ჰარი პოტერის ეკრანიზაციაში, როგორც იქნა, პივსს ვიხილავთ — ვინ ითამაშებს პოლტერგეისტს
ფოტო: HBO
თუ გახსოვთ, როგორც კი HBO-მ ჰარი პოტერის სერიალი ოფიციალურად დააანონსა, მაშინვე გაგიზიარეთ იმ პერსონაჟების სია, რომლებიც ფილმებში გამოტოვეს, მაგრამ ძალიან გვინდოდა, რომ ახალ ადაპტაციაში გვეხილა. ჩამონათვალში საპატიო პირველ ადგილს იკავებდა პოლტერგეისტი პივსი — ჰოგვორტსის დერეფნებში მოხეტიალე აჩრდილი, რომელიც არცთუ კეთილი ხუმრობებით და აურზაურის მოწყობით გამოირჩევა. სიხარულით შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენი იმედი გამართლდა — პივსს პოტერიადის სერიალში ვიხილავთ.
ონავარ ავსულს ჯადოსნური სამყაროს ახალ ეკრანიზაციაში ბრიტანელი კომიკოსი პიტერ სერაფინოვიჩი შეასრულებს. სერაფინოვიჩს მაყურებელი ისეთი პროექტებიდან იცნობს, როგორებიცაა How to Train Your Dragon, Parks and Recreation და Guardians of the Galaxy. მსახიობმა ასევე გაახმოვანა დართ მოლი ვარსკვლავური ომების პრიკველი ტრილოგიის პირველ ნაწილში The Phantom Menace.
ბრიტანელი კომიკოსი პიტერ სერაფინოვიჩი
ფოტო: Karwai Tang / WireImage
აღსანიშნავია, რომ პივსის პერსონაჟი ჰარი პოტერის პირველი წიგნის კინოეკრანიზაციაში უნდა გამოჩენილიყო — მისმა შემსრულებელმა მსახიობმა რიკ მეიოლმა გადაღებებშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ, საბოლოოდ, ეს სცენები ფილმიდან ამოიჭრა. რეჟისორმა კრის კოლამბუსმა მოგვიანებით აღიარა, რომ პივსის ამოჭრა ფილმზე მუშაობისას დაშვებული ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა იყო.
ჰარი პოტერის სერიალის ხანგრძლივი მოლოდინი კი რამდენიმე თვეში დასრულდება. პირველი სეზონის პრემიერა შობა დღეს შედგება.
ჰარი პოტერი HBO-ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც, როგორც ცნობილია, მთელ ათწლეულს გასტანს. ამასთან, ჯოან როულინგის წიგნების მორიგი ეკრანიზაციის ბიუჯეტი ისეთ გიგანტებს გაუტოლდება, როგორებიცაა Game of Thrones და House of the Dragon. ცნობილია ისიც, რომ სერიის ყოველი წიგნის ეკრანიზაციას სერიალის თითო სეზონი დაეთმობა. პროექტში აქტიურადაა ჩართული თავად როულინგიც, რომელიც სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი გახლავთ. მწერლის თქმით, "შედეგით კმაყოფილია".
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები