პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი რუსი მხატვარი და სატირიკოსი სემიონ სკრეპეცკი მოკლეს
პოლონეთის ქალაქ ბიალა პოდლასკაში ოპოზიციონერი რუსი მხატვარი და სატირიკოსი სემიონ სკრეპეცკი (ნამდვილი სახელი — რობერტ კუზოვკოვი) ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
პოლიციის ცნობით, 44 წლის რუსეთის მოქალაქეს საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ავტოსადგომზე ესროლეს. სამართალდამცველებს ოფიციალურად არ დაუსახელებიათ დაღუპულის ვინაობა, თუმცა ადგილობრივი მედიასაშუალებები ირწმუნებიან, რომ მსხვერპლი სწორედ სემიონ სკრეპეცკია.
ტელეარხ wPolsce24-ის ინფორმაციით, თავდამსხმელმა მხატვარს ახლო დისტანციიდან რამდენჯერმე ესროლა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მკვლელობის შემდეგ, პოლიციამ ქალაქიდან გასასვლელი გზები გადაკეტა, ხოლო სკოლები და საბავშვო ბაღები, სადაც შესაძლოა მისი შვილები ყოფილიყვნენ, დამატებითი დაცვის ქვეშ მოაქცია.
გავრცელებული ცნობებით, თავდასხმაში, სავარაუდოდ, ორი ადამიანი მონაწილეობდა. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ბიალა პოდლასკაში, ბელარუსის საკონსულოსთან, დააკავეს. არაოფიციალური ინფორმაციით, ის ბელარუსის მოქალაქეა. პოლიცია მეორე ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს.
ბელარუსული ოპოზიციური არხი DzikMedia იუწყება, რომ სავარაუდო თავდამსხმელები შემთხვევის ადგილზე ბელარუსმა ტაქსის მძღოლმა მიიყვანა. მათ მიერ იარაღის გამოჩენის შემდეგ მძღოლი პანიკაში ჩავარდა და გაქცევა სცადა ბელარუსის საკონსულოს მიმართულებით.
სემიონ სკრეპეცკი ალთაის რეგიონში იყო დაბადებული და ცნობილი გახდა პოლიტიკოსების სატირული კარიკატურებით. მის ნამუშევრებში ხშირად ფიგურირებდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ბელარუსის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი. ცნობისთვის, iStories-ის თანახმად, სკრეპეცკი ასევე აკრიტიკებდა უკრაინის ხელისუფლებას და შეტანილი იყო უკრაინის "მიროტვორეცის" მონაცემთა ბაზაში, რომელიც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ბრალდებულ პირებს განსაზღვრავს.
მედიის ცნობით, სიკვდილამდე სამი დღით ადრე, რუსეთის დღეს, სკრეპეცკი ბერლინში გაემგზავრა, სადაც მან იოსებ სტალინისა და პუტინის კარიკატურით ერთკაციანი საპროტესტო აქცია გამართა.
სკრეპეცკი პოლონეთში 2021 წლიდან ცხოვრობდა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები