ჯეიჰუნ მუჰამედალი: ამ ფოტოების გამო მთელი საზოგადოების ტერორიზმის მხარდამჭერებად გამოცხადება უკვე მარაზმია
ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოს მეჩეთში ტრადიციული რელიგიური რიტუალი ჩატარდა, სადაც გამოფენილი იყო აიათოლა ალი ხამენეის პლაკატი და ფოტოები. მუჰამედალი წერს, რომ "ამ ფოტოების გამო მთელი საზოგადოების ტერორიზმის მხარდამჭერებად გამოცხადება უკვე მარაზმია" და "ასეთი დამოკიდებულების შემდეგ რეგიონების მხარდაჭერის იმედი რომ კვლავ აქვთ, ნამდვილად სასაცილოა". მისივე თქმით, "ამერიკას არ სჭირდება თქვენი ისტერიკები. სინამდვილეში, ამ ყველაფრით მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს კარგავთ".
"ძალიან გულისამრევი გახდა ზოგიერთი ოპოზიციონერისა და მათი ბაბლის მხრიდან ქვემო ქართლში მცხოვრებ შიიტ მუსლიმებზე თავდასხმა. სირცხვილი და უნამუსობაა, როდესაც "ქოცებზე" თავდასხმის მიზნით ყველაფერზე ხელს იღებ და ნებისმიერ ზღვარს კვეთ, თან კი საკუთარ თავს მედასავლეთედ და ოპოზიციონერად მოიხსენიებ.
ჯერ ერთი, ამ ქვეყანაში შიიტი მუსლიმი თემი საუკუნეების განმავლობაში აღნიშნავს შუამავალ მუჰამედის შვილიშვილის, იმამ ჰუსეინის, მოწამებრივად დაღუპვას გლოვითა და სხვადასხვა რელიგიური რიტუალით. იმამ ჰუსეინი ისლამურ სამყაროში ბოროტებასა და ჭეშმარიტებას შორის ბრძოლის სიმბოლოა. ამ საზოგადოების წევრებს, საკუთარი რელიგიური იდეოლოგიიდან გამომდინარე, არჩეული ჰყავთ კონკრეტული აიათოლა სულიერ წინამძღვრად. შესაბამისად, ისრაელის მიერ მოკლული აიათოლასადმი სამძიმრისა და მხარდაჭერის ნიშნად მისი ფოტოების გამოტანა და გამოფენა ამ ცერემონიების ფარგლებში მათთვის ბუნებრივი მოვლენაა.
ამ ფოტოების გამო მთელი საზოგადოების ტერორიზმის მხარდამჭერებად გამოცხადება უკვე მარაზმია. მე საერთოდ არ ვსაუბრობ იმაზე სწორია თუ არასწორია აღნიშნული ფოტოების ამ ღონისძიებებზე გამოტანაზე. უბრალოდ ზოგ ოპოზიციური პარტიებისა და პოლიტიკოსს დაავიწყდა, რომ სწორედ ეს ხალხი აძლევდა მათ ხმას. ასეთი დამოკიდებულების შემდეგ კი რეგიონების მხარდაჭერის იმედი რომ კვლავ აქვთ, ნამდვილად სასაცილოა. ახლა უფრო გასაგები ხდება, რატომ აღმოჩნდა ოპოზიცია დღევანდელ მდგომარეობაში "ქოცების" პირისპირ.
პ.ს. ამერიკას არ სჭირდება თქვენი ისტერიკები. სინამდვილეში, ამ ყველაფრით მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს კარგავთ, რეგიონებს იშორებთ და საზოგადოებას თქვენს ნამდვილ სახეს აჩვენებთ. რაც მთავარია, გარკვეულ მედიებში დაწყებული კამპანიის მეშვეობით ამ ხალხს ირანის აგენტების იარლიყს აკრავთ და კიდევ უფრო აუცხოებთ საზოგადოებას. ისედაც არ აკლია ამ თემს პრობლემები ამ ქვეყანაში და თქვენ თქვენი ქმედებებით მათთვის კიდევ უფრო სახიფათო გარემოს ქმნით.
ამ ყველაფრით "ქოცებს" კი არ აზიანებთ, არამედ საკუთარ სამშობლოს ვნებთ და საკუთარ ამომრჩეველს იშორებთ.
ისრაელის გარდა, არაერთ დასავლურ ქვეყანაში იმართება ზემოხსენებული სამგლოვიარო ცერემონიები და აიათოლას ფოტოებიც საჯაროდ გამოიფინება. თუმცა იქ მონაწილეებს არც აკავებენ და არც ტერორიზმის მხარდამჭერებად აცხადებენ მხოლოდ ამ მიზეზით.
გეყოფათ ამ ხალხის გამოყენება თქვენი პოლიტიკური თუ იდეოლოგიური მიზნებისთვის. ქვემო ქართლის შიიტი მუსლიმები არ არიან თქვენი პოლიტიკური თამაშების ინსტრუმენტი. ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, საკუთარი რწმენით, ტრადიციებითა და ღირსებით. ნუ გამოიყვანთ ამ ქვეყანას ყველაზე საშიშ კუნძულად და ეს ხალხი რაღაც საშიშ ძალად ამას ეს ხალხი არ გაპატიებთ!", — წერს ჯეიჰუნ უჰამედალი.
ცნობისათვის, მანამდე პარტია დროამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ "ქვემო ქართლის რეგიონში, საგანგაშო ზღვარს აღწევს ირანის ტერორისტული რეჟიმის პოლიტიკური, იდეოლოგიური და ოპერატიული გავლენა, ირანული ქსელის გაფართოების ტენდენცია, რასაც აბსოლუტურად შეგნებულად ხელს უწყობს ივანიშვილის რეჟიმი".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები