ჩვენ მსოფლიოში უძველესი ქრისტიანი ერი ვართ — სომეხ მილიარდერს იესო ქრისტეს ყველაზე დიდი ქანდაკების აღმართვა სურს
ფოტო: The Guardian
სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი პოლიტიკოსი, გაგიკ წარუკიანი ჰატისის მთის მწვერვალზე, 2 500 მეტრზე, იესო ქრისტეს ყველაზე მაღალი ქანდაკების აღმართვას გეგმავს. მონუმენტი სომხეთის დედაქალაქის უდიდესი ნაწილიდან გამოჩნდება. გაგიკ წარუკიანმა აღნიშნა, რომ მისი პროექტი ბრაზილიის ცნობილ ქრისტეს ქანდაკებას ბევრად გადააჭარბებს და ნიუ-იორკის "თავისუფლების ქანდაკებაზე" ოდნავ მაღალიც კი იქნება.
ფოტო: Gagik Tsarukyan
სომხეთში იესო ქრისტეს ყველაზე მაღალი ქანდაკების აღმართვას სხვადასხვანაირად აფასებენ. ზოგისთვის პროექტი სომხეთის უძველესი ქრისტიანული ფესვების პატივისცემაა, სხვებისთვის კი — ერთი გავლენიანი ოლიგარქის მორიგი ახირება. სომხური ეკლესია ამ პროექტს თავიდანვე აქტიურად ეწინააღმდეგება. სასულიერო პირების განცხადებით, ქანდაკების გიგანტური მასშტაბები და სტილი სომხეთის რელიგიური და არქიტექტურული ტრადიციებისთვის სრულიად უცხოა.
ეს პროექტი სომხეთის სავიზიტო ბარათი გახდება. ქრისტიანობა ქვეყნის ახალ ბრენდად იქცევა.
გაგიკ წარუკიანის თქმით, ეს პროექტი იმ მზარდ საერთაშორისო ტალღას ეხმიანება, რომელიც რელიგიას, ნაციონალიზმსა და კონსერვატიზმს აერთიანებს — ტენდენციას, რომელიც ყველაზე მკაფიოდ დონალდ ტრამპის MAGA მოძრაობასა და ევროპის უკიდურესად მემარჯვენე პარტიებში ჩანს.
"ტრამპი, რა თქმა უნდა, მოწვეულია. იმედი გვაქვს, ჩამოვა", — დასძინა გაგიკ წარუკიანმა და აღნიშნა, რომ მთაზე, სადაც ქანდაკება უნდა დაიდგას, აშშ-ის საელჩოს არაოფიციალური დელეგაცია უკვე იმყოფებოდა.
ფოტო: The Guardian
ქანდაკების მშენებლობა ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო, თუმცა სამუშაოები პერიოდულად ჩერდება ხოლმე. ამ ეტაპზე იესო ქრისტეს გიგანტური ფიგურა მთის მწვერვალზე კი არ დგას, არამედ ერევნის გარეუბანში, ერთ-ერთ სამშენებლო მოედანზე ნაწილ-ნაწილ იწყობა, საიდანაც მას საბოლოო ლოკაციაზე მოგვიანებით გადაიტანენ.
ჩვენ მსოფლიოში უძველესი ქრისტიანი ერი ვართ. ამიტომ, სრულიად ლოგიკურია, რომ იესოს ყველაზე დიდი ქანდაკებაც სწორედ ჩვენთან უნდა იდგეს.
მისი თქმით, იესოს ქანდაკება მხოლოდ დასაწყისია — იქვე ახლოს "ნოეს კიდობნის" მშენებლობაც დაიწყო. ეს იქნება 134-მეტრიანი გიგანტური ხომალდი, რომელშიც მუზეუმი, სასტუმრო და კაფე განთავსდება.
"ეს წმინდა პროექტებია. ასე ჩავწერ ჩემს სახელს ისტორიაში", — ამბობს სომეხი მილიარდერი.
ამ თვის საპარლამენტო არჩევნებზე წარუკიანმა ხმების 4%-იც კი ვერ მოაგროვა, რის გამოც მისი შანსები, ოდესმე სათავეში ჩაუდგეს სომხეთს, ძალიან მცირეა. წარუკიანი ყოფილი სპორტსმენია, რომელმაც საქმიანობა ბიზნესსა და პოლიტიკაში გააგრძელა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი მან უზარმაზარი ქონება სათამაშო ბიზნესით, ალკოჰოლური სასმელების წარმოებითა და სამთო-მოპოვებითი მრეწველობით დააგროვა.
ფოტო: The Guardian
გაგიკ წარუკიანი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავარი სამიზნე გახდა, რომელიც ხელისუფლებაში 2018 წელს, ოლიგარქიასთან ბრძოლის პირობით მოვიდა. ნიკოლ ფაშინიანი მას მუდმივად კორუმპირებული წარსულის სიმბოლოდ წარმოაჩენს და ხშირად მის ძველ, საბჭოთა კავშირის დროს ჩადენილ კრიმინალურ საქმეებსაც კი ახსენებს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები