აშშ-ირანის მოლაპარაკებები დაიძაბა — ტრამპის მუქარების გამო ირანულმა დელეგაციამ შეხვედრა დატოვა
აშშ-სა და ირანს შორის შვეიცარიაში დაწყებული მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. პროცესი დაძაბულად დაიწყო — დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მუქარების გამო, ირანული მხარის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვეს.
The Guardian წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვითა და ირანული სამუშაო ჯგუფის გატაცებითაც კი იმუქრებოდა, თუ ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნებოდა. ამან მედიატორები, კატარი და პაკისტანი, აიძულა, მოლაპარაკებები კულისებში გაეგრძელებინათ.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, "აშშ-ის პრეზიდენტის შეურაცხმყოფელი გზავნილის გამოქვეყნების" შემდეგ, მოლაპარაკებები "რთულ ფაზაში" შევიდა და შესვენება გამოცხადდა.
მიუხედავად ამისა, უმაღლესი დონის დისკუსიები გაგრძელდა და ორშაბათს, გამთენიისას დასრულდა. პაკისტანისა და კატარის განცხადებით, ორ მხარეს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, ორშაბათს (22 ივნისს) დილით მადლობა გადაუხადა პაკისტანსა და კატარს მედიაციისთვის და აღნიშნა, რომ მათ "სერიოზულ პროგრესს მიაღწიეს".
კატარისა და პაკისტანის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ და ირანი შეთანხმდნენ "საკომუნიკაციო ხაზის" შექმნაზე, რათა თავიდან აიცილონ ინციდენტები ჰორმუზის სრუტეში. ასევე, ლიბანის მთავრობასთან ერთად შეიქმნება "დეესკალაციის ჯგუფი", რომელიც "ლიბანში სამხედრო ოპერაციების შეწყვეტის რეჟიმის დაცვას" უზრუნველყოფს.
საკუთარ მიმართვაში არაღჩიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღწეული შეთანხმებების პირველი ნამდვილი გამოცდა სწორედ დეესკალაციის ეს მექანიზმი იქნება, რომელიც ისრაელსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფება "ჰეზბოლას" შორის ლიბანში მიმდინარე ბრძოლების ფონზე შეიქმნა.
ტრამპის მუქარები მკვეთრად განსხვავდებოდა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ტონისგან, რომელმაც განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მას მოლაპარაკებების ირანთან ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დასაწყებად გამოყენება სთხოვა.
"ნუთუ არ ფიქრობენ, რომ მათ მუქარებს რაიმე ეფექტი რომ ჰქონოდა, დღეს ასეთ უიმედო მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდნენ? ჩვენ ამერიკელების მუქარებს საერთოდ არ ვითვალისწინებთ", — განაცხადა ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა, მოჰამად ბაღერ გალიბაფმა
თუმცა, დელეგაციამ შეხვედრის პროტესტის ნიშნად დატოვება ნაწილობრივ იმ შიდაპოლიტიკური წნეხის გამოც ჩათვალა საჭიროდ, რომელიც მათგან ტრამპის გუნდის მიმართ უნდობლობის დემონსტრირებას მოითხოვს.
ირანი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების მთავარი ფოკუსი ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა, სრუტის გახსნის პირობები და ირანულ ნავთობზე აშშ-ის სანქციების გაუქმება უნდა იყოს, რასაც თან უნდა ახლდეს უცხოეთში გაყინული ირანული აქტივების დეპონირება. ირანის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მოჰამად ბაღერ გალიბაფმა შვეიცარიაში ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და ირანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ჩაიყვანა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ირანული მხარისთვის ნავთობის სანქციების მოხსნის ტექნიკური დეტალები და გაყინული თანხების დაბრუნების არხები პრიორიტეტულია.
- ტრამპი: ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმება მიღწეულია, გილოცავთ ყველას!
- ირაკლი კობახიძე: მივესალმებით აშშ-ისა და ირანის შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას
შეგახსენებთ, გასულ კვირას ირანმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ჰორმუზის სრუტის ბლოკადის მოხსნას ისახავს მიზნად, რასასც საფუძვლად ირანის სამოქალაქო ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული 60-დღიანი მოლაპარაკებები უნდა დაედოს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები