ელენე ხოშტარია: როდესაც თავდასხმის ობიექტი ხდება მედია, თავს მოვალედ ვთვლი, სრული მიუღებლობა გამოვხატო
"ახლა, როდესაც თავდასხმის ობიექტი ხდება მედია, თავს მოვალედ ვთვლი, სრული მიუღებლობა გამოვხატო მსგავსი თავდასხმების მიმართ," — ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი პარტია კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ალიანსში მიმდინარე შიდა დაპირისპირებებზე აქამდე მიზანმიმართულად დუმდა, თუმცა ახლა საჭიროდ მიიჩნევს მედიის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმების შეფასებას.
"ალიანსში მიმდინარე შიდა "ჩხუბებზე" (ასე დავარქმევ იმ პროცესს) სრულიად მიზანმიმართულად ვდუმდი. ვდუმდი მაშინაც, როცა ჩემი პარტია იყო თავდასხმის ობიექტი. ვერ დაგიმალავთ და სირცხვილითაც ვიწვოდი, თუ რა გარჩევებს ვაკადრებდით საზოგადოებას.
ახლა, როდესაც თავდასხმის ობიექტი ხდება მედია, რომელიც ბრძოლის წინა ხაზზეა, მათ შორის ფიზიკური ზიანით, აწ უკვე სისხლის სამართლის გამოძიებით, ძალიან მნიშვნელოვანი მხილების მასალით, უამრავი ფასეული ადამიანის წარმოჩენით და უკიდურესად შეზღუდული რესურსით, თავს მოვალედ ვთვლი, სრული მიუღებლობა გამოვხატო მსგავსი თავდასხმების მიმართ.
ახლაც დარწმუნებული ვარ ერთობის, ალიანსის აუცილებლობაში და ყალბ ერთობად მისი შეფასება საერთო ამოცანების ვერ გააზრებად მიმაჩნია. იმედს ვიტოვებ, რომ პირადი ამბიციები და ინტერესები არ აღმოჩნდება საერთო ბრძოლისთვის დამანგრეველი და ჩემი მხრივ, მზაობას ვაცხადებ არაერთ დისკომფორტულ წევრთან თანამშრომლობაზე
რუსთავის ქალთა ციხე
22/05/2026", — წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, 20 ივნისს პარტია ფედერალისტების ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ "ტვ ფორმულამ" 540 ათასი ლარი აიღო ნაცმოძრაობისგან 4 ოქტომბრის ფარსის დადგმაში".
ამის შემდეგ ჟურნალისტმა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელებულმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ პლატფორმა facebook-ში დაწერა, რომ ტელეკომპანია "ფორმულას" წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები კოორდინირებული ხასიათისაა.
ჩერგოლეიშვილი კიდევ ერთ პოსტში წერს, რომ დისკრედიტაციის მორიგი კამპანიის აგორებაა იმის დაბრალება, რომ "ფორმულას "შავი ფულის" აღება "ორკესტრირებულად" დააბრალა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები