"აწარმოე საქართველოში" ბაზაზე შექმნილი ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელი ირაკლი გაბრიაძე იქნება
"აწარმოე საქართველოში" ბაზაზე შექმნილი ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელი ირაკლი გაბრიაძე იქნება. ის ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა თანამშრომლებს წარუდგინა.
როგორც ეკონომიკის სამინისტრო იუწყება, ახლადშექმნილი კორპორაციის მიზანი კერძო სექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
"რამდენადაც ხელშესახებია ის შედეგები და სიკეთეები, რომლებიც "აწარმოე საქართველოში" ჩვენს ქვეყანას, მეწარმეებს, მცირე და საშუალო ბიზნესის კონკრეტულ სექტორებს მოუტანა, იმდენად ინტენსიურად ვმუშაობდით ბოლო თვეების განმავლობაში, რათა სწორად დაგვენახა შემდგომი გაფართოებისა და მასშტაბირების შესაძლებლობები. ეს ყველაფერი კი იმისთვის გაკეთდა, რომ გვქონდეს მეტი ბერკეტი ქვეყანაში კიდევ უფრო დიდი პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად ", — აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილებით ერთმანეთისგან გაიმიჯნა ორი მსხვილი მიმართულება: კორპორაცია სრულად კონცენტრირდება ფინანსური ინსტრუმენტების, პროგრამებისა (მათ შორის სინდიცირებული სესხებისა და კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების) და ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარებაზე. ხოლო ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო დონეზე წარდგენის მიზნით, დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა ინვესტიციების სააგენტო.
ქვრივიშვილმა დაამატა, რომ თქმით, ეკონომიკის განვითარების კორპორაცია არ იქნება მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტზე კონცენტრირებული ორგანიზაცია.
"ჩვენი დიდი სურვილია, გავზარდოთ მასშტაბები და გავაფართოოთ სერვისების კომპონენტი, რათა მსხვილ სექტორებზე თქვენი დადებითი გავლენა უფრო სწრაფად გავრცელდეს. ეს დაგვეხმარება, უფრო მოკლე დროში დავინახოთ შედეგები ქვეყნის ეკონომიკის არაერთ დარგში. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ენერგეტიკის სექტორი — ეს არის საპილოტე და უმნიშვნელოვანესი მიმართულება, სადაც კორპორაციის ჩართულობით, ობიექტურად, მართლაც ხელშესახებ შედეგებსა და ბევრად უფრო დიდ აქტივობას ველოდებით", — აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა კორპორაციის ხელმძღვანელის წარდგენისას.
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ახალ ხელმძღვანელს კერძო და საჯარო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ის 2020 წლიდან იკავებდა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას.
ირაკლი გაბრიაძეს განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და გერმანიაში — არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორი და კიელის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის კურსდამთავრებული. აღსანიშნავია, რომ პროფესიულთან ერთად, ის წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტებში. იგი არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები