ჯიმ კერი და რონ ჰოვარდი შობის მოსაპარად ისევ ერთიანდებიან — თითქმის 30 წლის შემდეგ გრინჩი ბრუნდება
ფოტო: People
ჯიმ კერი შობის კიდევ ერთხელ მოსაპარად ემზადება.
64 წლის მსახიობი მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ფილმის, როგორ მოიპარა გრინჩმა შობა, გაგრძელებაში გრინჩის როლი ხელახლა შეასრულოს.
რონ ჰოვარდი, რომელმაც პირველი ფილმი გადაიღო, სავარაუდოდ, რეჟისორის სავარძელს დაუბრუნდება. 72 წლის ჰოვარდი ბრაიან გრეიზერთან ერთად ფილმის პროდიუსერიც იქნება.
სიახლე 18 ივნისს რეჟისორისა და Imagine Entertainment-ის მიერ გამოქვეყნებულმა ინსტაგრამ პოსტმა დაადასტურა. მათ გრინჩის ფორმაში გამოწყობილ ჯიმ კერის ფოტოს შემდეგი აღწერა დაურთეს: "როგორ მოიპარა გრინჩმა შობას გაგრძელებაზე მუშაობა დაწყებულია".
ჯერჯერობით უსათაურო ფილმის სცენარზე, გავრცელებული ინფორმაციით, ალეკ ბერგი, ჯეფ შაფერი და დევიდ მანდელი იმუშავებენ.
როგორ მოიპარა გრინჩმა შობა დოქტორ სუზის 1957 წლის ამავე სახელწოდების საბავშვო წიგნის მიხედვითაა გადაღებული. პირველ ფილმში მონაწილეობდნენ: ჯეფრი ტამბორი, კრისტინ ბარანსკი, ბილ ირვინი, ტეილორ მომსენი და მოლი შენონი, ხოლო მთხრობლის როლს ენტონი ჰოპკინსი ასრულებდა. ფილმმა დიდ წარმატებას მიაღწია — 2000 წელს ამერიკის მასშტაბით ყველაზე შემოსავლიანი ფილმის ტიტული მოიპოვა, ხოლო 2001 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე საუკეთესო მაკიაჟისა და ვარცხნილობის ნომინაციაში გაიმარჯვა.
როგორც ცნობილია, ჯიმ კერი, რომელმაც ამ როლისთვის ოქროს გლობუსის ნომინაციაც დაიმსახურა, სრულად აკმაყოფილებდა 1991 წელს გარდაცვლილი დოქტორ სუზის მკაცრ მოთხოვნებს. სუზის ფონდის წერილში, სადაც მითითებული იყო, რომ გრინჩის როლის შემსრულებელს ძალიან კონკრეტული სიმაღლე და აღნაგობა უნდა ჰქონოდა, მოყვანილი იყო იმ მსახიობების მაგალითები, რომლებიც ამ მახასიათებლებს შეესაბამებოდნენ, მათ შორის: ჯიმ კერი, ჯეკ ნიკოლსონი, რობინ უილიამსი და დასტინ ჰოფმანი.
ფოტო: People
კერიმ 2024 წელს განაცხადა, რომ მზად იქნებოდა გრინჩის როლს დაჰბრუნებოდა, თუ პერსონაჟის მწვანე ბეწვსა და მძიმე პროთეზებს რამეს მოუხერხებდნენ: "საქმე ისაა, რომ გადაღების დღეს ტონა მაკიაჟი მესვა და ძლივს ვსუნთქავდი, ვიტანჯებოდი. მაგრამ სულ ბავშვებზე ვფიქრობდი და ჩემს თავს ვუმეორებდი: 'ეს ბავშვებისთვისაა. ეს ბავშვებისთვისაა. ეს ბავშვებისთვისაა'. ახლა კი, ახალი ტექნოლოგიების წყალობით, ყველაფერს უფრო თავისუფლად გავაკეთებთ".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები