საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული გემი ყულევის ნავსადგურში იმყოფებოდა, მაგრამ მაშინ სანქცირებული არ იყო
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმიანება გაერთიანებული სამეფოს მიერ 2026 წლის ივნისში გამოცხადებულ ახალ სანქციებს, რომელთა ფარგლებში სანქცირებულ სუბიექტთა სიაში მოხვდა გემი SILVAR (IMO 9291262).
სააგენტოს მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ აღნიშნული გემი ყულევის საზღვაო ნავსადგურში იმყოფებოდა 2026 წლის თებერვალში, ხოლო მისი ოპერაციების განხორციელების პერიოდში გემი არ იყო სანქცირებული გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და გაეროს სანქციური რეჟიმების ფარგლებში.
ამიტომ მათთვის გაუგებარია, "რა მიზანს ემსახურება გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საქართველოს ხსენება იმ კონტექსტში, როდესაც გემის საქართველოში შემოსვლისა და ოპერირების დროს მის მიმართ არ არსებობდა არცერთი საერთაშორისო სანქცია".
"გემის საქართველოში შემოსვლამდე საქართველოს კომპეტენტურმა უწყებებმა, მოქმედი კანონმდებლობისა და დადგენილი პროცედურების შესაბამისად, განახორციელეს მრავალდონიანი სანქციური და სამართლებრივი შემოწმება. შემოწმების შედეგად არ გამოვლენილა არც გემის, არც მისი მფლობელის, არც ოპერატორისა და არც სხვა დაკავშირებული პირების მიმართ მოქმედი საერთაშორისო სანქციები ან სამართლებრივი შეზღუდვები.
SILVAR იმ პერიოდში ცურავდა პანამის დროშის ქვეშ, ფლობდა მოქმედ კლასს Lloyd's Register-ისგან (გაერთიანებული სამეფო), უზრუნველყოფილი იყო მოქმედი P&I და Hull & Machinery დაზღვევით, ხოლო მისი რეგისტრირებული მფლობელი და ტექნიკური მენეჯერი სრულად იდენტიფიცირებული იყვნენ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 5 დეკემბერს გემს დანიის სამეფოში, სკაგენის საღუზე რაიონში, Paris MoU-ს ფარგლებში ჩაუტარდა ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის (PSC) ინსპექტირება. ინსპექტირების შედეგად დაფიქსირდა მხოლოდ ოთხი უმნიშვნელო შენიშვნა და გემი არ დაკავებულა, რაც ადასტურებს მის შესაბამისობას საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების და ტექნიკური ზედამხედველობის მოთხოვნებთან.
გემის ნაოსნობის ისტორია ასევე მიუთითებს, რომ იგი ოპერირებდა საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობის ჩვეულებრივ მარშრუტებზე და სტუმრობდა როგორც ევროპულ, ისე აზიურ და აფრიკულ პორტებსა და საღუზე რაიონებს, მათ შორის: მალტას, დანიას (სკაგენი), ეგვიპტეს, მალაიზიას, ინდოეთს, ჩინეთსა და სხვა მიმართულებებს.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს ნავსადგურებში ნებისმიერი გემის შემოსვლა ექვემდებარება მკაცრ სამართლებრივ, სანქციურ და უსაფრთხოების კონტროლს. საქართველო არ წარმოადგენს და ვერ გახდება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის პლატფორმა, ხოლო ყველა გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ იმ სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რომლებიც კონკრეტულ მომენტში მოქმედებს საერთაშორისო დონეზე.
საერთაშორისო სანქციების ეფექტიანობა სწორედ მათი სამართლებრივი განსაზღვრულობისა და დროში მოქმედების პრინციპს ეფუძნება. შესაბამისად, დაუშვებელია გემის ან კომპანიის საქმიანობის შეფასება იმ სანქციების საფუძველზე, რომლებიც მისი საქართველოში ყოფნიდან რამდენიმე თვის შემდეგ იქნა დაწესებული", — წერია გავრცელებულ წერილში.
ცნობისათვის, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩომ სოციალურ ქსელში დაწერა: "დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR-ი, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები