გაიარე მეტი უსაფრთხოდ — თეგეტა მოტორსის საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
ფოტო: თეგეტა
თეგეტა მოტორსმა, Bridgestone-თან თანამშრომლობით, საგზაო უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანია — გაიარე მეტი უსაფრთხოდ წამოიწყო, რომელიც დაწყებითი კლასების მოსწავლეებზეა ორიენტირებული. კამპანიის ფარგლებში, ტრენინგებში სამი სკოლის — 21-ე საუკუნის, ლოგოსისა და ბაქსვუდის — დაახლოებით 220 ბავშვი ჩაერთო.
კამპანია აპრილში დაიწყო, სასკოლო აქტივობები კი მაისისა და ივნისის განმავლობაში გადანაწილდა. პროექტი მიზნად ისახავს, ბავშვები საგზაო მოძრაობის წესებს, საგზაო ნიშნებსა და უსაფრთხო გადაადგილების პრინციპებს მათთვის გასაგებ ენაზე გაეცნონ. ტრენინგების კონცეფცია Bridgestone-ის გლობალური ინიციატივის საფუძველზე ქართულ რეალობასთან ადაპტირდა.
ფოტო: თეგეტა
ნინა მამაცაშვილი, თეგეტა მოტორსის მარკეტინგის უფროსი მენეჯერი: “კამპანიის ფარგლებში, სკოლებში უსაფრთხოების ტრენინგები გავმართეთ, რომლებსაც პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი იყო რამდენიმე სპიკერი, მათ ბავშვებთან უსაფრთხოებაზე, საგზაო ნიშნებსა და გზის გადაკვეთის წესებზე ისაუბრეს. ვაჩვენეთ თემატური ვიდეო, რასაც სპიკერების ახსნა-განმარტება მოჰყვა, შემდეგ კი მოსწავლეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მიღების შესაძლებლობა მიეცათ.
გვინდა, ბავშვებამდე მივიტანოთ მესიჯი, რომ ზებრა და შუქნიშანი არ ნიშნავს გარანტირებულ უსაფრთხოებას. საჭიროა, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ — დავრწმუნდეთ უსაფრთხოებაში გზის გადაკვეთამდე და დავიცვათ საგზაო წესები. ახლანდელი თაობა სულ უფრო დამოუკიდებლად გადაადგილდება ქუჩებში. შესაბამისად, ეს ინფორმაცია მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
უკვე 30 წელია, თეგეტა საუბრობს და ზრუნავს უსაფრთხოებაზე. წელს განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ იმაზე, რომ უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელია ცნობიერების ამაღლება და პასუხისმგებლობის გაზიარება, როგორც მძღოლის, ისე ქვეითის მიერ“.
ფოტო: თეგეტა
საგზაო უსაფრთხოება თეგეტას კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობას კომპანია ყოველწლიურად ახორციელებს.
მარიამ ჯაფარიძე, თეგეტა ჰოლდინგის CSR კოორდინატორი: “საგზაო უსაფრთხოება ცალკეული აქციებითა და კამპანიებით არ მიიღწევა — ეს არის კულტურა, რომელიც ბავშვობიდან უნდა ჩამოყალიბდეს. სწორედ ამიტომ თეგეტაში წლების განმავლობაში სისტემურად ვმუშაობთ ამ კულტურის დასამკვიდრებლად. ამჯერად, ახალ თაობას მათთვის გასაგებ ენაზე ვუხსნით, რა წესები არსებობს, როგორ უნდა დაიცვან და რა საფრთხეებია გზაზე.
ჩვენი ხედვით, ცვლილება იქ იწყება, სადაც მომავალი თაობა იზრდება — სკოლასა თუ ოჯახში. თუ ბავშვი დაწყებითი კლასებიდანვე ისწავლის წესების დაცვას, საფრთხის შეფასებასა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებას, ის მომავალში იქნება როგორც გონიერი ქვეითი, ისე გონიერი მძღოლი. სამწუხაროდ, სტატისტიკა ცხადყოფს, რომ საგზაო კულტურის დეფიციტს ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათო შედეგებამდეც მივყავართ. ამიტომ ცნობიერების ამაღლება არ არის არჩევანი — ეს არის აუცილებლობა.
ამ მიდგომით ვირჩევთ პარტნიორებსაც: Bridgestone-ის ღირებულებებიც სწორედ უსაფრთხოებას ეფუძნება და მისი CSR სტრატეგია სრულად ეხმიანება ჩვენს ხედვას. ერთად მუშაობით ვცდილობთ, რომ თითოეულ ბავშვამდე მივიტანოთ მთავარი მესიჯი — როცა გზაზე ხარ, უსაფრთხოება არ უნდა ვივარაუდოთ, დავიცვათ წესები და გავიაროთ მეტი უსაფრთხოდ“.
ფოტო: თეგეტა
ტრენინგების გარდა, კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სკოლის ეზოებში დახატული საგანმანათლებლო თამაში — კლასობანას მსგავსი ინტერაქცია, რომელიც სპეციალურად უსაფრთხოების თემაზეა მორგებული და შესაბამისი ინსტრუქციით არის აღჭურვილი. ეზოში დახატული თამაში სკოლებში დარჩება. გარდა ამისა, მონაწილე ბავშვებს კამპანიის ბრენდირებული სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
კამპანია — გაიარე მეტი უსაფრთხოდ კომპლექსურია და მოიცავს როგორც მძღოლების, ისე ქვეითების უსაფრთხოებას. პროექტი თეგეტა მოტორსის მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც ქალაქში მოძრავი დიდი ზომის საბურავისა და აკუმულატორის ინსტალაციებსა და სხვა ტიპის აქტივობებს მოიცავს და ხაზს უსვამს ავტომობილის ტექნიკური გამართულობის მნიშვნელობას უსაფრთხო გადაადგილებისთვის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები