გიორგი კალატოზის გზა იუთუბერობამდე — დაიჯერე და გახსენი თიბისის ანაბარი
ფოტო: თიბისი
როცა პირველად გამაჩერეს ქუჩაში და მითხრეს, რა მაგარ რამეს აკეთებო, მაშინ მივხვდი, რომ იუთუბერი ვარ — ესაა ჩემი რეგალია.
აქამდე მოსვლა მარტივი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გრძელ გზაზე ოდესღაც გაჩერებასაც ვაპირებდი, გულის სიღრმეში სულ ვიცოდი, რომ რისიც გჯერა, შეუძლებელია არ გამოგივიდეს.
პირველი ნაბიჯები
სანამ იუთუბერობას დავიწყებდი, ერთდროულად ორ სამსახურში ვმუშაობდი: ერთგან კომენტატორი ვიყავი, მეორეგან — წამყვანი. მიუხედავად იმისა, რომ კომენტატორობა ჩემი ოცნება იყო, ვგრძნობდი, რომ მეტის გაკეთება შემეძლო.
გულწრფელად რომ ვთქვა, ორ სამსახურში მუშაობით იმ თანხასაც ვერ გამოვიმუშავებდი, რომელიც სასიცოცხლოდ მჭირდებოდა. ამიტომ, საკუთარ თავს ვუთხარი, თუ საყვარელი საქმის კეთებით მიღებული შემოსავალი ეს არის, მაშინ მოდი, სხვანაირად დავიგროვებ ამ კაპიტალს — ფინანსურსაც და სოციალურსაც.
მაშინ იუთუბი ასეთი პოპულარული პლატფორმა არ იყო, მაგრამ მაინც მქონდა განცდა, რომ რაღაც უნდა მეცადა. ფინანსური მოგებაც რომ არ მოეტანა, ამ ნაბიჯის გადადგმა მაინც მიღირდა.
იმ დროს ძალიან ბევრი რამ ვისწავლე: მონტაჟი, კამერასთან მუშაობა… წარმატება ხომ მხოლოდ ცნობადობა ან ფინანსური სარგებლის მიღება არაა?! ზოგჯერ წარმატება ისიცაა, რომ ახალ საქმეს იწყებ და საკუთარ თავს ახალ გარემოში ცდი. მჯერა, რომ სწორედ ამ პროცესში იზრდები, როგორც პროფესიონალი და როგორც ადამიანი.
გადაწყვეტილება
იუთუბისთვის მუშაობა რომ დავიწყეთ, სახლი სავსე გვქონდა დეკორაციებით, ტექნიკით… ყველაფერს სახლში ვაკეთებდით. ორშაბათობაც სახლიდან იწერებოდა.
სულ თავიდან ჩვენი მიზანი იყო, რომ შემოსავალს საქმე შეენარჩუნებინა, თუმცა, თავიდან, სამსახურიდან წამოსვლას მაინც ვერ ვბედავდით და ხელფასებს ჩვენი ჰობის ინვესტიციად ვიყენებდით.
იყო პერიოდი, როცა ვთქვით, რომ უნდა გავჩერდეთ, არაფერი გამოვა. და სწორედ მაშინ გამოჩნდა კომპანია, რომელმაც ჩვენი დაფინანსება გადაწყვიტა.
ნელ-ნელა ეს ჰობი ისეთ საქმიანობად გადაიქცა, რომელიც მართლა თვითმყოფადი შეიძლებოდა გამხდარიყო. ამას ახალი სტუდიაც მოჰყვა, რაც ჩვენთვის სრულიად ახალი ეტაპი და წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იყო.
დაჯერება
სამსახურიდან ჩემ გარდა სხვაც რომ წამოვიდა, მაგ დროს მივხვდი, რომ ეს ყველაფერი საქმიანობად გადაიქცა — ისეთ საქმიანობად, რომელიც უფრო ჰობია და თან შემოსავლის წყაროც.
ზოგჯერ, მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავის იმდენად ძლიერად გჯეროდეს, ეს რწმენა სხვა ადამიანებსაც გადაედოს. უკეთესია, როცა მარტო არ ხარ და გარშემო ისეთი ადამიანები გყავს, რომლებსაც რაღაც იდეის ზუსტად შენსავით სჯერა.
კომპანიებმაც დაიწყეს დაჯერება, გვიან, მაგრამ მაინც. ზოგადად, კომპანიების წვლილი იუთუბის განვითარებაში დიდია. თანხების გარეშე ვერც ხარისხი იქნება მაღალი და მხოლოდ ენთუზიაზმი ოჯახის რჩენასაც ვერ შეძლებს.
ახლა ჩვენი მიზანია, რომ საკუთარი პავილიონი გვქონდეს, სადაც სურვილს ბოლომდე ავისრულებთ და კრეატიულ იდეებში არ შევიზღუდებით.
რომ შემეძლოს, საკუთარ თავს, რომელიც 2015 წელს ამ საქმეს იწყებდა ვეტყოდი, რომ გამოგვივიდა. მიხარია, რომ შედეგის ბოლომდე სჯეროდა და არ დანებდა. სხვებსაც ამას ვეტყოდი: ნუ შეიქმნით ზედმეტ მოლოდინებს, დასაწყისში დაივიწყეთ ციფრები, ნუ შეწყვეტთ საყვარელი საქმის კეთებას 1 და 6 თვეში — იმის სათქმელად, რომ იუთუბზე მუშაობა არ გამოგივიდა, ეს დრო საკმარისი არაა.
გააგრძელე იმის კეთება, რაც გიყვარს და, რაც მთავარია, გჯეროდეს, რომ რასაც მოინდომებ, აუცილებლად გამოგივა.
თიბისის მობაილბანკით გახსენი ანაბარი ჩემი მიზანი და გადადგი პირველი ნაბიჯი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები