსის ქსოვილები. ეს მასალები თავიდან გარიდებთ დისკომფორტს და უზრუნველყოფს ნივთის გამძლეობას.
3. გამოიყენეთ ერგონომიული სათავსები
ერგონომიული სათავსები (ტუმბოები, კომოდები, კარადები) გამოირჩევა პრაქტიკულობითა და ხელმისაწვდომობით. ერგონომიული პროდუქტის არსი კომფორტულ და უსაფრთხო გამოყენებაშია, ამიტომ საძინებლისთვის ავეჯის შერჩევისას მნიშვნელოვანია ისეთი მოდელები, რომლებიც სივრცეს ოპტიმალურად იყენებენ. ერგონომიულ პროდუქტებს არ აქვთ ბასრი კუთხეები, წვეტიანი დაბოლოებები ან რთული, დამაბნეველი ღილაკები. მთავარი მიზანია მომხმარებელმა თავი აარიდოს ფიზიკურ დაძაბულობას ან რისკს პროდუქტის გამოყენებისას.
4. შეარჩიეთ საწოლები და დივნები ხერხემლის ჯანმრთელობისთვის
ორთოპედიული მხარდაჭერის მქონე ერგონომიული საწოლები და დივნები უზრუნველყოფს კისრის, ზურგის, წელისა და მხრების სწორ პოზიციას. სხეულის ზომებზე მორგებული მოდელები ხელს უწყობს სწორ პოზას და აქრობენ ქრონიკულ ტკივილს, დაღლილობასა და სხეულის ზედმეტ დაძაბულობას. იგივე პრინციპი ვრცელდება მაგიდებსა და სკამებზეც — ისინი თქვენი სხეულის სიმაღლესა და სიგანეს უნდა შეესაბამებოდეს.
5. შეარჩიეთ ავეჯი გამოყენების არეალის მიხედვით
სახლისა და ოფისის ერგონომიული ავეჯი განსხვავებული დანიშნულებისაა. ოფისის სკამები და მისაღები ოთახის დივანი გამოყენების სხვადასხვა მოდელზეა გათვლილი. ყიდვამდე ყოველთვის დააზუსტეთ პროდუქტის მახასიათებლები, რათა ის ზუსტად პასუხობდეს თქვენს საჭიროებებს კონკრეტულ გარემოში.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტს — QUIS —უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება, რომლის მთავარი ამოცანაა საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები