რა ქონებას ფლობს ძებნაში მყოფი რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე?
საქართველოს რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორ დავით ფერაძეზე და კიდევ ერთ პირზე ძებნა გამოცხადდა, საქართველოს რკინიგზის 6 თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ სუს-ის ბრიფინგიდან დღეს გახდა ცნობილი.
რა ვიცით დავით ფერაძეზე?
დავით ფერაძე საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი 2017 წელს, მას შემდეგ გახდა, რაც წინა გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე ფერაძე 2025 წლამდე იყო. მანამდე ის ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის "თანაინვესტირების ფონდში" შპს "მტკვარი ჰესის" დირექტორის თანამდებობას იკავებდა. (აღსანიშნავია, რომ "მტკვარი ჰესის" საქმეზეც ჰქონდა პროკურატურას ბრალი წაყენებული "თანაინვესტირების ფონდის" ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს). დავით ფერაძე 2004 წლიდან 2007 წლამდე მუშაობდა "საქართველოს რკინიგზაში" სხვადასხვა პოზიციაზე Booz Allen Hamilton/USAID-ის პროექტის ფარგლებში.
რაც შეეხება დავით ფერაძის განათლებას, ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის და ფინანსებისა და საბანკო საქმის ფაკულტეტების ბაკალავრია, ასევე აქვს სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის ხარკოვის ეროვნული უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ფინანსებში.
რა ქონებას ფლობს დავით ფერაძე?
საქართველოს რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია 2026 წლის იანვარში აქვს შევსებული.
დავით ფერაძეს ჰყავს მეუღლე თამარ კახაია და 2 შვილი. ოჯახი ფლობს 8 მიწის ნაკვეთს თბილისსა და მარნეულში, აქედან 4 მათგანი თბილისშია რეგისტრირებული, 4 — მარნეულში. ამას გარდა, დავით ფერაძის საკუთრებაშია ბინა და არასაცხოვრებელი ფართი თბილისში.
თამარი კახაიას სახელზეა გაფორმებული 2025 წლიანი TOYOTA RAV, რომელიც 100 255 ლარადაა შეფასებული.
რაც შეეხება ოჯახის საკუთრებაში არსებულ ფასიან ქაღალდებს, დავით ფერაძეს აქვს Liberty Consumer (Galt & Taggart Capital-ის 13248, Georgian Beverages Holdin-ის 4703, United Georgian Bank-ის 329 და Galt & Taggart-ის 949 აქცია.
რკინიგზის ყოფილ გენერალური დირექტორს სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე აქვს თანხები, მათ შორის "საქართველოს ბანკში" ინახავს 10 256 ლარს.
მისმა ცოლმა 2025 წელს შპს "ზიპლაინ კაუკასუს საქართველოსგან" მიიღო 55 346 ლარი. ამავე წელს შვილების სწავლის საფასურის სახით დახარჯა 10 381 ლარი. ამას გარდა, დავით ფერაძეს 4056 დოლარი მოგზაურობის ხარჯად აქვს მითითებული, 7740 ლარი — დაზღვევისთვის, 5010 ლარი კი – აქციების შეძენაზე.
ფერაძემ 2025 წელს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის პოსტზე ანაზღაურების სახით 60 163 ლარი მიიღო, შპს "ჯიარ ტრანზიტ ლაინისგან" — 14 137 ლარი, შპს "ჯიარ ტრანზიტის" გენერალური დირექტორის პოზიციაზე — 14 814 ლარი, შპს "სინათლის ბიზნეს განვითარების" კონსულტანტის პოზიციაზე —123 061 ლარი.
გამოძიება:
სუს-ის ცნობით, დავით ფერაძე და საქართველოს რკინიგზის კიდევ 7 თანამშრომელი კორუფციულ სქემების გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს დაეუფლნენ და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას კანონიერი სახე მისცეს. საქმეში ფიგურირებს 20 მილიონზე მეტი ლარი.
უწყების ცნობით, გამოძიება 6 მუხლით მიმდინარეობს. ესენია: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობა და აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში დახმარება; ჯგუფურად ჩადენილი ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება და გამოყენება; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება; ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარება; ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
დეტალურად მიმდინარე გამოძიების შესახებ წაიკითხეთ აქ:
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები